7-14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

6 მაისი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - ვინც კარიერული წინსვლით არის დაინტერესებული, ამ კვირას ვერძებს შანსი მიეცემათ, თავი გამოიჩინონ და სამსახურებრივ პოზიციებზე დაწინაურდნენ. ამასთანავე, დიდია ალბათობა სამსახურის შეცვლის, ან საინტერესო შემოთავაზების მიღების. პირად ცხოვრებაშიც ცვლილებებია მოსალოდნელი, ეცადეთ, პოზიტიურად წარმართოთ კვირა.


კურო - კუროების ცხოვრებაში საინტერესო კვირა დადგა. მოულოდნელი სიახლეები, რომლებიც მათ ამ კვირაში ელით, დატვირთული იქნება მოვლენებით. მათ თავი უნდა მოარიდონ ალკოჰოლურ სასმელებს. დიეტურ კვებაზე გადასვლა მათთვის გაჯანსაღების საშუალება იქნება. არ გაუშვათ შანსი ხელიდან, იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და სიჯანსაღეზე.


ტყუპები - კონცენტრირდით და მობილიზება გაუკეთეთ შინაგან ძალებს. ძალიან ნუ გადაიტვირთებით საქმეებით და კომუნიკაციით. ეცადეთ, წყნარ და მშვიდ ადგილას დაისვენოთ. შესაძლოა, თქვენგან ბევრს ითხოვენ და ამან ცოტა გაგაღიზიანოთ, მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და როგორც გჩვევიათ, კარგი განწყობით შეხვდით ყოველ დღეს.


კირჩხიბი - ამ კვირაში კირჩხიბები ქებასა და აპლოდისმენტებს დაიმსახურებენ საოცარი ნებისყოფისა და შრომისუნარიანობის გამო. ნუ იქნებით ზედმეტად ემოციურები. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის მოვლას და გაანებივრეთ თქვენი თავი დასვენებითა და სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღებით. მთლიანობაში პოზიტიური კვირაა თქვენთვის.


ლომი - მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ დაძაბულობას გრძნობთ, მეტწილად ბევრი მოვლენა თუ საქმე წარმატებით მოგვარდება. შესაძლოა, რაღაცების მტკიცება დაგჭირდეთ, მაგრამ, საერთო ჯამში, ნეგატიური არაფერია. ნუ გაფლანგავთ ენერგიას უსარგებლო საქმეებზე.


ქალწული - მთელი კვირა სასიამოვნო ემოციები და სიახლეები გელოდებათ. კარგი იქნება, თუ ჯანსაღ კვებაზე უფრო აქცენტირდებით და ორგანიზმის გაწმენდას ხელს შეუწყობთ. იყავით ყურადღებიანი, გულისხმიერი და კეთილგანწყობილი გარშემომყოფთა მიმართ. წარმატებული კვირაა თქვენთვის.


სასწორი - სასწორებო, თქვენ წინაშე ბევრი ამოცანა დგას, ეს ეხება მემკვიდრეობით, სახლის საკითხებსა და აგრეთვე თქვენი საქმიანობის რეპუტაციას. იყავით მობილიზებულები, ყველანაირ დაძაბულობას თავი აარიდეთ და მშვიდად მიუდექით ამოცანების გადაჭრას.


მორიელი - მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და დაშვებული შეცდომების გაანალიზებას. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ არ იმუშავებს. შესაძლოა, თავი იჩინოს ფინანსურმა პრობლემებმა, მაგრამ ნუ დაპანიკდებით. შეძლებთ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეთ.


მშვილდოსანი - ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკულები და თავდაჯერებულები. ზოგჯერ მოვლენები დაკვირვებას და გაანალიზებას მოითხოვს იმისთვის, რომ უკეთ გავერკვეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. იყავით რაციონალურები და გაწონასწორებულები. პირად ცხოვრებაში სიახლეები გელით.


თხის რქა - ემოციური ფონი და გაღიზიანება შესაძლოა მაღალი იყოს, მაგრამ რეალურად საგანგაშო არაფერი ხდება. კარგი იქნება, თუ გარე საქმეებზე კონცენტრირდებით და საკუთარ თავს მეტ დროს დაუთმობთ. სასურველია, ამ კვირაში ახალი საქმეები არ წამოიწყოთ. სხვა მხრივ, ჰარმონიული კვირაა.


მერწყული - მერწყულებს მიტოვებული საქმეები ბოლომდე აქვთ მისაყვანი. იდეების განხორციელება შემდეგი კვირისთვის გადადეთ. შესაძლოა, სახლში რაღაც ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი. საერთო ჯამში, კვირა ნორმალურად ჩაივლის.


თევზები - ყველა გაუგებარი სიტუაციიდან თავს ადვილად დაიძვრენთ. ფორტუნა გიღიმით, მთავარია, ეს ბოროტად არ გამოიყენოთ და პასუხისმგებლობებს თავი არ აარიდოთ. ხელოვნებით დაკავებულ თევზებს საინტერესო მოვლენები და შემოთავაზებები ელით.


წარმატებები თქვენ!


 

დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით!