21-27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

21 დეკემბერი 00:05, 2015 წელი

კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად.


ვერძი

საქმიანი პარტნიორების დახმარებით, არამარტო ახალ კავშირებს დაამყარებთ, არამედ შეძლებთ შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას და ამით წარმატების ახალ გზებსაც გამონახავთ. კარგი დროა ადრე დაწყებული საქმეების დასასრულებლად. სითბოსა და მზრუნველობას იგრძნობთ ოჯახის წევრების მხრიდან, რაც მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. კარგი დროა ხანმოკლე და ახლო მოგზაურობებისთვის. იყავით ფრთხილი, რადგან ენერგიის ნაკლებობა არაერთ პრობლემას შეგიქმნით, როგორც პირად, ასევე კარიერულ საქმეებში.


 


 



კურო

შემოქმედებითი მიდგომა და შინაგანი ძალა დაგეხმარებათ გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან კონტაქტის დამყარებაში. თქვენი ნიჭის და შესაძლებლობების დემონსტრირება პოპულარულობას მოგიტანთ და ავტორიტეტს აგიმაღლებთ. კარგი დროა ძველი საქმეების დასასურლებლად და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად. კარიერაში წინსვლისთვის შესაძლოა, აუცილებელი გახდეს ცოდნის გაღრმავება. ეს დრო ხელს უწყობს შორეულ მოგზაურობას და უცხოელებთან კონტაქტს.


 


 



ტყუპები

საზოგადოებრივი სტატუსის შესანარჩუნებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული კავშირების გაწყვეტა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა. დაღლილობის შეგრძნება გარემოს გამოცვლისა და მძაფრი, სამახსოვრო თავგადასავლების სურვილს გაგიჩენთ. არ გირჩევთ აზარტულ თმაშებს, რისკს და ფინანსურ ავანტიურებში ჩაბმას, რადგან ეს საკმაოდ დაგაზარალებთ და შესაძლოა, დიდი პრობლემები შეგიქმნათ. გაიზრდება ახალი სასიყვარულო კავშირების დამყარების სურვილიც, რაც თქვენში ვნებას და რომანტიზმს გააღვიძებს.


 


 



კირჩხიბი

შეუზღუდავი თავისუფლების მოთხოვნა კრიზისულ მდგომარეობას გამოიწვევს. ეს კარგი დროა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად. ენერგიის ნაკლებობის მიუხედავად, თავს ძალა დაატანეთ, რათა დასახული მიზნისკენ სვლა არ შეანელოთ. ეცადეთ, მშობლებთან ჰარმონიული ურთიერთობა შეინარჩუნოთ. ასევე, გაუფრთხილდით ურთიერთობებს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთანაც. დიდი შანსია, ამ პერიოდში გამოჩნდეს ადამიანი, ვისთანაც ხანგრძლივი სასიყვარულო გრძნობა გაგიჩნდებათ.


 


 



ლომი

ეს დრო ხელს უწყობს პოპულარულობის და ავტორიტეტის ამაღლებას. ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების და ილუზიების გარეშე დაიწყეთ მომავალი წლის დაგეგმვა. საქმსახურის საქმეებში ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ სირთულეს. გაიზრდება მოგზაურობების, კონტაქტების, საქმიანი შეხვედრების და გადაადგილებების რაოდენობა. ეს დრო კარგია მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების დასადებად. სასიყვარულო ან საქორწინო პარტნიორთან კი იყავით მეტად გულახდილი და დაელოდეთ მისგან სიურპრიზს, რომელიც ძალიან გაგახარებთ.


 


 



ქალწული

ჩვეულ სამუშაო რიტმს დაარღვევს მოულოდნელი მოვლენები. წინასწარ დაალაგეთ გეგმები და მშვიდად იმოქმედეთ, რათა მოასწროთ ჩანაფიქრების განხორციელება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ხშირი დასვენება და სრულფასოვანი ძილი. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა შეცვალოთ არსებული მდგომარეობა. გაგიჭირდებათ მარტოობის გრძნობის დამოუკიდებლად გადალახვა, ამიტომ დახმარებისთვის მიმართეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.


 


 



სასწორი

ოცნებების განხორციელებლად დროა, გადახედოთ თქვენს სურვილებს და გეგმებს, მაგრამ ეცადეთ სხვა ადამიანებს არ შეუქმნათ პრობლემები და არ მიაყენოთ ზიანი. გამოიყენეთ პირადი მომხიბვლელობა და დაამყარეთ თქვენთვის აუცილებელი კავშირები. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებში სიმშვიდე დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. მოგზაურობებმა კი შესაძლოა, გადაგღალოთ, თუმცა ბევრი ახალი ემოცია შეგძინოთ და გაგახალისოთ.


 


 



მორიელი

გაგიადვილდებათ თქვენი ძირითადი პრობლემების არამარტო გამორჩევა, არამედ მათი მიზეზების გაანალიზებაც და გადაჭრის გზების დანახვაც. შესაძლოა, დაფიქრდეთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე. საოჯახო და საქორწინო ურთიერთობებში აუცილებლად დროულად გააცანით ყველას თქვენი პრეტენზიები და სურვილები. საეჭვო კავშირებს ერიდეთ, რათა არავინ მოგატყუოთ. დაღლილობის შეგრძნებისას რიგიანად გამოიძნეთ, რათა აღიდგინოთ ენერგეტიკული ბალანსი.


 


 



მშვილდოსანი

დასახული მიზნის მისაღწევად მთელი თქვენი ენერგიის კონცენტრირებაა აუცილებელი. თუ გაითვალისწინებთ საქმიანი პარტნიორების რჩევებს და სურვილებს, სასიკეთოდ დასრულდება ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა, გაიზარდოს შემოსავალიც. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობები დიდ სულიერ სიმშვიდეს გპირდებათ. მიუხედავად ამისა, მეტი ყურადღებაა საჭირო ჯანმრთელობის მიმართ, რადგან მკურნალობის მეთოდზე იქნება დამოკიდებული სწრაფი გამოჯანმრთელება.


 


 



თხის რქა

სხვა ქალაქიდან ან უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლოა, სრულიად შეცვალოთ ცხოვრების მიზნები და სტილი. გაგიადვილდებათ თამამი გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა, გამოიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი ან სახლში მიიღოთ ბევრი სტუმარი, თუმცა ბევრ ხალხთან ურთიერთობა დაგირღვევთ სიმყუდროვეს. საყვარელ ადამიანს თუ დროულად არ გააგებინებთ თქვენი გრძნობების შესახებ, შესაძლოა, მან სხვა ადამიანზე გააკეთოს არჩევანი.


 


 



მერწყული

ძალიან მობილიზებული იქნებით. მიზანდასახხულობა კი ხელს შეგიწყობთ იდეების ჩამოყალიბებასა და მათ რეალიზებაში. ინტუიცია დაგეხმარებათ, ამოიცნოთ ყველა არაკეთილმოსურნე და აარიდოთ თავი მათთან ურთიერთობას. ეცადეთ, არ მიიღოთ მძიმე საკვები და არ გადაღალოთ ორგანიზმი მძიმე ფიზიკური შრომით. კარგია ქალაქგარეთ გამგზავრება და მშვიდი დასვენება. თავი შეიკავეთ რჩეულთან ან მეუღლესთან სერიოზული ჩხუბისგან, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის მყარი მდგომარეობა და სტაბილური ურთიერთობა.


 


 



თევზები

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. გაგიადვილდებათ დასახული მიზნების მიღწევა. ენთუზიაზმი, კონტაქტურობა, მოგზაურობა და ხშირი გადაადგილებები არაერთი საქმის სწრაფ დასრულებაში დაგეხმარებათ. კარგი დროა სწავლისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად და მოგზაურობისთვის. ახალი ნივთების შეძენა სახალისო იქნება თქვენთვის. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას გააკონტროლეთ ემოციები, რათა არ გაგიფუჭდეთ განწყობა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?