იაპონური ღვთაებები - რომელია თქვენი ზოდიაქოს მფარველი?

ჰოროსკოპი

5 ივლისი 10:00, 2016 წელი

ზოდიაქოს თორმეტი ნიშანიდან თითოეული ცეცხლის, მიწის, ჰაერის ან წყლის სტიქიის წარმომადგენელია. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით კი, ყოველი სტიქიური ელემენტის ქვეშ მყოფ ზოდიაქოს თავისი მფარველი ღვთაება იცავს. აღმოსავლეთის რომელი ღვთაება გმფარველობთ თქვენ?

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი

ვერძი, ლომი და მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიას წარმოადგენენ. იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, მათ მზის ქალღმერთი ამატერასუ (Amaterasu) მფარველობს. იაპონურ მითოლოგიაში კი Amaterasu „ცის გამნათებელს“ ნიშნავს და მისი კაშკაშა სინათლე ამ ზოდიაქოებს სიცოცხლითა და ენთუზიაზმით ავსებს. ქალღმერთს შეუძლია, მოზღვავებული ენერგიის მიწოდებით ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს საშუალება მისცეს, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს არის უნივერსალური ენერგია, რომელიც მოტივირებულს ხდის ცეცხლის თითოეულ ნიშანს.





კურო, ქალწული და თხის რქა

კურო, ქალწული და თხის რქა მიწის სტიქიას წარმოადგენენ და, იაპონური ჰოროსკოპის თანახმად, აღმოსავლურ მითოლოგიაში სამყაროს შემქმნელების - იძანამისა და იძანაგის (Izanami, Izanagi) კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. იძანამი და იძანაგი აწესრიგებენ დედამიწაზე არსებულ ქაოსს, ამიტომ აღნიშნული ღმერთების მფარველობით, ზოდიაქოს ამ ნიშნებს თავდაჯერებულობა და გამძლეობა ახასიათებთ. აქვთ კეთილდღეობისკენ სწრაფვა, დაგროვებისა და გამრავლების მომეტებული სურვილი. მათთვის ფასეულია ყველაფერი მატერიალური. შეუძლიათ, მიაღწიონ ბევრს, იყვნენ პრაგმატულები და ყველაფერში პრაქტიკულად იმოქმედონ.



ტყუპები, სასწორი და მერწყული

ტყუპები, სასწორი და მერწყული ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები არიან. მათ, იაპონური ჰოროსკოპით, ქარის ღმერთი სუსანო (Susanoo) მფარველობს. მისი ღვთიური გენია ამ ზოდიაქოებს აჯილდოებს მრავალფეროვანი ცხოვრებით, ცოდნის ათვისების კარგი უნარითა და ანალიზით. ჰაერი მუდმივ ძიებაშია, ამიტომაც აღნიშნული ნიშნები ხშირად იცვლიან ინტერესებს, მათთვის არ არსებობს იერარქიები, ბარიერები. ღვთაება სუსანო ცდილობს, თანაბრად გადაანაწილოს ჰაერი სივრცეში - ის ყველგანაა. ამიტომ თავისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ბედნიერება მოაქვს ყველგან, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. სუსანო ნაყოფიერების ღვთაებადაც მოიაზრება, აქედან გამომდინარე კი ტყუპები, სასწორი და მერწყული უსაზღვრო გულუხვობით გამოირჩევიან. 


კიბო, მორიელი და თევზები  


წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან კიბო, მორიელი და თევზები. იაპონური ჰოროსკოპით, მათ მფარველობს მთვარის ღვთაება ცუკიუომი (Tsykiyomi). ის არასდროს ტოვებს დახმარების გარეშე თავისი მფარველობის ქვეშ მყოფ ზოდიაქოებს. აჯილდოებს მათ მდიდარი შინაგანი სამყაროთი, წარმოსახვისა და ინტუიციის უნარით. იდუმალი მთვარის ღვთაება წყლის სტიქიებს ღრმა ემოციურ მგრძნობელობას უვითარებს. მათთვის ემოცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაციონალიზმი. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?