ვერძი – მასზე მამაკაცი აუცილებლად უნდა ბატონობდეს. ხანდახან შესაძლებელია, დაუყვიროს კიდეც და ამას ვერძი მორჩილად იტანს, რადგან მიაჩნია, რომ კაცი ოჯახში მაინც პირველია.
კურო – ხშირად აკეთებენ არასწორ არჩევანს, მაგრამ თავს იმით იმართლებენ, რომ იმ ეტაპზე სხვა გზა არ ჰქონდათ. ხშირია ოჯახის დანგრევის შემთხვევებიც.
ტყუპი – მამაკაცზე აუცილებლად უნდა იბატონონ, უყვირონ, ხანდახან შეურაცხყოფაც მიაყენონ, მაგრამ, როგორც კი თავს მიტოვებულად იგრძნობენ, მუხლებში უვარდებიან.
კირჩხიბი – მათთვის მთავარია, მეორე ნახევარი ლამაზი იყოს, დანარჩენს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.
ლომი – პირველ ადგილზე მაინც ეკონომიკური მდგომარეობაა, ლომს არ უყვარს სიღარიბე, ამის გამო აუცილებლად დაანგრევს ოჯახს.
ქალწული – ძალიან პრეტენზიულები არიან, მაგრამ 30 წელს რომ გადააბიჯებენ, მთავარია, გათხოვდნენ.
სასწორი – უყვართ, როდესაც მათი მეორე ნახევარი ცნობილი პიროვნებაა. გიჟდებიან უცხოელებზე, რადგან ეს გზას უხსნის მოგზაურობისკენ.
მორიელი – იმდენად პრეტენზიულები არიან, რომ ამის გამო ხშირად თავისზე ასაკით უფროსს მიჰყვებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ ცხოვრება უკვე აწყობილი აქვთ.
მშვილდოსანი – როგორი ქმარიც არ უნდა ჰყავდეთ, საზოგადოებას მაინც ისე აჩვენებენ, რომ მათ მეორე ნახევარს ნაკლი არ აქვს.
თხის რქა – ხშირად არიან მიტოვებულ მდგომარეობაში, ამის მიზეზი კი მუდმივი წუწუნია. ამიტომ მათთვის მთავარია, გვერდით ისეთი კაცი ჰყავდეთ, ვინც ამას აიტანს.
მერწყული – ისეთი მოთხოვნები აქვთ, რომ ბევრი მამაკაცი იმასაც კი ვერ ბედავს, თავი შეყვარებულად წარუდგინოს. საბოლოოდ კი მაინც საუკეთესოს ირჩევენ. ფაქტია, რომ გამოსდით.
თევზები – ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც მოთმინებით აიტანს თევზების დეპრესიულ ხასიათს, მათთვის ნამდვილი ანგელოზია.