ვერძი კრივით დააკავეთ. თუ გოგონა გყავთ - ლათინური ცეკვები მისწრებაა.
კუროს რაგბი შეურჩიეთ. გოგონას კი - ტანვარჯიშის რომელიმე სახეობა.
ტყუპი ფეხბურთით დაინტერესდება. თუ გოგონაა, მისთვის იდეალურია მაგიდის ჩოგბურთი.
კირჩხიბი ცურვაზე ატარეთ, გოგონასთვის კარგია აკვააერობიკა.
ლომი მკლავჭიდზე მიიყვანეთ, გოგონასთვის კი კარგი იქნება ცხენით ჯირითი.
ქალწული ჭადრაკით დაინტერესდება, გოგონას შეგიძლიათ, ბატუტზე ხტომა ასწავლოთ.
სასწორისთვის ფარიკაობაა მიზანშეწონილი, გოგონას ფიგურული სრიალი მოეწონება.
მორიელისთვის კარგია ექსტრემალური სპორტი – მაგ., რბოლა, გოგონას კი შეგიძლიათ, კარატე ასწავლოთ.
მშვილდოსანი საცხენოსნო სპორტით იქნება აღტაცებული. გოგონას ასწავლეთ ბაგირზე ცოცვა.
თხის რქას კალათბურთი მოეწონება, გოგონასთვის კი კარგია ფრენბურთი.
მერწყული დაინტერესდება ველორბოლით, გოგონას შესაძლოა, ფიგურული სრიალის მიმართ გაუჩნდეს ინტერესი.
თევზებისთვის სასურველია წყალბურთი, გოგონას კი, კარგი იქნება, თუ აერობიკაზე მიიყვანთ.