29 აპრილი - 6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

29 აპრილი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

 
 

ვერძი -   ვერძებს პირად ცხოვრებაში სიახლეები ელით, თუმცა უმჯობესია ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. მფლანგველობისგან თავი შეიკავეთ და ფინანსები უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოახმარეთ.  კარგი პერიოდია შემოსავლების გაზრდისთვის.


კურო -  სასიამოვნო სიურპრიზების დრო დადგა. დატკბით ცხოვრებით, მიეცით თავს უფლება სურვილები აისრულოთ და ოცნებები განახორციელოთ.  კარგი კვირაა მომავლის სამოქმედო გეგმებზე სამუშაოდ. მეგობრები გადამწყვეტ როლს ითამაშებენ თქვენს ცხოვრებაში.


ტყუპები - მრავალ ფრონტზე გიწევთ ძალისხმევის გამოჩენა, რის გამოც გადაღლილობას და უენერგიობას გრძნობთ. აუცილებელია კარგად გამოძინება, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ  საკვებს. სასურველია ორგანიზმის გაწმენდა ჩაიტაროთ.


კირჩხიბი -  გაღიზიანების და ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არ გაქვთ. კარიერული საქმიანობა წარმატებით მიდის, მაგრამ პირადი ცხოვრების პერიპეტიები ბევრ დროს გართმევთ, რის გამოც შესაძლოა საქმები გაგიჯანჯლდეთ. ეცადეთ ბალანსი დაიცვათ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. საკმაოდ ჰარმონიული პერიოდია თქვენთვის.


ლომი  - გართობის თუ ფუფუნებით ტკბობის დრო ახლა არ არის.  დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რომლის ინიციატორი თავად თქვენ ხართ და სასურველია თქვენივე დაწყებული საქმე თავადვე მიიყვანოთ ბოლომდე. ნუ გადააბარებთ სხვას პასუხისმგებლობებს. ეს ცუდად აისახება თქვენს იმიჯზე. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად.


ქალწული - ამ კვირაში ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ,  მაგრამ ეცადეთ გარშემომყოფების მიმართ გულისხმიერი და ყურადღებიანი იყოთ. არ გაანაწყენოთ ოჯახის წევრები და ახლობლები ზედმეტი ეგოცენტრულობით ან  უყურადღებობით. კარგი კვირაა მთლიანობაში.


სასწორი - ცვლილებები გელით ოჯახურ ცხოვრებაში. კარგი დროა გარემოს გასაუმჯობესებლად. კვირის მანძილზე სასიკეთო ცვლილებები გელით ფინანსური თვალსაზრისითაც. კარგი იქნება თუ მემკვიდრეობის საკითხებს მოაგვარებთ ან ფულს დააბანდებთ მომგებიან საქმიანობაში.


მორიელი -  განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ. ეცადეთ ენერგიის აღდგენაზე იზრუნოთ და დრო გონივრულად გადაანაწილოთ. კარგი იქნება თუ პარტნორულ და ურთიერთობების საკითხებს მშვიდობიანი გზებით მოაგვარებთ.


მშვილდოსანი - ყოველდღიური რუტინა თქვენს განწყობაზე არცთუ ისე კარგად ისახება. სასურველია, მეტი ყურადღება დაუთმოთ ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური გაჯანსაღების საკითხებს. შესაძლოა კვირის მანძილზე ახალი პასუხისმგებლობები დაგეკისროთ.


თხის რქა  -  სასიკეთო ცვლილებები გელით ფინანსური თვალსაზრისით. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. ყველა სიტუაციაში გამოიყენეთ თქვენი ძლიერი მხარეები: მოთმინება, ნებისყოფა და წინდახედულება. საერთო ჯამში კვირა ნაყოფიერი იქნება საშინაო საქმეებისთვის. თქვენი ენერგოტონუსი მატულობს.


მერწყული -  მოუსვენრობის განცდა მთელი კვირა შეიძლება გაგყვეთ. ცვლილებები გწყურიათ ყველა მიმართულებით. ეცადეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, კვირა გამოიყენეთ სამომავლო გეგმების გასაანალიზებლად.


თევზები -  გამარჯვების პლანეტა თქვენ მხარესაა. თითქმის ყველანაირ დისკუსიასა, კონკურენციასა თუ შეჯიბრში გამარჯვებული გამოხვალთ.  თქვენი ინტუიცია და წინასწარჭვრეტის უნარი დაგეხმარებათ ყველაზე უსიამოვნო სიტუაციიდან თავის დაღწევაში.  კვირა დატვირთული იქნება საინტერესო მოვლენებით.

წარმატებები თქვენ!


 


 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?