„ეიჩარ-ასტროლოგია“ - მოხიბლეთ შეფი მისი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით

ჰოროსკოპი

4 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ასტროლოგები ევროპის ბევრ ქვეყანაში აქტიურად მუშაობენ ე.წ. „ეიჩარ-ასტროლოგიის“ განხრით, რათა კორპორაციებში ხელმძღვანელობისა და სტაფის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას შეუწყონ ხელი. ჩვენ კი დღეს მარტივ ხრიკებს შემოგთავაზებთ, რომლებსაც ეფექტურად გამოიყენებთ, თუკი თქვენი უშუალო უფროსის ზოდიაქოს ნიშანი იცით.

მაშ ასე:

ფიცხი, საკმაოდ ემოციური და ხშირად კონფლიქტურებიც კი არიან ცეცხლის სტიქიის ნიშნით დაბადებული შეფებივერძი, ლომი და მშვილდოსანი. 
მათთვის მთავარია, თანამშრომელში აქტიურობასა და მუდმივად წინსვლის სურვილს ხედავდნენ.
ასეთ უფროსთან კამათის ნუ შეგეშინდებათ, იგი ნაკლებად დაგითხოვთ სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ საკუთარი პოზიცია გაქვთ და რაღაცის მტკიცედ გჯერათ.
თუმცა, ნუ ეცდებით, ცეცხლოვანი შეფის ინიციატივა ხელყოთ ან მასზე უკეთესად საქმის კეთების სახალხოდ დემონსტრირება დაიწყოთ. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში უსამსახუროდ დარჩებით.


 


წინდახედული, მომთხოვნი და ზომიერად დისტანციურები არიან მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებული უფროსები - კურო, ქალწული და თხის რქა. 
ისინი ე.წ. „ვორკოჰოლიკ“ ნიშნებს განეკუთვნებიან. მათ არ ახასიათებთ ცეცხლის სტიქიის ადამიანებივით ხმაურიანი ტემპერამენტი, ამიტომ ასეთი უფროსისგან თანამშრომელთან ღია და აშკარა დაპირისპირება ნაკლებად არის მოსალოდნელი.
ამასთანავე, ასეთი უფროსი ძალიან აფასებს მშრომელ ხალხს. ამიტომ, თუ თქვენ პატიოსნად შრომობთ, მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებული უფროსი სამსახურიდან არ დაგითხოვთ. უფრო მეტიც, თუ თქვენ რაღაცას უკეთ ხედავთ და თქვენი იდეა მას ფინანსურად მომგებიანი ეჩვენება, სავსებით შესაძლებელია, დაგაწინაუროთ კიდეც.


 


თუკი თქვენი ხელმძღვანელი კირჩხიბის, მორიელის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული და მასთან ოფისში მოხვდით სამუშაოდ, უნდა იცოდეთ, რომ ამ კომპანიაში არათუ კედლებს, კარის სახელურებსა და საწერ კალამსაც კი ყურები აქვს. ამიტომ ზედმეტ ღლაბუცსა და უფროსობაზე ქილიკს მკაცრად არ გირჩევთ.
მოეკიდეთ სამსახურს, როგორც თქვენს მეორე სახლს, ამას თქვენი შეფი აუცილებლად დააფასებს და რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა ის თქვენს ერთგულებაში საბოლოოდ დარწმუნდება, აუცილებლად მოგიმატებთ თანამდებობასა და ხელფასს.


 


დაბოლოს, თუკი უფროსად ჰაერის სტიქიის ნიშანი შეგხვდათ ანუ ტყუპი, მერწყული ან სასწორი, გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში აყვანის დღიდან თქვენი პოზიცია, ხელფასი და თავად ოფისის ადგილმდებარეობაც კი არაერთგზის შეიცვლება.
„ჰაერს“ მრავალფეროვნება უყვარს. შესაბამისად, თუკი ისეთი ადამიანების რიცხვს განეკუთვნებით, ვინც სტაბილურ და მშვიდ ადგილს ეძებს, აჯობებს, მიწის სტიქიის ნიშნებისკენ გადაინაცვლოთ.
სამაგიეროდ, ჰაერის ნიშნებთან მაქსიმალურად მოგეცემათ კრეატიული უნარების, შემოქმედებითი პოტენციალისა და თავისუფალი აზრის გამოთქმის საშუალება. ჰაერის სტიქიის უფროსმა შესაძლოა, ხშირად ვერ გაიხსენოს თქვენი გვარი ან თანამდებობა, სამაგიეროდ, მეგობრულად მოგიკითხავთ შეხვედრისას და არასოდეს იგრძნობთ მასთან იერარქიულ ბარიერს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?