4-10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

ჰოროსკოპი

3 ივნისი 19:30, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - კვირის მანძილზე თქვენს თავზე აიღეთ პასუხისმგებლობა და ყველა ვალდებულება. იყავით ლიდერი, მაგალითი მიეცით სხვებს. გამოიჩინეთ დიდსულოვნება და ყველა მიზანს მიაღწევთ.


კურო - კვირის დასაწყისი ცოტა მტკივნეულად ჩაივლის. თქვენთვის უჩვეულოდ მოწყვეტილი იქნებით სინამდვილის რეალურ აღქმას. დაუბრუნდით ყოველდღიურ ცხოვრებას და აკეთეთ ის, რაც გასაკეთებელი გაქვთ. საზოგადოებრივი აქტივობისგან თავი შეიკავეთ.


ტყუპები - შეგიძლიათ, თავი გამოიჩინოთ ნებისმიერ საქმეში, რასაც ხელს მოკიდებთ. თქვენი მოხერხებულობა, გონიერება და სისხარტე საუკეთესო მეგობარი იქნება კვირის მანძილზე. უსმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს.  ადამიანებს ადვილად ხიბლავთ. წარმატებული პერიოდია თქვენთვის.


კირჩხიბი - თავი აარიდეთ ნებისმიერ სიტუაციას, სადაც შეიძლება ადვილად გაღიზიანდეთ. ნუ შეხვალთ კონფლიქტში უფროსობასთან. გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულობა. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე.


ლომი - ზედმეტად ფლანგავთ ენერგიას თვითტკბობასა და საკუთარი თავის წარმოჩენაში. კონცენტრირდით საკუთარ სულიერ სიმშვიდეზე, ცოტა ინტროვერტობა ამ პერიოდში არ გაწყენდათ. საინტერესო ნაცნობობა გელით.


ქალწული - შეიძლება კვირის მანძილზე დაღლილობა და გამოფიტულობა იგრძნოთ. არ შეშინდეთ, ეს დროებითია, კვირის ბოლოსკენ მეტად დაისვენეთ და ძალებს აღიდგენთ. დიდ რისკებზე ნუ წახვალთ.


სასწორი - კარგი განწყობა მთელი კვირა გაგყვებათ, მხოლოდ გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან ნუ დაყოვნდებით, ეცადეთ, ტყუპების სეზონის სწრაფ ტემპს აჰყვეთ, ცოტა დასვენება არც თქვენ გაწყენდათ.


მორიელი - ახალი გამოწვევების წინაშე დგახართ. თქვენზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებთ ამ გამოწვევების ტრანსფორმირებას. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიეთ. ეს კვირა კარგია თქვენს სამუშაო სივრცეში გენერალური დასუფთავების ჩასატარებლად.


მშვილდოსანი - შეიძლება კვირის მანძილზე უგუნებობა დაგჩემდეთ, ეცადეთ, განწყობების გამო ურთიერთობები არ გაიფუჭოთ ახლობელ ადამიანებთან. ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე და კარგად გამოიძინეთ.


თხის რქა - წინდახედულება ის იარაღია, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ. ეს ამ კვირაში განსაკუთრებით დაგჭირდებათ. დაუკვირდით სიტყვებს, წინადადებებს, აწონ დაწონეთ და ისე ისაუბრეთ.


მერწყული - მერწყულებო, მეტად საინტერესო კვირა გელით. ახალი ნაცნობობა, რომანტიკული თავგადასავლები, მოგზაურობა. ბევრი შესაძლებლობა იხსნება თქვენ წინაშე. გამოიყენეთ ეს დრო სასიკეთოდ.


თევზები - ცინიკურობა და ქედმაღლობა ყველაფერში ხელს შეგიშლით. იყავით გულისხმიერები და  საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. კარგი იქნება, თუ საოჯახო საქმეებით დაკავდებით. შეგიძლიათ, სახლში სარემონტო სამუშაოები წამოიწყოთ.


წარმატებები თქვენ!


 


 

დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?