30 მარტი–5 აპრილი – რთული კვირა პირადი ურთიერთობებისთვის

ჰოროსკოპი

30 მარტი 00:01, 2015 წელი

თუმცა გახსოვდეთ, ყველაფერი დროებითია და რთული პერიოდიც მალე გაივლის.

ვერძი
ვერძი ყოველთვის პიონერია. ახალი მიმართულებით წასვლა თქვენთვის
ერთგვარი ენერგოსტიმულატორი იქნება. ამ კვირის განმავლობაში
რომანტიკული და ფინანსური კუთხით სიტუაციის გაუმჯობესებას

ელოდეთ. ეს პერიოდი ყველა მიმართულებით ცვლილებებს მოგიტანთ.
გადააბიჯეთ დრომოჭმულ ტრადიციებს.
დაიწყეთ ჯანსაღი წესით
ცხოვრება: ფიტნესი და სწორი კვება თქვენს განუნება–განწყობაზე
პოზიტიურად აისახება. იმდენად აქტიურად ცხოვრობთ, რომ ენერგიის აღდგენა გჭირდებათ.



კურო


რეალობიდან გაქცევის ხშირი მცდელობა პრობლემებს შეგიქმნით. რთულ
სიტუაციებს გაქცევით ვერ მოაგვარებთ. იპოვეთ ძალა საკუთარ თავში. თუ
რამე იდეის განხორციელება გსურთ, ყველას გასაგონად ნუ ილაპარაკებთ.
ირგვლივ ბევრი მტერი გახვევიათ, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ადამიანი,
რომელიც ამ იდეის რეალიზებაში ბოლომდე დაგეხმარებათ და არ
გიღალატებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ პერიოდში შესაძლოა,
რამდენიმე პაემანზე წახვიდეთ. დიდხანს ნუ დააკვირდებთით
საპირისპირო სქესს და ნუ დაიწყებთ მის კვლევა–ძიებას.


 


 


ტყუპები
კარიერულ ცხოვრებაში მცირე წინააღმდეგობები გექნებათ. გუნდურ
მუშაობას ალღოს ვერ უღებთ და, შესაბამისად, თქვენს მაქსიმალურ
შესაძლებლობებს ვერ ავლენთ. ასეთ სიტუაციაში თქვენი დაძაბულობა
და უგუნებობა პიკს აღწევს. სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მუშაობის
შანსი არ გექნებათ, ამიტომ ჯობია, განწყობა შეცვალოთ და გუნდურად იმუშაოთ.
პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ძალიან გსიამოვნებთ, როცა პარტნიორი
სიურპრიზებს გიწყობთ. სწორედ ამ პერიოდში მოულოდნელ და
ორიგინალურ საჩუქარს ელოდეთ.


 



კირჩხიბი
ზოგჯერ დასახული მიზნები ისე არ ასრულდება, როგორც ჩაფიქრებული
გქონდათ. ამ კვირის განმავლობაში მწარე იმედგაცურებას იგრძნობთ,
მაგრამ ეცადეთ, მომენტალურად სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ.
თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ასევე დრო
დაუთმეთ ჰობის და მეგობრებს. რადგან თქვენი ნიშანი მარტივად ეშვება
დეპრესიაში, მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ და არ დაყაროთ ფარ–
ხმალი. გახსოვდეთ, ყველაფერი დროებითია და რთული პერიოდიც მალე გაივლის.


 


 


ლომი
თუ დათანხმდებით თქვენი პარტნიორის სურვილს საგაზაფხულო
შვებულების აღებასთან დაკავშირებით და ასევე გაიზიარებთ მის
რომანტიკულ იდეებს, ნამდვილად არ ინანებთ. ეს მოგზაურობა კიდევ
უფრო დაგაახლოვებთ და ერთმანეთის გაცნობის საშუალებას მოგცემთ.
რაც შეეხება კარიერას, რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას
შესაძლოა, შეცდომები მოყვეს, რასაც შემდგომ საკუთარ თავს არ
აპატიებთ. ჯობია ეტაპობრივად შეასრულოთ ყველა დავალება, ვიდრე –
ერთდროულად და ხარვეზებით.


 


 


ქალწული
ფინანსებთან გარკვეული პრობლემები გექნებათ. გადასახადების
დასაფარად, შესაძლოა, სესხის აღებაც დაგჭირდეთ. იყავით გულწრფელი,
როგორც თქვენს კოლეგებთან, ისე პარტნიორთან. გაანდეთ მათ თქვენი
პრობლემა. იქნებ, შეძლონ დახმარება და გამოსავალიც იპოვონ.
თუ პირად ცხოვრებაში ცვლილებები გსურთ, ინტერნეტში დიდი დროის
გატარება სიტუაციას არ შეცვლის. გადით გარეთ, იარეთ სხვადასხვა
ივენთებზე და გაერთეთ. რეალური პარტნიორის შანსი ასე უფრო გამოგიჩნდებათ.


 


 


სასწორი
პირად ურთიერთობაში მცირე დაძაბულობა გელოდებათ. ამის მიზეზი,
თქვენი ან თქვენი პარტიორის კარიერიზმი და უყურადღებობაა, რაც
გამაღიზიანებელი ფაქტორია. ჯობია ამ საკითხზე სერიოზულად
ილაპარაკოთ. საუბრის შემდეგ შესაძლოა, მიხვდეთ, თუ რა დიდი სხვაობაა
თქვენს მოსაზრებებს შორის. ამ ვითარების განსამუხტად, აპრილის
დადგომასთან ერთად, დაგეგმეთ პიკნიკი მასთან და მეგობრებთან ერთად.
დრო მიეცით საკუთარ თავს. დაფიქრიდით რამდენად პერსპექტიულია
თქვენი ურთიერთობა.


 


 


მორიელი
თუ კონკრეტული, წინდაუხედავი და უყურადღებო ადამიანი თქვენს
გაღიზიანებას იწვევს, დროა, ადგილი მიუჩინოთ. მართალია, ამ
ნაბიჯის გადადგმა სტრესული იქნება, თუმცა ბოლოს დამშვიდდებით
და მისგან დაისვენებთ. გაიღრმავეთ ცოდნა. მეტი დრო დაუთმეთ
კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალი საგნების შესწავლას. წარმატების
მიღწევა შეგიძლიათ, რადგან არც ერთ ნიშანს ისე არ სჯერა საკუთარი
შესაძლებლობების, როგორც მორიელს. თავდაჯერებულობა კი წარმატების
საწინდარია.


 


 


მშვილდოსანი
თქვენს მცდელობას, ანაგიში გაუწიოთ პარტნიორს და ბევრ საკითხში
დაუთმოთ, შედეგი არ მოჰყვება, რაც ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავს.
დაფიქრდით ორივე, იქნებ თქვენ შორის ის ქიმია არ არის, რასაც ჭეშმარიტი
სიყვარული ჰქვია. თუ არც ფიზიკური და არც ემოციური კავშირი გაქვთ,
ჯობია, ამ სტრესული ურთიერთობის დასასრულზე იფიქროთ. ამ ნიშნის
ხასიათიდან გამომდინარე, რთულ პერიოდს მალე გადალახავთ.


 


 


თხის რქა
სამსახურში საკუთარი ინტერესები დაცვა მოგიწევთ. წინააღმდეგობას
ყველგან შეხვდებით. მოუსმინეთ სხვებს და შემდეგ თქვენი პოზიცია
არგუმენტირებულად გააცანით. პირად ურთიერთობას რაც შეეხება, აიღეთ
პასუხისმგებლობა თქვენს ქმედებებზე. თუ შეცდომა დაუშვით, აღიარეთ.
შეცდომას ყველა უშვებს, მთავარია, პირობა დადოთ, რომ იმავეს აღარ
გაიმეორებთ. თუ თქვენი ურთიერთობა ძლიერია, ამ ბარიერს გადალახავთ.


 


 


მერწყული
ინტიმურ და ფინანსურ საკითხებზე პარტნიორთან კამათი მოგიწევთ.
დიამეტრალურად საპირისპირო შეხედულებები გაქვთ, რაზეც დროა,
ილაპარაკოთ. თქვენ და თქვენი პარტნიორი დაძაბული ხართ და
წვრილმან საკითხსაც კი მძაფრად აღიქვამთ. გაბრაზებისას საუბარს
მოერიდეთ, შესაძლოა, ისეთი რამ თქვათ, რაც საბოლოოდ დაუსვამს
წერტილს ურთიერთობას და ბოდიშიც მოხდაც არ უშველის. იქნებ ტაიმ–
აუტი აგეღოთ?


 


 


თევზები
თუ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გსურთ, იმ შემოთავაზებას
დათანხმდით, რომელსაც ამ კვირის განმავლობაში მიიღებთ.
შესაძლოა, რუტინული და უხალისო საქმეა, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა
გამოსავალი არ გაქვთ. ფული კი, როგორც ყველას, თქვენც გჭირდებათ.
რეკომენდაციისთვის მეგობრებს მიმართეთ და რჩევები მიიღეთ, ამ გზით
მოტივაცია ცოტა გაიზრდება. გახსოვდეთ, სასურველი საქმის კეთების
შანსი მომავალში აუცილებლად გამოგიჩნდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?