16-22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

15 აპრილი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი -   იყავით აქტიური და თანმიმდევრულები. დაისახეთ მიზნები და იაქტიურეთ მათ მისაღწევად. ფუჭ დაპირებებს ნუ დაარიგებთ. დაამყარეთ ახალი კონტაქტები, მიღებული ინფორმაციებიდან აიღეთ ყველაზე მნიშვნელოვანი. ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ


კურო -  მთელი კვირა მოვლენებით იქნება დატვირთული. მოსალოდნელ ცვლილებებზე როგორი რეაქცია გექნებათ თქვენს საღ აზროვნებაზე და ლოგიკურობაზე იქნება დამოკიდებული. იყავით აკურატულები ნებისმიერი საქმეში და რაციონალურობის დახმარებით გადაწყვიტეთ მნიშვნელოვანი საკითხები. თავისუფალი დრო დაუთმეთ სახლს და ჯანმრთელობაზე ზრუნვას.


ტყუპები -  კარგი ის არის, რომ ყველა წარსულის წყენას და გაუმართლებლობას ერთბაშად დაივიწყებთ, თითქოს ტრანსფორმაციას განიცდით. მანამდე გადაუწყვეტელი ამოცანები ბევრად უფრო მარტივად გადაწყდება. ვინც თავისუფალია ახალ სასიყვარულო ურთიერთობების შანსი მიეცემა. მეგობრება კი შესაძლოა საინტერესო საქმიანი წინადადება შემოგთავაზონ. მართალია საქმეს თქვენი დროის უდიდესი ნაწილი მიაქვს, საბოლოო ჯამში, ეს ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.


კირჩხიბი -  კვირის მანძილზე კარიერის და ძალაუფლების საკითხები გახდება აქტუალური. სამსახურში სამუშაო ვითარება გაუმჯობესდება. არ შეგეშინდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების.  თავი მოარიდეთ კოლეგებისგან პირფერობას, ეს ცუდ სამსახურს გაგიწევთ.


ლომი  - კვირა ძალიან კარგია იდეების განსახორციელებლად. კონცენტრირდით მთავარზე, მაგრამ დეტალები არ უნდა გამოგრჩეთ.  იყავით კორექტულები და ტაქტიანები. არ დაივიწყოთ ძველი მეგობრები და ნაცნობები, მათი რჩევები და მათთან კომუნიკაცია, რაც თქვენთვის მნიშნელოვანია როგორც ინტელექტუალურად, ისე ემოციურად. ზოგადად, სასიკეთო კვირა გელით.


ქალწული - სამსახურეობრივ საქმიანობაში ზედმეტად დატვირთული კვირა იქნება. თუმცა არ დაგავიწყდეთ საკუთარ თავზე ზრუნვა, ზოგი საქმე მოიცდის. შესაძლოა პროფესიული ასპარეზიც კი შეიცვალოთ.  არ იჩქაროთ და ემოციებს არ აყვეთ. სკანდალურ სიტუაციებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეს თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.


სასწორი -   სერიოზულ ცვლილებებს კვირის მანძილზე არ ელოდოთ.  თუ ამბიციურობას გამოიჩენთ და თქვენს პოზიციას დაიცავთ ფინანსურ სარგებელსაც მიიღებთ.  შესაძლოა პატარა სირთულეები შეგხვდეთ, რამაც გაგაღიზიანოთ, მაგრამ ჩვეული წონასწორობა არ დაკარგოთ. ეცადეთ განახორციელოთ თქვენი ჩანაფირები. სამომავლო გეგმებს ნუ განიხილავთ სხვებთან.


მორიელი -  ეცადეთ უფრო მსუბუქი იყოთ ურთიერთობაში და იუმორი მოიშველიოთ. გათავისულფდით თავს მოხვეული შიშებისგან და იდეებისგან. პროფესიული თვალსაზრისით ზრდის ალბათობაა. შეიძლება სამსახურში დაგაწინაურონ კიდეც. მოგისმენენ და თქვენს აზრს გაითვალისწინებენ. რეალურად გათვალეთ თქვენი შესაძლებლობები და ზედმეტ ამბიციურობას ნუ გამოიჩენთ.


მშვილდოსანი - ეცადეთ დასახული ამოცანები შეასრულოთ და ძალიან ნუ გადაიტვირთებით. თუ სამსახურში კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა ეცადეთ თავიდან აიცილოთ, ვინაიდან ნერვულმა სისტემამ შეიძლება გიმტყუნოთ და გაუგებრობებში გაეხვეთ. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვას. სხვა მხრივ, ენერგოტონუსი მაღალია.


თხის რქა  -  შეიძლება თავი ისე იგრძნოთ, თითქოს სამყაროს ცენტრში ხართ,  პოზიტიურის გარდა იგულისხმება ნეგატიური განწყობებიც თქვენ მიმართ. ეცადეთ სხვების ზედმეტი ყურადღება აიცილოთ თავიდან და ცოტა ოჯახის წევრებისგანაც განმარტოვდეთ, ვინაიდან გადაღლა ნერვულ სისტემაზე ცუდად აისახება. კარგი დროა ძველი კარმული დავალიანებებისგანაც გათავისუფლდეთ და საბოლოოდ უარი თქვათ წარსულზე.


მერწყული -  კვირის პირველი ნახევარი პოზიტიურია ნებისმიერი თვალსაზირით. თუ თავშეკავებული იქნებით გარკვეულ საკითხებში, მოთმინება სასარგებლო შედეგს მოგცემთ საბოლოო ჯამში. შეგიძლიათ წამოიწყოთ ახალი პროექტები და ამას წარმატებით განახორციელებთ. რაც არ უნდ ამოხდეს, ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალდება. ზოგადად, სასიკეთო კვირაა.


თევზები -  ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ. იყავით ყურადღებით საქმიან პარტნიორებთან და განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში.  მნიშვნელოვანი წამოწყებებისგან თავი შეიკავეთ, საერთო ჯამში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ და  გარესამყაროც თქვენს სასარგებლოდ განეწყობა. ენერგიას არასაჭირო საქმეზე და კომუნიკაციებზე ნუ გაფლანგავთ.


წარმატებები თქვენ!

დღის ჰოროსკოპი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფრენებთან დაკავშირებული უცნაური ცრურწმენები

საქმე ის არის, რომ არამხოლოდ მგზავრებს, არამედ ავიაკომპანიებსაც კი სჯერათ ცრურწმენების, რომლებიც ციფრებს ეხება. კერძოდ...  
დღის ჰოროსკოპი

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 საუკეთესო „საწოლის სცენა“ კინოს ისტორიაში

ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა ეს 10 სცენა ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია.
დღის ჰოროსკოპი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით...