13 - 19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

13 აპრილი 02:00, 2015 წელი

ეს პერიოდი განსაკუთრებული წარმატების საწინდარია რამდენიმე ნიშნისთვის.

ვერძი
ეს პერიოდი სწავლა – განათლების ასამაღლებლად გამოიყენეთ. შეისწავლეთ საინტერესო ფაქტები და აითვისეთ ახალი უნარები. გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა. თქვენს სანაცნობო წრეში კონკრეტული პიროვნება, რომელიც ექსპერტის რანგშია ცნობილი, ამ კვირის განმავლობაში გამოაშკარავდება, როგორც თაღლითი. ყოველთვის გადაამოწმეთ ფაქტები, რადგან შეიძლება, არასწორმა ინფორმაციამ იმიჯი შეგილახოთ. ამ პერიოდში, სამსახურში საკუთარი ინტერესების დაცვა რქებით მოიწევთ. მალე მიხვდებით, თუ რაოდენ საჭირო იყო თქვენი მხრიდან გამაფრთხილებელი ზომების მიღება.



 


კურო


ასტროლოგები ამ კვირის განმავლობაში გირჩევენ, ფინანსური საქმეებში აქტიური როლი ითამაშოთ. ეს პერიოდი წარმატების საწინდარია. ნურც რისკის შეგეშინდებათ. თუ ისეთ ადამიანთან ცხოვრობთ, რომელიც ფულს არამიზნობრივად ხარჯავს, ჯობია, თადარიგი ახლავე დაიჭიროთ. გადაამოწმეთ, არის თუ არა თქვენი საბანკო ანგარიშები დაცული. თუ ეჭვი გაგიჩნდათ, აუცილებლად შეცვალეთ საკრედიტო ბარათის პაროლი.  
თუ ვალი გაქვთ და ჯერჯერობით ვერ იხდით, ნუ ინერვიულებთ – მალე თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება.


 


 


ტყუპები
ამ კვირის განმავლობაში ენერგიის მოზღავებას იგრძნობთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, არ გადაიწვათ. სამსახურში თავი დაიჭირეთ იმ ადამიანისგან, რომელიც ცდილობს, თავს მოგახვიოთ თავისი აზრები. თქვენთვის მთავარია, დაწყებულ საქმეს არ ჩამოგაშორონ. დაანახეთ უფროსს თქვენი ენთუზიაზმი.  რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენი პარტნიორი უკმაყოფილებას გამოხატავს, რადგან  საკმარის ყურადღებას და სითბოს არ იჩენთ მის მიმართ.  მხოლოდ ფეისბუქით ადამიანების მოკითხვა საკმარისი არ არის. მეგობრებს თქვენი ნახვა და თქვენთან საუბარი სურთ. გამონახეთ დრო და დაგეგმეთ სასიამოვნო საღამო.


 



კირჩხიბი

რომანტიკულ ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თქვენ გსურთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ პარტნიორსაც გაუწევთ ანგარიშს და ორივესთვის სასარგებლო დასკვნას გამოიტანთ. ამ კვირის განმავლობაში არც ისე ჯანსაღი აზრები გიტრიალებთ თავში. შესაძლოა, მეგობრის გასაღიზიანებლად მორიგი არასერიოზული პაემანი დანიშნოთ. თუმცა ბოლოს მიხვდებით, რომ ტყუილად გაისარჯეთ. მიხედეთ კარიერას და აიმაღლეთ კვალიფიკაცია. თუ სწავლა საქართველოს ფარგლებს გარეთ გსურთ, მოძებნეთ სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსები და აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა.


 


 


ლომი
მიყევით კარიერულ გეგმებს. შესაძლოა, საოცნებო სამსახურს ჯერჯერობით ვერ პოულობთ, თუმცა ნებისყოფას თუ მოუხმობთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაიფიქრეთ. 
თუ ვინმე გაკრიტიკებთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მისი კრიტიკა ეჭვიანობიდან გამომდინარეობს. ახალ გამოწვევებს თუ დათანხმდებით, მით უფრო ამაღლდებით გარემომყოფების თვალში. თქვნთვის სოციალური სტატუსი ერთ–ერთი აუცილებელი ფაქტორია თავდაჯერებულობისთვის. ცხოვრების პარტნიორი, რომელიც ცდილობს, თქვენი ცხოვრება წარმართოს, მალე მიხვდება, რომ თქვენთან ურთიერთობისას დომინანტის როლს ვერასდროს მოირგებს.


 


 


ქალწული
ამ კვირის  განმავლობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. თქვენი პარტნიორი არანაირ ინტერესს არ გამოხატავს, რათა დასაქმდეს და იშრომოს. ეს ფაქტორი იმდენად მიუღებელია თქვენთვის, რომ შესაძლოა, ურთიერთობის დასასრულზე იფიქროთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა დანარჩენ საკითხებში იდეალურად უგებთ მას, ეს ფაქტორი ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ასევე გაღიზიანებთ მეგობრის მხრიდან ფულის უყაირათო ხარჯვა, რადგან თქვენ კარგად იცით, რომ ფული ხეზე არ იზრდება. დაელაპარაკეთ მეგობარს, სანამ ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილა.


 


 


სასწორი
ამ კვირის განმავლობაში შრომისმოყვარეობა და სიბეჯითე ბონუსს ან პრიზს მოგიტანთ. ძალიან ამაყად იგრძნობთ თავს, როცა თავს დაფასებულად იგრძნობთ. იფიქრეთ ახალ მიზნებზე. ამ პერიოდში ბიზნესის წამოწყებაც წარმატებული იქნება. თუ უფრო მეტს მოინდომებთ, წინ სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ პირად ცხოვრებას და პარტნიორის გრძნობებს ყოველთვის ითვალისწინებთ. თუმცა ამ ყველაფრის სანაცვლოდ, შესაძლოა, რადიკალურად საპირისპირო შეფასებები მიიღოთ, რაც მასთან ურთიერთობაზე ცუდ გავლენას მოახდენს.


 


 


მორიელი
მეგობრის ეჭვიანობა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ თქვენ შესახებ არასწორ, დამახინჯებულ შეფასებებს აკეთებს. კარგი იქნება, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ისეთ მსჯელობას, რომელიც ობიექტურობას მოკლებულია. მოემზადეთ პირად ურთიერთობებში ცვლილებებისთვის. მეგობრულ ურთიერთობებს მცირე კორექცია სჭირდება. ამ კვირის განმავლობაში რთული დილემის წინაშე დადგებით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას,  პარტნიორი დაგეხმარებათ პრობლემების დაძლევაში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს და მას კიდევ უფრო დააფასებთ მხარდაჭერისთვის. თქვენი  განტვირთვის საუკეთესო საშუალება საყვარელ ადამიანთან დროის გატარებაა.


 


 


მშვილდოსანი
კონკრეტული პიროვნება, რომელიც თქვენთვის ბევრს ნიშნავს, განსხვავებულ ადამიანად მიგიჩნევთ, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხვდებით, რა განაპირობებს ამ განსხვავებულობას. ადამიანების ემოციების გაგება სწორად შეგიძლიათ, ამიტომაც ბევრ ადამიანს სურს, გული გადაგიშალოთ, რადგან თქვენგან ყოველთვის სწორი იმპულსი მოდის. თქვენი სამეგობრო წრე დღითიდღე იზრდება და მრავალფეროვნდება.
სასურველი კოლეგა ხართ სამსახურშიც, კოლეგების დაფასებას ამ კვირის განმავლობაში განსაკუთრებულად იგრძნობთ. მხიარული ადამიანი ყველას უყვარს.


 


 


თხის რქა
ამ კვირის განმავლობაში თქვენ კარიერულ გზაზე  პოზიტიური მოვლენები მოსალოდნელი არ არის. მცირე ბარიერებმა ფარხმალი არ დაგაყრევინოთ. სახლში მეტი დროის გატარება სასარგებლო იქნება. თქვენი პარტნიორი, რომელიც გიმოწმებთ ტელეფონს და მესიჯებს, გაგაღიზიანებთ და შესაძლოა, მასთან კამათიც მოგივიდეთ. თქვენთვის ნდობა უმნიშვნელოვანესია.
ხშირად ცვალეთ პაროლი. ეჭვიანობის ნიადაგზე შესაძლოა, თქვენი სოციალური ქსელი ვინმემ გატეხოთ და დაბლოკოს.


 


 


მერწყული
ამ კვირის განმავლობაში კარგი იქნება, თუ მეგობრებსა და კოლეგებს სახლში დაპატიჟებთ და საღამოს სასიამოვნოდ გაატარებთ. როგორც ჩანს, დაგეგმილი გაქვთ, კონკრეტულ პიროვნებებს სიურპრიზი მოუწყოთ და გაახაროთ.
ეს ჩანაფიქრი აუცილებლად დაგიფასდებათ.  თქვენ ძალიან გახარებთ ის ფაქტი, რომ სხვების დახმარება და გაბედნიერება შეგიძლიათ. სხვაზე ზრუნვის პარალელურად, ყურდღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. დრო გამოყავით სპორტისთვის, ასევე კითხვისთვის და დამამშვიდებელი მუსიკის მოსმენისთვის.


 


 


თევზები
თუ საცხოვრებელი ადგილის შეცლა გადაწყვიტეთ, ჯობია, არ აჩქარდეთ.
ის ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას განაპირობებს, მალე მოგვარდება. არასასიამოვნო ფაქტორები, რაც სახლში დისკომფორტს გიქმნით, ეტაპობრივად შეიცვლება. კარგი იქნება, თუ ფულს არა ახალი საცხოვრებლის ქირაში გადაიხდით, არამედ საგანმანათლებლო კუთხით მოიხმართ. საბედნიეროდ, უნარი გაქვთ, ადვილად აითვისოთ ახალი საგნები და ინფორმაცია. ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში ქარიზმატული ადამიანი გამოჩნდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?