ლომი
გამორჩეული გემოვნების მქონე ლომის ნიშნის წარმომადგენლებს საყვარელი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება ახასიათებთ. ისინი მეფური ბრწყინვალებით გამორჩეული რომანტიკული პაემნების წყალობით მარტივად იპყრობენ თავიანთი პარტნიორების გულებს. ლომი ყოველთვის მოძებნის თავისი რჩეულის გაოცების ხერხს და თუ გადაწყვეტს, რომ მას თავისი ხელი და გული შესთავაზოს, ამას ისე გააკეთებს, რომ მთელმა ქალაქმა მხოლოდ მათზე ილაპარაკოს.
თევზები
თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლები ნამდვილი ესთეტები და ღრმა რომანტიკოსები არიან. მათ არ უყვართ ფულის ხარჯვა, თუმცა საკმაოდ კარგად ახერხებენ ნამდვილი რომანტიკული ატმოსფეროს შექმნას განსაკუთრებული დანახარჯების გარეშეც. მათ ხასიათშია ცათამბჯენის სახურავზე პაემნის მოწყობა, ვარსკვლავიანი ცის ფონზე კოცონთან გათენება... გარდა ამისა, თევზები ნამდვილი ჯადოქრები არიან სექსში, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორს აჩუქებენ მგრძნობიარე სიყვარულის ღამეს, რომელსაც ისინი ვერასდროს დაივიწყებენ.
მერწყული
მერწყულები არაორდინარული ბუნებისანი არიან, ყველაფრის მიმართ განსაკუთრებული მონდომებითა და კრეატიული მიდგომით გამორჩეულები. თუ მერწყული შეყვარებულია, საყვარელ ადამიანს რომანტიკული ქცევებით, მოულოდნელი სიურპრიზებით აუცილებლად გაანებივრებს. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულების ხასიათიდან გამომდინარე, მათთვის უცხოა ბანალური პაემნები, მათ სურთ, რეალურად გააოცონ საყვარელი ადამიანი და დაუვიწყარი მოგონებები აჩუქონ. ამიტომაც მზად უნდა იყოთ თავგადასავლებისთვის. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მერწყულების სიყვარული უსასრულო არ არის და შეიძლება, რომანტიკული შეხვედრის შემდეგ თქვენმა მერწყულმა ახალი სიყვარულიც კი იპოვოს.