ორსახოვანი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშნები

ჰოროსკოპი

14 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

მათ არასტანდარტული აზროვნება აქვთ, ხშირად ეცვლებათ ხასიათი და, როგორც წესი, არ უყვართ ახსნა-განმარტებების მიცემა საკუთარ საქციელზე...

ტყუპი
გაორებულ, ანუ დუალურ ნიშნებში ყველაზე ხშირად ვხვდებით ადამიანებს, ვისაც ხასიათი ქარზე უფრო სწრაფად ეცვლებათ. ამ მხრივ კი ტყუპი, მართლაც რომ, ჩემპიონია. მას უამრავი გასართობი, ინტერესების მრავალსპექტრიანი სფერო და ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები აქვს. ამიტომ, როგორ ხასიათზეც იღვიძებს დილით, გამორიცხულია, იმავე განწყობაზე იხილოთ სადილობისას. ზოგჯერ შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ რამდენიმე სხვადასხვა ადამიანს ეკონტაქტებით. მერკურით მართული ეს ჰაეროვანი ნიშანი თავს არ იწუხებს ვალდებულებებით, მით უმეტეს, საჭიროდ არ მიაჩნია ახსნა-განმარტებები, რატომ და რა მიზეზით დააგვიანა მთელი საათით, როცა თხუთმეტ წუთში შეგპირდათ მოსვლას.


 


კირჩხიბი
მისი ორსახოვნება არა დუალურობის, არამედ სენსიტიური და ერთობ ფრთხილი ხასიათის ბრალია. კირჩხიბებს შინაგანი პანიკა იპყრობთ, როცა ვინმე მათ სულში ზედმეტად იქექება ან ცდილობს, გამოააშკარაოს მათი რეალური ზრახვები. ამიტომ კირჩხიბი მუდამ „ნიღბით“ დადის საზოგადოებაში, რათა ვინმემ მასთან ახლოს მისვლა არ გაბედოს. ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ნიღაბს იხსნიან, საკუთარი ოჯახი და სანათესაოა. კირჩხიბები ყოველთვის იმაზე უფრო სუსტად და დაუცველად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. მათთვის ამგვარი პოზა, თავდაცვის მიზნით, მომგებიანია. არავის უჩნდება სურვილი, ყურადღება შეაჩეროს საზოგადოების „ნაცრისფერ“ და უენო წევრზე. თუმცა, როცა საქმეს სჭირდება, კირჩხიბის საცეცები ნებისმიერ მიზანს წაეპოტინება და საწადელს მიაღწევს.


 


მერწყული
ამ არასტანდარტულად მოაზროვნე, მსუბუქი ფორმის „შიზოფრენიკს“ უყვარს საზოგადოების შოკში ჩაგდება, რადგან  შინაგანად საოცრად ეპატაჟურია და ამას კაცთმოყვარეობისა და მეგობრულობის იმიჯით მალავს. მერწყულს არ მოსწონს ახსნა-განმარტებები, არასოდეს თვლის საჭიროდ, ვინმეს რამე აუხსნას და გააგებინოს. თუმცა, ამასთანავე, შეუძლია, იყოს ერთგული მეგობარი და თანამებრძოლი. დაუზარლად გაუწოდოს დახმარების ხელი სრულიად უცხო ადამიანებს და შეიფაროს ისინი ძნელბედობის ჟამს, ისე, რომ არც კი დაინტერესდეს, საიდან მოდიან ან როგორია მათი წარსული.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?