ვერძი - ვერძებს საინტერესო კვირა გელით, მოვლენებით დატვირთული, მაგრამ, ამასთანავე, სიფრთხილე გმართებთ გზებზე. მაქსიმალურად ეცადეთ, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ ფინანსებთან დაკავშირებით.
კურო - უროები თავს უჩვეულოდ იგრძნობთ და მთელი კვირა რევოლუციურ განწყობაზე იქნებით. ბევრმა თქვენგანმა შეიძლება ცხოვრების წესიც კი შეიცვალოს. ასჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით.
ტყუპები - ტყუპები უფრო გულისხმიერები და ყურადღებიანები გახდებით ახლობლების მიმართ. მეტწილად დაკავდით საკუთარი საქმეებითა და თავის მოვლით, ახლა ის დროა, თქვენს თავზე მეტი იფიქროთ. შეიძლება გარეგნობაში ცვლილებების შეტანა მოისურვოთ.
კირჩხიბი - კირჩხიბების უგუნებობა გარშემომყოფებსაც გადაედებათ. ეცადეთ, თქვენი ემოციები სხვას არ მოახვიოთ თავს. იყავით ობიექტურები და ყურადღებიანები სხვების მიმართ. შესაძლოა, ცოტა ფინანსური გარღვევები გქონდეთ, მაგრამ ეს საკითხი სწრაფად მოგვარდება.
ლომი - ბევრი საქმე დაგიგროვდათ, რის გამოც შინაგანი დისკომფორტი გაქვთ. ემოციებს ნუ აჰყვებით და ცივი გონებით მიუდექით საკითხების გადაწყვეტას. ნუ გაფლანგავთ დროს ზედმეტ სიამოვნებასა და გართობაზე, ამის ფუფუნება ახლა ნამდვილად არ გაქვთ.
ქალწული - ქალწულების ნერვიულობა და ფორიაქი შეიძლება უსაფუძვლო არ იყოს, მაგრამ ამ მიდგომით ამოცანებს ვერ გადაჭრით. იყავით თანმიმდევრული, როგორც გჩვევიათ, და ყველაფერი მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.
სასწორი - სასწორები თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ მთელი კვირის მანძილზე. საინტერესო მოვლენები და ამბები გელით, მთავარია, სოციალური რესურსები ადეკვატურად გამოიყენოთ. ჰარმონიული კვირაა თქვენთვის.
მორიელი - დღის წესრიგში დგას შემოსავლები, ხარჯები და საბანკო სისტემასთან ურთიერთობები. ყველა გადაწყვეტილება რაციონალური და კარგად აწონილ-დაწონილი უნდა იყოს, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობები დაალაგეთ და მერე გარისკეთ.
მშვილდოსანი - მთელი კვირის მანძილზე შეიძლება უსაფუძვლოდ გაღიზიანებულები იყოთ, რის გამოც არის რისკი, ურთიერთობები გაგიფუჭდეთ ახლობელ ადამიანებთან. ნუ გადადგამთ უგუნურ ნაბიჯებს, იყავით ადეკვატური და ზომიერი.
თხის რქა - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სასურველია, სუფთა ჰაერზე დიდი დროს გატარება. ნუ დახარჯავთ ზედმეტ ენერგიას ყოველდღიურ რუტინაზე. კარგად გამოძინება და სიმშვიდე ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული - მერწყულები ახალი იდეებით იქნებით გატაცებულები, კვირის მანძილზე ახალი ნაცნობობა გელით სწორედ ამ იდეების წყალობით. ეცადეთ, იდეები მხოლოდ იდეებად არ დარჩეს და მათი განხორციელება დაიწყოთ. გუნება-განწყობა მთელი კვირა მშვენიერი გექნებათ.
თევზები - თევზების დამოკიდებულება და განწყობები კვირის მანძილზე რადიკალურად შეიცვლება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი მიდგომებიც გექნებათ ადამიანების, ცხოვრებისა და საქმეების მიმართ. იყავით ოპტიმისტურები! ურთიერთობებში ნუ შეიტანთ ბუნდოვანებას.
წარმატებები თქვენ!