ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

9 იანვარი 14:00, 2015 წელი

ახალმა წელმა ჩაიარა, თუმცა დღესასწაულები გრძელდება - წინ ძველით ახალი წელი გველოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, მინიმუმ, 20 იანვრამდე საქართველოში სადღესასწაულო განწყობა გაგრძელედბა – ტრადიცულად ქართული უხვპურმარილიანი სუფრითა და უზოზმო ალკოჰოლით.

დღეს შემოგთავაზებთ, თუ როგორია ზოდიაქოს ნიშნების  დამოკიდებულება ალკოჰოლთან და ვის როგორი სიმთვრალე აქვს?!


ვერძი (  21 მარტი - 19 აპრილი)



ვერძები, რომლებიც სიფხიზლეშიც წინდაუხედაობით გამოირჩევიან, სიმთვრალისას სულ უფრო მეტად კარგავენ თვითკონტროლს. მათთვის მცირე დოზით ალკოჰოლის მიღებაც კი საკმარისია, რომ დაუფიქრებლად დაიწყოს თავგადასავლის ძიება. მსგავსი თავგადასავლები კი ხშირ შემთხვევაში გატეხილი ნეკნით ან ჩალურჯებული თვალით სრულდება. ამიტომ ვერძებისთვის რეკომენდებულია დალევა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც მათი „ალკოჰოლური ჭირვეულობის“ ატანას შეძლებენ.


კურო ( 20 აპრილი-20 მაისი)



მთვრალი კუროები ადვილად ბრაზდებიან და ხშირად დროსტარებას ხელჩართული ჩხუბით ამთავრებენ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ერიდონ „გადათრობას“ და ალკოჰოლის მიღებისას ზომიერება გამოიჩინონ. ასე მათ თამამად შეუძლიათ, მეგობრების გარემოცვაში თუნდაც დილამდე „წრუპონ“ ნებისმიერი სახეობის ალკოჰოლი.


ტყუპები ( 21 მაისი-20 ივნისი )



ტყუპებისთვის ალკოჰოლი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს და განტვირთვისთვისაც ნაკლებად იყენებენ. ხოლო თუ მაინც მოუწევთ დალევა, მათ ქცევაში უჩვეულოს ვერაფერს შემაჩნევთ - ისინი ისეთივე ადეკვატურები რჩებიან, როგორც დალევამდე.


კირჩხიბი ( 21 ივნისი-22 ივლისი  )



კირჩხიბებს მშვენიერი სიმთვრალე აქვთ, თუ არ ჩავთლით იმას, რომ სუფრასთან განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობენ და ხშირად სრულიად უცხო თანამესუფრეებსაც კი გულს გადაუშლიან ხოლმე.


ლომი (23 ივლისი-22 აგვისტო  )



ლომები ალკოჰოლთან მიმართებაში ზომიერებას იცავენ და მრავალრიცხოვან კომპანიაშიც კი თვითკონტროლს არ კარგავენ, რადგან ეშინიათ, რომ თუ უზომოდ დათვრებიან, რამე სისულელეს ჩაიდენენ და ამით საზოგადოებაში ავტორიტეტს დაკარგავენ, ავტორიტეტს კი ლომები ყველაზე მეტად უფრთხილდებიან.


ქალწული ( 23 აგვისტო- 22 სექტემბერი )



ქალწულების უმრავლესობა ალკოჰოლის მიღების საშინელი მოწინააღმდეგეა, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და მაინც დალიეს, ძალიან კულტურულად და ღირსეულად იქცევიან. ასტროლოგები ამბობენ, რომ ქალწულებისთვის ალკოჰოლი სახიფათოცაა, რადგან ზოდიაქოს ამ ნიშნის ყველაზე სუსტ ორგანოდ ღვიძლია მიჩნეული.


სასწორი ( 23 სექტემბერი-22 ოქტომბერი )



სასწორებს უყვართ ძვირადღირებული სასმელების გასინჯვა, დალევით კი იშვიათად სვამენ, რადგან საშინლად ვერ იტანენ ბახუსს (პახმელიას), რომელიც მათ მართლაც მძიმე ფორმებში აქვთ.


 მორიელი (23 ოქტომბერი-21 ნოემბერი  )



მორიელები ხშირად სვამენ, რადგან ზომაზე მეტად ემოციურები არიან და ხშირად ვარდებიან სტრესში. სტრესის მოსახსნელად კი ალკოჰოლს მიმართავენ. ამიტომ, თუ მორიელი სვამს, ესე იგი, მას პრობლემები აქვს.


მშვილდოსანი (22 ნოემბერი-20 დეკემბერი )



მშვილდოსნები კარგი თანამესუფრეები არიან და ნებისმიერი სუფრის სულს და გულს წარმოადგენენ. კარგად იტანენ სასმელს და დალევის პროცესს ცეკვა-თამაშსა და გართობასაც მშვენივრად უთავსებენ.


თხის რქა (21 დეკემბერი-19იანვარი  )



თხის რქები იმდენად თავდაჭერილები და სერიოზულები არიან, რომ ალკოჰოლიც კი ვერ „ამჩატებთ“.  დალევაზე მეტად,  ქეიფის პროცესი სიამოვნებთ და  თუ შემთხვევით ზედმეტის დალევა მოუწიათ,  ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკისა და დავიდარაბის გარეშე საწოლს მიაშურებენ.


მერწყული ( 20 იანვარი-17 თებერვალი )



ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს მერწყულების ნერვულ სისტემაზე, ამიტომ მათი დალევა ყოველთვის ჩხუბითა და არეულობით მთავრდება.


თევზები ( 18 თებერვალი-19 მარტი )



თევზებისთვის დალევა კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ისინი ადვილად ეჩვევიან ალკოჰოლს. ეს კიდევ არაფერი, ისინი იმდენად მიდრეკილები არიან თვითგვემისკენ, რომ ხშირად თავად იგონებენ პრობლემებს. მერე კი, როცა სასმელი „დარდებს“ ვეღარ უქარვებს, უფრო ძლიერ „ანტიდეპრესანტზე“ - ნარკოტიკზეც კი გადადიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?