ზოდიაქოს 4 ყველაზე მზრუნველი დედა

ჰოროსკოპი

16 ივლისი 10:00, 2016 წელი

დედობა ურთულესი პროფესიაა - არსებობენ, უბრალოდ, დედები, კარგი დედები და საუკეთესო დედები. მოდით, ვნახოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ იბადებიან შვილებისთვის საუკეთესოები.

 

ლომი - ლიდერი მშობელი
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ლომი დედის ამპლუაშიც ლიდერად გვევლინება. ის მთელი ცხოვრება იბრძვის, რომ მისი შვილები ფინანსურად დაცულები იყვნენ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრობდნენ. ლომი, წარმოუდგენელი ნებისყოფისა და დაუცხრომელი ამბიციების წყალობით, სამაგალითო დედად ყალიბდება. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის შვილებს ყველგან უპირატესობა აქვთ - ასწავლის ელიტურ სკოლაში და „ყველაფერს საუკეთესოს“ სთავაზობს. ლომის სიამაყე და ცეცხლოვანი ხასიათი მის შვილებს მარცხისა და წარუმატებლობის უფლებას არ აძლევს. ლომი დედები აქტიურად ერთვებიან ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში და გულუხვად ასაჩუქრებენ ნებისმიერი წარმატებისთვის.


ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები არიან: მადონა, ჰოლი ბერი, ჯენიფერ ლოპესი, მართა სტიუარტი, სანდრა ბალოკი.


 



ვერძი - წარმატებული დედა

მაღალი სტანდარტების მოყვარული ვერძი საუკეთესო შვილების გაზრდის ამბიციითაა შეპყრობილი. როგორც წესი, ვერძი ბევრ შვილს აჩენს და ამას საკუთარ პრივილეგიად მიიჩნევს. ვერძ ქალებს აქვთ მოთხოვნილება, ააწყონ ბიზნესი, მიაღწიონ წარმატებებს კარიერაში და პარალელურად შვილებს მიუძღვნან თავი. ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვებთან ერთად შვებულების გატარებას, დადიან მათთან ერთად კინოში, უკითხავენ წიგნებს და სამსახურში გატარებული დროის დანაკლისს ამით უნაზღაურებენ. ვერძები შვილებისგან პატივისცემასა და დაფასებას მოითხოვენ. შესაძლოა, ვერძი დედები არ იყვნენ „საუკეთესო მეგობრები“, სამაგიეროდ კარგად იციან, რა სჭირდებათ მათ შვილებს და საზრიანად ამზადებენ მომავალი ცხოვრებისთვის.


ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები არიან: სარა ჯესიკა პარკერი, ქეით ჰადსონი, ვიქტორია ბეკჰემი, მერაია ქერი.


 


 


კურო - თავდადებული დედა
წესრიგის მოყვარული კურო ოჯახში პრაქტიკულობითა და შვილებისადმი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ის ყველაზე თავდადებული დედაა - გადაჭარბებულად ზრუნავს შვილებზე და თავგანწირვით ზრდის მათ. კურო დედისთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილი კარგად ნაჭამი, გემოვნებით ჩაცმული და ამაღლებულ განწყობაზე იყოს. კუროს შეუძლია, თავის შვილს ნებისმიერი რისკის ფასად შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. კურო დედას ბავშვის ოთახი ყოველთვის მყუდროდ აქვს მოწყობილი და ლამაზი ნივთებით მორთული. ისინი ხშირად  ანებივრებენ შვილებს ტკბილეულით, სიურპრიზებითა და ალერსით. მიუხედავად იმისა, რომ კუროები სიჯიუტით გამოირჩევიან, შვილების მიმართ ყოველთვის დამთმობები არიან.


კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები არიან: ჯესიკა ალბა, ქეით ბლანშეტი, პენელოპა კრუზი, უმა თურმანი.


 



მორიელი - სამართლიანი
დედა
მორიელი, ძლიერი ინტუიციის წყალობით, ყოველთვის წინასწარ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს და ცდილობს, შვილებს თავიდან ააცილოს. მორიელი ყოველთვის ლოგიკურად აფასებს შვილის შესაძლებლობებს და არ იქმნის ილუზიას, რომ ის საუკეთესოა. დედა მორიელები ბავშვებს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას პატარა ასაკიდანვე აჩვევენ, ყოველთვის ჩუმად აკვირდებიან მათ ქცევას, არასდროს გამოეპარებათ შეცდომები და სამართლიანადაც სჯიან. ამავდროულად, ისინი შვილის მესაიდუმლეები და არანორმალურად მოსიყვარულეები არიან.


მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები არიან: დემი მური, ჯულია რობერტსი და ჰილარი კლინტონი.


 


                                              

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?