17-24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

17 ივნისი 20:00, 2018 წელი

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.

ვერძი - კვირა გამორჩეული იქნება განსაკუთრებული სიახლეებით, როგორც შემეცნების, სამსახურებრივი საქმიანობის, ისე პირადი ცხოვრების სარბიელზე. ამ კვირაში გაცნობილი ადამიანები განსაკუთრებულ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.


კურო - კვირა ოჯახური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, ნუ გადაიტვირთებით სოციალური კონტაქტებით. იყავით გულისხმიერები და დაკვირვებულები დეტალების მიმართ.


ტყუპები - ნუ გადაიტვირთებით, ეცადეთ, შაბათ-კვირას სუფთა ჰაერზე დაისვენოთ. შეიძლება საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ. კარგი პერიოდია ახალი იდეების განსახორციელებლად ან არსებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.


კირჩხიბი - კირჩხიბებო, შესაძლოა, ბევრი მოვლენა თქვენს საკეთილდღეოდ არ წარიმართოს, მაგრამ ეს ფაქტი ნუ შეგაშინებთ. იყავით დაკვირვებულები, მოზომილები, ასჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით, მოუფრთხილდით ენერგიას.


ლომი - ნუ ეცდებით, ყველაფერი იოლად ან სხვისი ხელით გააკეთოთ. თქვენი საქმეების დასრულება თავად მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდებით. გაგიჭირდებათ, თავი იმართლოთ. სხვა მხრივ, ენერგიული კვირა გელით. შესაძლოა, სასიყვარულო სფერო გააქტიურდეს.


ქალწული - ნუ შეგაშინებთ გამოწვევები, ახლა უხასიათობის დრო არ არის, საქმეს ხალისით მოჰკიდეთ ხელი და აკეთეთ. იყავით მეგობრულები, გახსნილი კომუნიკაციისთვის და ყველაფერი სასიკეთოდ ჩაივლის.


სასწორი - ნებისმიერი იდეის განხორციელება შეგეძლებათ, მეგობრები და თანამშრომლები გვერდით დაგიდგებიან, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება და სითბო სჭირდებათ. ეცადეთ, გაამხნევოთ ისინი. ჰარმონიული კვირაა, ზოგადად.


მორიელი - ეცადეთ, ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანოთ და ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. დროს ნუ კარგავთ არაფრის მომცემ კავშირებზე და რომანტიკულ ურთიერთობებზე.


მშვილდოსანი - იდეოლოგიური თვალსაზრისით, შეუძლებელია, ყოველთვის სიმართლეს ემსახურებოდეთ, სხვისი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია. იყავით პოზიტიურები და ხალასები. თქვენი პოზიტივი გადამდები იქნება სხვებისთვის.


თხის რქა - იყავით დაკვირვებული და ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. გაუფრთხილდით ფინანსებს და ეცადეთ, გონივრულად გადაანაწილოთ ხარჯები. არც საკუთარ თავზე ზრუნვა დაივიწყოთ.


მერწყული - ეცადეთ, დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, მეგობრებთან ერთად. კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით საჭმლის მომნელებელ ორგანოებს დიდ ყურადღებას დაუთმობთ. სხვა მხრივ, თქვენთვის პოზიტიური კვირაა და გამოიყენეთ!


თევზები - უხასიათობა და პესიმიზმი არ დაგეხმარებათ არც ურთიერთობებში და არც საქმეებში. ეცადეთ, თავი გაიხალისოთ ახალი ნაცნობობით და დასახული მიზნების განხორციელებით დაკავდეთ. მალე თქვენთანაც გამოიდარებს!


წარმატებები თქვენ!

დღის ჰოროსკოპი

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფრენებთან დაკავშირებული უცნაური ცრურწმენები

საქმე ის არის, რომ არამხოლოდ მგზავრებს, არამედ ავიაკომპანიებსაც კი სჯერათ ცრურწმენების, რომლებიც ციფრებს ეხება. კერძოდ...  
დღის ჰოროსკოპი

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 საუკეთესო „საწოლის სცენა“ კინოს ისტორიაში

ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა ეს 10 სცენა ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია.
დღის ჰოროსკოპი

28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა, ნაპოვნია.  „ლოტო 6/42“-ის ჯეკპოტი - 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.
დღის ჰოროსკოპი

27 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით...