14-20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

14 დეკემბერი 00:05, 2015 წელი

საქმიან პარტნიორებთან და ახლობლებთან კამათს ცუდი შედეგი მოჰყვება. მიუხედავად ბევრი საქმისა, აუცილებლად დაიტოვეთ დრო პირადი ურთიერთობებისთვის. 


ვერძი

საქმიანი ურთიერთობებისას თავი შეიკავეთ ძალდატანებისგან და გაითვალისწინეთ სხვების აზრიც. რისკი ამ პერიოდში გაუმართლებელია, რადგან მაღალია დანაკარგებიის ალბათობა. ეს კარგი დროა დასვენებისა და ინტელექტუალური განვითარებისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებლად დაიტოვეთ თუნდაც მცირე დრო პირადი ცხოვრებისა და ურთიერთობებისთვის, რათა არ გაანაწყენოთ საყვარელი ადამიანი. ერიდეთ შორეულ მოგზაურობას და შემთხვევით ნაცნობობას.


 


 



კურო

ამ პერიოდში დახარჯულმა შრომამ, შესაძლოა, მოგება ვერ მოგიტანოთ, თუმცა ახლო მომავალში წარმატებას მოგიტანთ სულ სხვა, მასზე დამოკიდებული საქმე. გარშემომყოფთა მიმართ ნდობა შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს. საქმეების სიუხვის მიუხედავად, აუცილებლად შეხვდით მეგობრებს და დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებებს. პირადი ურთიერთობების ცვლილების გამო, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს გარკვეულ დათმობებზე წასვლა და ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა. მოგზაურობა კი უმჯობესია სხვა დროისთვის გადადოთ.


 


 



ტყუპები

ნუ გარისკავთ და მეტად ენდეთ ინტუიციას. ჯგუფურად მუშაობა მეტად მომგებიანი იქნება. საქმეებში გამოიყენეთ ახალი ტექნოლოგიები. საქმიან პარტნიორებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კამათს ცუდი შედეგი მოჰყვება და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ. არ გირჩევთ მძიმე ფიზიკურ შრომას, რადგან დიდია ტრავმების ალბათობა. სასიყვარულო კავშირი კი შესაძლოა, ეჭვიანობის ნიადაგზე გართულდეს. მოგზაურობისას ბევრ შთაბეჭდილებას მიიღებთ. უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ჯანმრთელობის საკითხებს.


 


 



კირჩხიბი

არსებულ მდგომარეობაზე დაფიქრებისას, სურვილის მიუხედავად, ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. მეტ ყურადღებას მოითხოვს საბუთებისა და ოფიციალური დოკუმენტების შევსება. ინტუიციაზე დაყრდნობით გაგიადვილდებათ სწორი არჩევანის გაკეთება. პარტნიორულ და სასიყვარულო ურთიერთობებში უნდა ისწავლოთ წონასწორობის და ჰარმონიული მდგომარეობის შენარჩუნება, სხვისი რჩევების გათვალისწინება. მოერიდეთ მოგზაურობას და პროვოკაციებს. ნუ გარისკავთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.


 


 



ლომი

მნიშვნელოვანი პერიოდია, ამიტომ ეცადეთ, დინჯად და მიზანმიმართულად გაატაროთ. ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ, რათა გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ ადრე დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებაში. საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვეთ მეგობრებს. რომანტიკულ ურთიერთობებში შესაძლოა, გაჩნდეს არასასიამოვნო შეგრძნება, რაც გაზრდის შინაგან დაძაბულობას. შორეული მოგზაურობისგან დროებით თავი შეიკავეთ.


 


 



ქალწული

რაც არ უნდა არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან მოისმინოთ თქვენს მიმართ კრიტიკული სიტყვები, ეცადეთ, ჯიბრში არავის ჩაუდგეთ და არ დაიწყოთ პაექრობა. ნუ ანდობთ მნიშვნელოვან საქმეებს უცნობებს და ყურადღებით გადაამოწმეთ საბუთები. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს. ასევე, სიფრთხილეა საჭირო გზებზე ან მოგზაურობისას, რადგან მაღალია ავარიების ალბათობა.


 


 



სასწორი

დაქვეითებული ენერგიის ფონზე, ეცადეთ, მშვიდად იმოქმედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მოქმედებები გარშემომყოფებზე გამაოგნებლად იმოქმედებს. მათი მხრიდან წინააღმდეგობა კი თქვენში აგრესიას გამოიწვევს. მეგობრული შეხვედრები ხელს შეგიშლით საქმეების დროულად წარმართვაში და დასრულებაში. სიფრთხილე გმართებთ მოგზაურობისას, გადაადგილებისას და ხელსაქმის შესრულებისას, რადგან მაღალია ტრავმების მიღების ალბათობა.


 


 



მორიელი

გაიზრდება თქვენი როლი ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების და ნათესავების ცხოვრებაში. ამიტომ, მოგიწევთ ერთდროულად არაერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შერულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას და გააკონტროლეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. სამსახურში დაწყებულმა ფლირტმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არსებულ ურთიერთობას. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან ენერგიის დაქვეითება, შესაძლოა, ცუდად აისახოს თქვენს ორგანიზმზე.


 


 



მშვილდოსანი

საქმეები დამღლელი და მომაბეზრებელი მოგეჩვენებათ. შესაძლოა, შემოგთავაზონ ახალი სამსახური ან დამატებითი საქმე. ნუ გარისკავთ და მაქსიმალურად ერიდეთ პროვოკაციებს. დაუჯერეთ გამოცდილ ადამიანებს. გაუაზრებლად ნურაფერს მოიმოქმედებთ. სასიყვარულო ურთიერთობა ფარული ან საიდუმლო ხასიათის იქნება. ოჯახის წევრებთან მოგიწევთ ხშირი კამათი, რაც თქვენი მხრიდან მეტ მოთმინებას მოითხოვს, რათა არ გაამწვავოთ ურთიერთობა და დაზოგოთ ენერგია.


 


 



თხის რქა

მძიმედ შეეგუებით აკრძალვებს და შეზღუდვებს, მაგრამ გარკვეული სიძნელეების გადალახვისას შეძლებთ ჩანაფიქრების განხორციელებას და მიზნის მიღწევას. შესაძლოა, დახმარების გაწევა დასჭირდეთ მშობლებს. მოგზაურობისა და გადაადგილებებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა შემთხვევით არ დაშავდეთ. სასიყვარულო ურთიერთობა კი ჯერ ძალიან სუსტია, ამიტომ სჯობს, უარი თქვათ რადიკალურ ზომებზე და მეტი ყურაღება გაოიჩინოთ რჩეულის მიმართ.


 


 



მერწყული

პრაქტიკული მოქმედებებისა და საჭირო კავშირების დამყარებისას ადვილად დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ფინანსურ საბუთაებზე, მონაცემების სისწორესა და უსაფრთხოებაზე, რადგან მათით შეიძლება დაინტერესდნენ როგორც სამართალდამცავი და საგადასახადო, ისე კრიმინალური წრეების წარმომადგენლები. პირად და საქორწინო ურთიერთობები ეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნი. მოგზაურობა კი არ არის რეკომენდებული.


 



თევზები

დაასრულეთ ძველი საქმეები და მოემზადეთ ახალი დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად, რომელთა შესრულება დამოუკიდებლად მოგიწევთ. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული ვალების და კრედიტების აღება, რაიმე დაპირების მიცემა და ახალი საქმის დაწყება. სიჯიუტე და ეჭვიანობა პირადი ურთიერთობების ჰარმონიას დაარღვევს და შესაძლოა, დიდი გაუგებრობა გამოიწვიოს. შორეულ მოგზაურობას მოერიდეთ და ეცადეთ, ხშირად დაისვენოთ ბუნებაში, რათა ენერგია აღიდგინოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?