ზოდიაქოს ნიშნები და ამბიციები ( + გიფ გალერეა)

ჰოროსკოპი

11 აპრილი 17:00, 2015 წელი

რომელი ნიშანია ყველაზე მეტად ამბიციური?

ვერძი
გამარჯვებულ აპლუაში ტრიბუნაზე დგომა და ოქროს მედლების შეგროვება ვერძისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანები პირველობისკენ მიილტვიან.  დომინანტობის სურვილი იმდენად მძაფრად ამოძრავებთ, რომ მთასაც კი გადადგამენ და მიზანს მიაღწევენ. 
ვერძს ყველაფერზე და ყველას მიმართ თავისებური შეხედულება აქვს. ყველაფერს თვითონ ჭრის და კერავს. ზოდიაქოს ეს ნიშანი სხვის აზრს უზარმაზარ პატივს სცემს, მაგრამ გადაწყვეტილებას მხოლოდ თვითონ იღებს. ამიტომ შედეგებსაც მარტო მოიმკის. ვერძს უყვარს ახალი იდეები, პროექტები, ცვილებები. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა კარგია, მაგრამ ამავდროულად რთული.





კურო
კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანის ძირითადი მიზანი მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებაა. ამ ნიშანს ამბიცია აქვს, იყოს მდიდარი და იცხოვროს ფუფუნებაში. ფეშენებელური სახლი, ძვირფასი მანქანა, საუკეთესო დასვენება და ზოგადად, ყველაფერი, რაც სიმდიდრეს უკავშირდება, სწორედ კუროს ტვინში ტრიალებს. კუროს თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია მის სიმდიდრესთან. თუ ამ ნიშანმა მიზანი დაისახა, აუცილებლად მიაღწევს. მოქმედებს ნელა და დინჯად. ეს ნიშანი საოცარი სიჯიუტით გამოირჩევა. კუროს დაუძლეველი სიჯიუტე მისი კარიერისთვის და ამბიციებისთვის ერთგვარად ხელსაყრელიც კია.





ტყუპები
ტყუპები ყოველთვის გადაჭარბებით ამბიციურები არ არიან. ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე, ამბიციები და მიზნებიც პერიოდულად ეცვლებათ.  ტყუპების საოცარად მრავალმხრივი ტალანტი მდგომარეობს იმაში, რომ უსაზღვროდ ენერგიულები, კრეატიულები არიან და შეუძლიათ, ერთდროულად 7 საქმეს შეეჭიდონ. ეს თვისებები ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყოველთვის წინა პლანზე აყენებს. ამ ნიშნის მთავარი მიზანია, არასდროს მოიწყინონ. ცვლილებები მათი ცხოვრების ამოსავალი წერტილია.  
თუმცა ეს ნიშანი ზოგჯერ დაბნეული და დეზორიენტირებულია. ფიქრობენ ბევრს, პალაპარკობენ ბევრს და ბოლოს უზარმაზარი ინფორმაციის ზღვაში მყოფებს სწორი გზის პოვნა უჭირთ.



კირჩხიბი
კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანების ამბიცია მათ კარიერულ ზენიტს უკავშირდება.  შრომობენ ბევრს,  ერთდროულად რამდენიმე საქმეს ეჭიდებიან და შედეგად წარმატებულიც ხდებიან. 
დასახულ მიზანს ყოველთვის შემოვლითი გზით აღწევენ. 
კირჩხიბი იმპულსურად არასდროს მოქმედებს და საქმეს ისე არასოდეს წამოიწყებს, სანამ ყველაფერს კარგად არ აწონ-დაწონის. 
კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანი იშვიათად რისკავს, რადგან წაგების შემთხვევაში ღრმა პესიმიზმი ეუფლება და ამ მდგომარეობიდან დიდხანს ვერ გამოდის. ეს ნიშანი აგრესიული იშვიათად არის. დაპირისპირებას გაურბიან. უსაფრთხოების განცდა ჰაერივით სჭირდებათ.





ლომი
ლომი, ვერძის მსგავსად, დომინანტობის და პირველობის ამბიციით გამოირჩევა. ნებისმიერ მსხვილმან თუ წვრილმან საქმეში ლომის ნიშნით დაბადებულ ადამიანს სურს, იყოს პირველი და მისაბაძი. ეს ნიშანი უნდა გრძნობდეს, რომ მას ენდობიან და მისი დახმარება სჭირდებათ. დახმარების ხელს ლომი ყოველთვის გამოგიწვდით. 
ასევე, ამ ნიშნის მიზანია იყოს მატერიალურად კარგ მდგომარეობაში. ფუფუნებაში ცხოვრება კუროს მსგავსად, ლომსაც გამორჩეულად უყვარს. ლომები გამოირჩევიან ურყევი ხასიათით და მზად არიან დიდ რისკზე წავიდნენ. თუ საჭიროა, ავანტიურაზეც არ იტყვიან უარს.



 


სასწორი
სასწორის ამბიციაა, იყოს სრულყოფილი ყველაფერში, რასაც აკეთებს. 
ამ ნიშნისთვის ესთეტიკა ამოსავალი წერტილია.  უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს წვრილმან დეტალებსაც კი. 
სასწორს ადამიანები უყვარს, მაგრამ ბრბოს ვერ იტანს. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არც ერთი ისეთი დადებითი თვისება არ გააჩნიათ, რომელიც უარყოფითს არ უწონასწორდებოდეს, და პირიქით. უყვართ რჩევის მიცემა და დახმარება. ამ ადამიანისგან ყოველთვის უამრავ უფასო რჩევას მიიღებთ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. იგი ყველა პრობლემას გადაგიჭრით გარდა ერთისა – თქვენი ურთიერთობისა. სასწორს ყველაფრის რაციონალიზება სჩვევია და ამან შესაძლოა ჭკუიდან გადაგიყვანოთ.





ქალწული
ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანების ამბიციაა კარიერული წინსვლა და სახელის მოხვეჭა. ამ მიზნის მისაღწევად დღე და ღამეს ასწორებენ და ნაყოფიერად შრომობენ.  პატივმოყვარე და ამაყები არიან, თუმცა ეს ხშირად შეუმჩნეველია. დიდი ნებისყოფის გამო, როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, შეუძლიათ ემოციების არსებობა საერთოდ დაივიწყონ. ქალწულები მუშაობის დროს შორსმჭვრეტელი და ჯიუტები არიან.
მათი მიზანია, საზოგადოებაში იყონ შესანიშნავი, გამორჩეული, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად. განსაკუთრებით - ინტელექტუალურად. ქალწულის ნიშნის წარმომადგენლები დეტალებზე სრულყოფილებას ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას.





მორიელი
დიდებისა და სახელის მოხვეჭა მორიელის მიზანი და ამბიცია ნამდვილად არ არის. ამ ნიშნის მთავარი მიზანია გავლენისა და კონტროლის მოპოვება გარშემომყოფებზე. ნებისმიერ როლს ითამაშებენ ცხოვრებაში - მთავარია, ეს როლი ძალაუფლებას ფლობდეს. 
მორიელი მოხერხებული გამომძიებელია, საიდუმლოებების გახსნა კარგად გამოსდის. ამ ნიშანს, თავსი სიბრძნისეული სიღრმით, სხვებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. მორიელებს განსაკუთრებულად ძლიერი ნებისყოფა გაქვთ, მიილტვით დასახული მიზნისკენ, შეპყრობილი არიან საკუთარი იდეებით და სურვილებს შემართებით, დაჟინებით და თავდაჯერებით ისრულებენ. 
მორიელი თავის თავს იწვევს ბრძოლის ველზე, შეუძლებელი რომ შეაძლებინოს და გამოსცადოს.





მშვილდოსანი
ამ ცეცხლოვანი ნიშნის ამბიციაა, იყოს გამარჯვებული ყველაფერში. დასახული მიზნის მისაღწევად არაფერს დაიშურებენ.  
მათ აქვთ უამრავი ერთდროულად მიმდინარე პროექტი, თუმცა როდის დაასრულებენ დაწყებულ საქმეს, არავინ იცის. 
ძალიან ბევრი რამის გაკეთება და მოსწრება უნდათ ერთდროულად, თუმცა სიჩქარე ხშირად ნეგატიურად აისახება მათ მიზნებზე. 
ურჩევნია, ჰქონდეს ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მისთვის საინტერესო, მნიშვნელოვანი და საჭიროა. კომუნიკაციას ამყარებს იმასთან, ვისაც ძალიან მაღალ დონეზე აფასებს. ეს ნიშანი წარმოუდგენლად აბსტრაქტულია, ამიტომ ლოგიკური პიროვნებისთვის რთულია მისი გაგება. 





თხის რქა
ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კარიერისტი სწორედ თხის რქაა. 
ამ ნიშნის ამბიციაა იყოს წარმატებული თავის საქმეში. 
ამ სურვილის შესასრულებლად შეუძლია, ყველაზე გვიან გამოვიდეს სამსახურიდან და სახლში მისულმა კვლავ გააგრძელოს მუშაობა. 
არის ზომიერი და შორსმჭვრეტელი. ყოველთვის ზუსტად აქვს დასახული რა სურს და როგორ მიაღწიოს სასურველს.
ამ ნიშნის წარმომადგენლები არ ჯერდებიან მიღწეულს და უყვართ თავდაუზოგავი შრომა. მათი სურვილები ძლიერია, მაგრამ უმეტესად მატერიალურ სურვილებს ეხება. თხის რქას რეალისტური დამოკიდებულება აქვს საქმეზე და საკუთარ პოტენციალზეც.



 


მერწყული
დაუსრულებელი აპლოდისმენტების მოსმენა და გამარჯვებულის აპლუაში ყოფნა მერწყულის ამბიცია ნამდვილად არ არის. ამ ნიშანს
ურჩევნია, იყოს წარმატებული თავის საქმეში და მშვიდად იცხოვროს თავის გზაზე. 
ასევე მერწყულისთვის მნიშვნელოვანია, გარშემომყოფთა იმედი გაამართლოს და ზედმეტი პომპეზურობისა და ჩინ–მედლების გარეშე ყველას დაუმტკიცოს, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია.
ამ ნიშანს მიდრეკილება აქვს პარადოქსული აზროვნებისკენ, გადახვევებისკენ და საკუთარი აზრების ცვლილებებისკენ. მერწყულისთვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.





თევზები
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანის ამბიციაა, უყვარდეს ყველას. სიყვარულის და პატივისცემის ზენიტში ყოფნა მათ ჰაერივით სჭირდებათ. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ჰუმანური, ემოციური, შემოქმედებითი, გულჩვილი, კაცთმოყვარე ნიშანი სიყვარულის მოპოვებისთვის იბრძვის. 
ამავდროულად თევზები მერყევი, ინფანტილური, აპათიური ხალხია. 
ხშირად სტანჯავთ დეპრესია და მომავლის მიმართ ათასგვარი გაუცნობიერებელი შიშები. ეს ნიშანი დაჯილდოებულია ძლიერი ინტუიციის გრძნობით, ზოგიერთი მათგანი ტელეპატიური ხედვის უნარითაც კი.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?