როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს?!

ჰოროსკოპი

2 აპრილი 18:00, 2016 წელი

სიყვარული ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ესმის და ამ გრძნობას სხვადასხვაგვარად  გამოხატავს. გადახედეთ, რა წერია თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ!


ვერძი

ვერძი სიყვარულში  მშვიდია და მუდმივად ცდილობს, სიყვარულთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაგვაროს. მას, ასევე, მშვიდად და აუღელვებლად შეუძლია, ჩამოიშოროს მეტოქეები, თანაც ისე, რომ მისი ვნების ობიექტი არ გაღიზიანდეს.





კურო

კუროს ძლიერი სიყვარული შეუძლია და მისი რჩეული მთლიანად მას უნდა ეკუთვნოდეს. კურო თითქოს აიძულებს სხვებს მის შეყვარებას და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთ სიტუაციაშიც კი მას სიყვარულითვე პასუხებენ. თუკი კუროსგან ვინმე წასვლას გადაწყვეტს - ფეხაკრეფით, შეუმჩნევლად და ძალიან ფრთხილად.




ტყუპები

ტყუპებს გულწრფელად და სამუდამოდ უყვარდებათ, მაგრამ სიტყვა „სამუდამოდ“ მათთვის, დაახლოებით, ნახევარი წელი გრძელდება და არც ის გამორიცხოთ, რომ გულწრფელი სიყვარულის ობიექტი ერთდროულად ორი პიროვნება იყოს. ტყუპებისთვის აბსოლუტურად ნორმალურია, დილას ერთ „მუდმივ სიყვარულზე“ იბღავლოს, ხოლო საღამოს - მეორეზე. მწუხარება, ორივე შემთხვევაში, სრულიად ნამდვილია.




კირჩხიბი

კირჩხიბი დიდხანს უვლის გვერდს სიყვარულის ობიექტს, აკვირდება, ბევრს ფიქრობს და სანამ შეუყვარდება სიფრთხილეს იჩენს. რომანის დაწყების ალბათობა, კირჩხიბის რჩეულის მოთმინების უნარზეა დამოკიდებული, მაგრამ ის, ვინც მაქსიმალურად მომთმენია - აუცილებლად დაჯილდოვდება. შეყვარებულ კირჩხიბს შეუძლია, საყვარელ ადამიანს მთელი მსოფლიო ფეხქვეშ დაუდოს.




ლომი
ლომისთვის გასაგებია, რომ სიყვარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მაგრამ თანამედროვე საზოგადოებრივი კონტრაქტი შეყვარებულებს თანაბარ უფლებებს სთავაზობს და ლომისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება თანაბარი უფლება ჰქონდეს საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანთან. მეორე მხრივ, თუკი ლომს აგრძნობინებთ, რომ ურთიერთობებში ის მთავარი იქნება, ავტომატურად მიგიღებთ და შეგიყვარებთ, რაც უგემრიელესი ორცხობილებისა და მსგავსი გემრიელობების გარანტიას გაძლევთ, რადგანაც ლომები, როგორც წესი, ამ სფეროში წარმოუდგენლად ძლიერები არიან.




ქალწული

თუკი ქალწული შეყვარებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუდამოდ. შეყვარებული ქალწული  საყვარელი ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცევა. იმ შემთხვევაში, თუ ქალწულის ცხოვრებიდან მისი ვნების ობიექტი წასვლას გადაწყვეტს, მარტოდ დარჩენილი ქალწული მორჩილად იდარდებს და რამდენიმე წელი დაიცდის კიდეც, რომ მისმა რჩეულმა გადაიფიქროს. სხვათა შორის, გადაფიქრება და ქალწულთან დაბრუნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა.


სასწორი

სასწორები სიყვარულს ხელოვნებას უკავშირებენ, იმიტომ რომ რომანი ლამაზია, ხოლო ლამაზი რომანი სასწორებს თავს სრულიად აკარგვინებს. სასწორები რჩეულებზე მუდმივად ზრუნავენ. ცდილობენ, პარტნიორთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდეთ, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა და სურთ, ყველაფერი გამოსცადონ, რაც სილამაზეს უკავშირდება.




მორიელი

მორიელს ძალიან სწრაფად უყვარდება. მას  შეუძლია, სამსახურში შესვენების დროსაც შეუყვარდეს. გარდა ამისა, მორიელმა ზუსტად იცის, როგორ უნდა გამოიწვიოს მისი რჩეული - ზუსტი ჩხვლეტა გულში და მსხვერპლი უკვე სიყვარულის ცეცხლში იწვის.





მშვილდოსანი

მშვილდოსანს მიაჩნია, რომ საერთოდ არ უნდა შეუყვარდეს, მაგრამ თუკი შეუყვარდა, მთელ სასიყვარულო პერიოდს ეჭვებში გაატარებს - ღირდა თუ არა ამ ურთიერთობის დაწყება ან ნეტავ, რას მოუტანს ახალი რომანი. თუკი მშვილდოსანი შეძლებს, შეწყვიტოს ფიქრი წარსულ ურთიერთობებზე და მწარე გამოცდილებაზე, რაც მას ყოველ რჩეულთან აკავშირებდა, მას ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობები გარანტირებული აქვს, თანაც ყოველგვარი ეჭვისა და სინანულის გარეშე.




თხის რქა

თხის რქას რაციონალურად უყვარდება. არანაირი ფოიერვერკი და მუცელში პეპლები. თხის რქამ იცის, რომ მუცელში პეპლები ფიზიოლოგიას ეწინააღმდეგება, ხოლო სანამ შეუყვარდება, აუცილებლად უნდა შეისწავლოს მოულოდნელი ვნების ტაქტიკურ-ტექნიკური  მახასიათებლები. თხის რქას, შეუძლია, წლობით იცადოს სასიყვარულო ურთიერთობებისთვის ნაბიჯის გადასადგმელად. ამასობაში კი მის მოლოდინში დაღლილი „მსხვერპლი“ მას ხელგაშლილი ელოდება სიტყვებით - „მეც ძალიან მიყვარხარ“.




მერწყული

მერწყულს სწორად უყვარდება. როდესაც ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობა შეყვარებულისგან დროს, ყურადღებას, ფულსა და ყველაფერს იმას ითხოვს, რაც გააჩნია, მერწყული თვლის, რომ, თუკი ვინმე შეუყვარდება, მასზე უნდა იზრუნოს. მერწყული არ გაბრაზდება, თუკი სასიყვარულო პარტნიორი მას 40 წუთის მანძილზე არ მოიკითხავს. ხოლო სახლში გვიან დაბრუნებაზე, შემდეგნაირად რეაგირებს: „ხვალაც რთული დღე გაქვს სამსახურში, საყვარელო? აუცილებლად გაგატან ყველიან ბუტერბროდს“ და ბუტერბროდი ნამდვილად ყველით არის და არა საწამლავით.



თევზები
თევზებს კლასიკურად უყვარდებათ. მათ სასიყვარულო რომანებში აშკარად გამოიხატება ვნება, ჰორმონები, დახეული პერანგი, ბედნიერება, ტკივილი და მწუხარებაც კი. სასურველია, რომ თევზისთვის სასიყვარულო ობიექტი რთულად მოსაპოვებელი იყოს - ცხოვრობდეს სხვა ქალაქში. უკეთესია - სხვა ქვეყანაში, ხოლო იდეალურია - მარსზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?