რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან მეოჯახე მამაკაცები?

ჰოროსკოპი

30 იანვარი 18:00, 2016 წელი

იდეალური მამაკაცი არ არსებობს, რადგან იდეალური არც ქალი არსებობს, მაგრამ ყველაზე მთავარია ის, რომ ყოველ ჩვენგანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი. თუ დააკვირდებით, რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან გარკვეული ხასიათის მამაკაცები, არ გაგიჭირდებათ მათი გაგება.


ვერძი

მამაკაცი ვერძი ცოლს აღმერთებს. არასდროს აკრიტიკებს სახალხოდ. უყვარს ოჯახური სიმყუდროვე და მზრუნველობა, მაგრამ, ამასთანავე, შეუძლია, იყოს უპასუხისმგებლო, უყვარს თავზეხელაღებული გართობა და დროსტარება. სახლში მისი დაჭერა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, თუ თქვენ ქმრად ვერძი აირჩიეთ, მზად იყავით ექსტრემალური დასვენებისა და ხშირი თავყრილობებისთვის.


 



კურო

მამაკაცი კურო იდეალური ქმარი და შესანიშნავი მეოჯახეა. ვნებიანი, ყურადღებიანი, მზრუნველი და ძალიან ტემპერამენტიანია და ამასვე მოითხოვს მეუღლისგანაც. ყველაფერს აზვიადებს და ყოველთვის იმის ეჭვი აქვს, რომ რაღაცაში ადანაშაულებენ. ხშირად მოეფერეთ და გაახარეთ თბილი სიტყვებით.


 


 



ტყუპები

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებში გაერთიანებულია ინტელექტი, დიპლომატია, ტაქტი  და მომხიბვლელობა. უყვართ სიმყუდროვე და ყველანაირად ცდილობენ, ასეთი ბუდე მოიწყონ, სადაც საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდად იგრძნობენ თავს. მათთვის ძვირფასია ოჯახი. მტკივნეულად განიცდიან ცოლის მხრიდან კრიტიკას.


 


 



კირჩხიბი

იმ ქალებისთვის, ვისაც სახლში ჯდომა უყვარს, ასეთი ქმარი იდეალურია. კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი მეოჯახე, სამაგალითო, რბილი ხასიათის და კეთილია. აფასებს ცოლის კულინარიულ შედევრებსა და მზრუნველობას. მამაკაცი კირჩხიბი გვიან ქორწინდება, რადგან ძალიან მიჯაჭვულია დედაზე და მის გემოვნებას ეყრდნობა. ამიტომ, თუ მის გვერდით ცხოვრებას გადაწყვეტთ, დედამთილის აზრიც უნდა გაითვალისწინოთ.


 


 



ლომი

ძალიან ეჭვიანია, თუმცა საკმაოდ მომთმენი და თავშეკავებული. ლომებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, საზოგადოება და ელიტური საღამოები. ამიტომაც ქალებს, რომელთაც ოჯახური სიმყუდროვე ყველაფერს ურჩევნიათ, ქმრად ლომი ნაკლებად გამოადგებათ. ლომი მამაკაცი ფუფუნებას აღმერთებს და მისთვის ყველაზე მთავარი ოჯახური კომფორტია.


 


 



ქალწული

ქმარ ქალწულს ავადმყოფურად უყვარს სისუფთავე. ამიტომ, ცოლს უფლებას არ მისცემს, სახლში მოუწესრიგებლად იყოს რაიმე. მისი პედანტურობა საკუთარ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ ზრუნვაშიც გამოიხატება. თუ მზად ხართ, მთელი ცხოვრება სახლის ლაგებასა და საყვარელ ქმარზე ზრუნვას შეალიოთ, აირჩიეთ ცხოვრების მეგზურად მამაკაცი-ქალწული.


 


 



სასწორი

მამაკაც სასწორებს ძალიან უყვართ თავისუფლება, თუმცა სასიყვარულო სარბიელზე ისინი შეუდარებლები არიან. უბრალოდ, სასწორები ძალიან უფრთხილდებიან საკუთარ თავისუფლებას. ისინი მომხიბვლელები არიან, ინტელექტუალები და კონტაქტურები. ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან მომთხოვნები არიან, უყვართ სიმშვიდე და ის, რომ მათზე განსაკუთრებით ზრუნავენ.


 


 


მორიელი
მორიელის ნიშნით დაბადებული მამაკაცი ნამდვილი პროფესიონალია სასიყვარულო ურთიერთობებში და ამავდროულად, სექსშიც. ვნებიანია და დინამიკური, ერთდროულად მიმზიდველიც და უკარებაც. მისთვის უცხოა მსუბუქი ფლირტი და არ უყვარს ადვილად ხელმისაწვდომი ქალი. მან უნდა მოიპოვოს, დაიპყროს. ის ყველა რომანს მთელი სულითა და გულით ეპყრობა. ბედნიერი იქნება იმ ქალთან, ვინც გულწრფელი, ალალი და სუფთა იქნება ურთიერთობებში. ტყუილს, როგორც წესი, მორიელი არ პატიობს. ბუნებით მორიელი ქმარი ყოველთვის მესაკუთრეა და, ამასთანავე, ეჭვიანი.


 



მშვილდოსანი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ხშირად ბერბიჭებად რჩებიან, რადგან ოჯახს ისინი, როგორც წესი, კარიერას არჩევენ. ამიტომაც, თუ მეორე ნახევრად მაინცდამაინც მშვილდოსანი აირჩიეთ, მიეცით მას მაქსიმალური თავისუფლება და ეცადეთ, გაიზიაროთ მისი ინტერესები. ასევე, ხშირად დაინტერესდით მისი პროფესიონალური სიახლეებით და დატოვეთ მარტო, როცა საქმეზე ფიქრობს.


 


 



თხის რქა

თხის რქა ძალიან ჩაკეტილი ნიშანია, ამიტომ გრძნობის რომანტიკულად გამოხატვა მას, უბრალოდ, არ ეხერხება. თუ თქვენი თხის რქა ოდესმე გეტყვით: „არა უშავს, კარგი ვარცხნილობა გაქვს!“ ან „ლამაზი კაბა გაცვია“, „კარგად გამოიყურები“, გიხაროდეთ, მან უდიდესი კომპლიმენტით დაგასაჩუქრათ. სამაგიეროდ, ქმარი თხის რქები ძალიან საიმედოები და სტაბილურები არიან. ამასთანავე, ძალიან ხელგაშლილებიც.


 


 



მერწყული

მათთვის სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და სამუდამოდ. ისინი ძალიან ერთგულები და მყარები არიან ურთიერთობებში. მამაკაცი მერწყული აიდეალებს ცოლს. ყოველმხრივ განვითარებული მერწყულისთვის სიყვარული მხოლოდ ერთია, თუმცა მისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი ცხოვრება და სხვადასხვა ინტერესი.


 


 



თევზები

მამაკაცი  თევზები უცოლოდ მხოლოდ იმიტომ რჩებიან, რომ ეშინიათ, არ იყვნენ უარყოფილნი, რასაც ისინი ვერ გადაიტანენ. მეუღლის მიმართ თევზები ძალიან მომთხოვნები არიან და ამავე დროს, ძალიან ფაქიზებიც. ადვილად სწყინთ, მაგრამ ადვილად ულბებათ გული. თუ მის გვერდით გინდათ ცხოვრება, მაშინ დათმობა უნდა ისწავლოთ და ოჯახში ისეთი ატმოსფერო შექმნათ, სადაც ის თავს უსაფრთხოდ, მშვიდად და კომფორტულად იგრძნობს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?