როგორი სიყვარული შეუძლიათ მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჰოროსკოპი

15 ოქტომბერი 10:00, 2016 წელი

სიყვარულის უნარი ამქვეყნად ყველა სულიერ არსებას აქვს და, მათ შორის, თქვენ წარმოიდგინეთ - კაცებსაც კი, თუმცა როგორ, რა ფორმით და რა ინტენსივობით გამოხატავს მამაკაცი თავის გრძნობებს, ამას დიდწილად მისი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს. 

ვერძს მხურვალე და ხმაურიანი ემოციები ახასიათებს. მას ყველაფერი სურს დღეს, ახლა და ამწამს. ამიტომ ცდილობს, რეკორდულ დროში მოხიბლოს ქალი და ხშირად, ამ მხრივ, ზედმეტად შემტევია.





 


კუროს ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად უყვარდება. ამიტომ მისი გრძნობების აფიშირებას გაცნობიდან მოკლე დროში ნუ დაელოდებით. სამაგიეროდ, დიდხანს და ერთგულად ეყვარებით.





 


ტყუპს სპონტანურად უყვარს, ხშირად ორი ქალი ერთად (ოღონდ ორივე სხვადასხვანაირად). ხომ იცით, ტყუპი ორმაგი ნიშანია, ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ.


 


 



კირჩხიბის
სიყვარული ძლიერი და ყოვლისმომცველია, ლამის „კუბოს კარამდე”. თუმცა, თავიდან ღიად და აშკარად არ ახდენს  ემოციების აფიშირებას, აი, როცა გათამამდება და გამოხატვას დაიწყებს, უფრთხილდით…


 


 



ლომს
უყვარს „თეატრალურად“ და ლამაზად, ყველას დასანახად. მისი რომანები მუდამ საზოგადოების განხილვის საგანია. გრძნობების გამოხატვა რომანტიკული და გრანდიოზული სიურპრიზებით მოსწონს.


 


 


ქალწულის სიყვარული პრაგმატული და გაწონასწორებული საქციელით ვლინდება. მას ჩუმი, მაგრამ საოცრად ერთგული სიყვარული შეუძლია, რომელიც ზრუნვასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული.


 


 



სასწორს
ზუსტად ისე უყვარს, როგორც უნდა უყვარდეთ. როცა სასწორი შეყვარებულია, საოცრად გალანტური, პოეტური და რომანტიკული ხდება. მის გვერდით თავს ნამდვილ დედოფლად იგრძნობთ.


 


 



მორიელს
მტანჯველი, დესტრუქციული სიყვარული შეუძლია. ოტელოსავით ეჭვიანი და წინდახედულია, ამიტომ სიყვარულის ობიექტს ათას ქარ-ცეცხლში გაატარებს და გამოცდის, სანამ საკუთარი სიყვარულის ღირსად ჩათვლის.


 


 



მშვილდოსანი
იდეალისტია, ამიტომ ყველა მორიგი შეყვარებული „ნამდვილად“ უყვარს, თუმცა - დროებით და მომავალი იდეალის ძიებამდე. უყვარს ხმაურიანად და რომანტიკულად.


 


 



თხის რქას
მოზომილი ემოციები აქვს. სიყვარულიც გააზრებული და სტაბილური იცის. თუმცა, იშვიათად გამოხატავს გრძნობებს ენის მოჩლექით და ზედმეტი სითბოთი.


 


 



მერწყულის
სიყვარული მეგობრობითა და თანამოაზრეობით იწყება. უყვარს ორიგინალურად, თუმცა არ გახლავთ ტრადიციული შეყვარებული. ამიტომ მისგან გმირობებს ნუ ელით.


 


 



თევზებს
სიყვარულის იდეალიზაცია ახასიათებთ. უყვართ მთელი გულით და თავგანწირულად, მაშინაც კი, თუ მათი სიყვარული ცალმხრივი და უიმედოა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?