7-13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

6 ნოემბერი 20:20, 2016 წელი

მომდევნო კვირას ძალიან ნუ მიენდობით საკუთარ ინტუიციას. შესაძლოა, მან თქვენი ნერვული სისტემის დაზიანება გამოიწვიოს, შედეგად კი თქვენი სამომავლო პროფესია საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. რაც შეეხება კარიერასა და ფინანსურ საქმიანობას, იმოქმედეთ ძალიან ფრთხილად და დაკვირვებით, ნუ გაითვალისწინებთ სხვების რჩევებს. პირად საქმიანობაში, პირიქით, სხვების დახმარება დაგჭირდებათ, რათა რაც შეიძლება მალე განთავისუფლდეთ არსებული სირთულეებისგან.

ვერძი
ამ კვირაში საკმაოდ უცნაურ ადამიანს გაიცნობთ, რომელსაც განსაკუთრებით დაუმეგობრდებით, თუმცა, ის არ დამალავს, რომ თქვენ მიმართ გარკვეული სიმპათიები აქვს. შეეცდებით, გააგებინოთ, რომ უკვე დიდი ხანია, გყავთ მუდმივი სასიყვარულო პარტნიორი და ის, რომ ღალატი თქვენს ხასიათში არ ზის. როდესაც ახალი ნაცნობი მობილურ ტელეფონს ზარებით „აგიფეთქებთ“ ან თქვენი მეორე ნახევრის თანდასწრებით თქვენთან ფლირტაობას დაიწყებს, აი, მაშინ მოთმინება საბოლოოდ გიმტყუნებთ. უხეშად მოიშორებთ მას, თუმცა არ გეგონოთ, რომ ეს დასასრულია - სულ მალე ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ.




კურო
კვირის მანძილზე, შემოდგომა-ზამთრის პერიოდისთვის გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაგეგმავთ. თუმცა ჯერ მხოლოდ თეორიით შემოიფარგლებით (პრაქტიკული ქმედებებისთვის არც ძალა დაგრჩებათ და არც გულწრფელი სურვილი). სამსახურში უამრავი პრობლემის გადაწყვეტა მოგიწევთ, პარალელურად კი, პირად ფრონტზე შეეცდებით წესრიგის დამყარებას. მართალია, კოლოსალური შრომის ფასად, მაგრამ თქვენი არსებობის ძირითად სფეროში ჰარმონიისა და სიმშვიდის შეტანას მაინც შეძლებთ. კვლავ გაიხსენებთ გამაჯანსაღებელი გეგმის შესახებ და საკუთარ თავს დაჰპირდებით, რომ ორშაბათს მას აუცილებლად განახორციელებთ.


 


ტყუპები
ტყუპები კვირის მანძილზე აფორიაქებულები იქნებიან და თან მეწვრილმანეობით გამოირჩევიან. ამ მიზეზით ვერაფრით შეძლებთ კარიერაში წარმატების მიღწევას, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გექნებათ შექმნილი. უახლოეს დღეებში, თქვენი პირადი ცხოვრება ნამდვილად ვერ მოგაგონებთ მძინარე ვულკანს, რომელიც ნებისმიერ წუთს მზად იქნება ამოსაფრქვევად. თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი მშვიდად ვერ შეძლებთ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას, რის გამოც თქვენს წყვილში არსებული ჰარმონია უკვალოდ გაქრება. სულ უფრო ხშირად დაიწყებთ ფიქრს, რომ ეს ურთიერთობები ძველებურად მორალური კმაყოფილების გრძნობას აღარ გჩუქნით, მაგრამ მათ საბოლოოდ ჯერჯერობით ვერ გადაწყვეტთ.


 


კირჩხიბი
ამ კვირას კირჩხიბები მშვიდად, ზომიერად და აუჩქარებლად გაატარებენ. სამსახურში ყოფნა ძველებურად მძიმე ტვირთად არ მოგეჩვენებათ, რადგან ძალიან დაუახლოვდებით ახალ კოლეგას და მასთან ურთიერთობით უამრავ პოზიტიურ ემოციას მიიღებთ. საღამოებსა და დასვენების დღეებს ოჯახის წევრებთან ერთად გაატარებთ. დიდი ალბათობით, თქვენი ოჯახი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტის განხორციელებას დაიწყებს (რემონტი, სააგარაკე სახლის აშენება ან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა). ეს საკითხი ნათესავებთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ.


 


ლომი
ლომები კვირის მანძილზე შემოქმედებით დაკავდებიან. გადაწყვეტთ, რომ შუა შემოდგომა ოპტიმალური დროა იმისთვის, რომ ლიტერატურული შედევრები დაწეროთ, შექმნათ მუსიკალური კომპოზიციები ან თქვენი ოცნებები და ფანტაზიები ტილოზე გადაიტანოთ. სანამ ამ პროექტზე მუშაობთ, სხვა ყველა საქმე უყურადღებოდ დაგრჩებათ. ამ დროის განმავლობაში, თქვენს კარიერასა და ფინანსურ საკითხებში არაორდინარული არაფერი მოხდება (არ გაკოტრდებით, მაგრამ არც გამდიდრდებით). სამაგიეროდ, პირადი ცხოვრება არ დაუშვებს გულგრილ ურთიერთობებს. თქვენი სასიყვარულო რომანი დროებით დაპაუზდება ან საბოლოოდ დასრულდება.


 


ქალწული
ამ კვირაში ქალწულები უნდა უფრთხილდნენ უცნობებს. ადამიანებს, რომელთაც დაუახლოვდებით, სრული გარეწრები აღმოჩნდებიან, რომლებიც მიჩვეულები არიან სხვის ხარჯზე ცხოვრებას. სწორედ ამ მიზეზით არ ღირს ვინმესთან თქვენი ფინანსებს განხილვა ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარება. ზოგადად, უახლოეს დღეებში, თქვენი ცხოვრება ჩვეულებრივი ტემპით გაგრძელდება. კარიერაში და პირად ცხოვრებაში სირთულეები არ გელოდებათ. კვლავ გაიხსენებთ, რა სასიამოვნოა ჩაძინება გადაუწყვეტელ პრობლემებზე ფიქრის გარეშე  და რა სასიხარულოა, როდესაც აცნობიერებ, რომ თქვენი ოჯახი საკამათო მომენტებს მოკლებულია.


 


სასწორი
სასწორებს ძვირფასი ნივთის შეძენის შანსი აქვთ. თუმცა, ამ შენაძენს სპონტანურად გადაწყვეტთ, უბრალოდ, მაღაზიებში სეირნობის დროს. სასურველი ნივთის შესაძენად თანხა სრულყოფილად არ გექნებათ, ამიტომ მისი ღირებულების ნაწილს კრედიტის სახით გააფორმებთ, თუმცა, ეს მომენტი არანაირად არ დაგძაბავთ და რამდენიმე დღე გახარებული, ბედნიერი სახით იქნებით. თანდათანობით თქვენი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. გააგრძელებთ ურთულეს პროექტზე მუშაობას, ხოლო საღამოობით იოცნებებთ, რომ სულ მალე, თქვენს ცხოვრებაში იდეალური მეორე ნახევარი გამოჩნდება.


 


მორიელი
მორიელები ცხოვრების ყველა სფეროში ეგოიზმით გამოირჩევიან. კარიერასთან დაკავშირებული მიზნები წარმატებით დასრულდება მხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგებს ნაკლებად მიაქცევთ ყურადღებას და ახალი სიმაღლეების დასაპყრობად აქტიურ ქმედებებს დაიწყებთ. სამაგიეროდ, ეგოიზმი, რომელიც პირად ცხოვრებაშიც გახასიათებთ, დიდი უსიამოვნებების მიზეზი გახდება. თქვენი რჩეული აღარ მოითმენს, რომ ის  მეორეხარისხოვან როლს ასრულებს  თქვენს სასიყვარულო კავშირში. მოგვიანებით გვერდით გაიხედავს, უფრო მარტივი და გულწრფელი ადამიანის მოძებნის მიზნით. თქვენი მეორე ნახევრის სურვილით თქვენი სასიყვარულო რომანი დასრულდება. თქვენ კი ამ უსიამოვნო სიტუაციაზე რეაგირებისთვის საჭირო ძალები არ აღმოგაჩნდებათ.


 


მშვილდოსანი
ეს კვირა მშვილდოსნებისთვის დასამახსოვრებელი არ იქნება. თქვენს სამსახურებრივ საქმიანობაში სრული სიცარიელე იქნება და იძულებული გახდებით, შეწყვიტოთ ფიქრები თანამდებობის ამაღლების შესახებ. პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენებიც, განსაკუთრებული დინამიკურობით ვერ გაგახარებთ. თქვენი სასიყვარულო რომანი მოდუნებულ ხასიათს მიიღებს, რაც გულწრფელად დაგამწუხრებთ. შეეცდებით, ხელოვნურად გააცოცხლოთ თქვენი ურთიერთობები, თუმცა, ეს მცდელობები საწინააღმდეგო შედეგს მოგიტანთ. თქვენი პარტნიორი განაწყენდება, როდესაც მას თამამ ექსპერიმენტს შესთავაზებთ და ამ ჩანაფიქრზე საბოლოოდ მოგიწევთ უარის თქმა.


 


თხის რქა
ამ კვირას მშვილდოსნები, საკუთარ სულიერ განვითარებას დაუთმობენ. საინტერესო წიგნს შეიძენთ, რომელიც სრულიად შეცვლის ცხოვრებისადმი თქვენს დამოკიდებულებას. ისწავლით, შეამჩნიოთ ის, რაც ზედაპირზე არ დევს და ეს თვისება დაგეხმარებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობების გარკვევაში. უარს იტყვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც მუდმივად გიყენებენ ან თქვენ მიმართ გაუგებარი ირონიული დამოკიდებულება ახასიათებთ. სამწუხაროდ, გაუფრთხილებლობის გამო, „შავ სიაში“ აღმოჩნდება ის ადამიანი, რომელიც თქვენთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელი და მეგობრული იყო. მასთან ურთიერთობას გაარკვევთ და აუცილებლად მოუბოდიშებთ.


 


მერწყული
კვირის განმავლობაში მერწყულები მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ საკითხებს გადაწყვეტენ. თუკი რამდენიმე ხნის წინ უძრავი ქონება ან მიწის ნაკვეთი შეიძინეთ, სწორედ ამ კვირაში მისი გაფორმებით დაკავდებით. უფლებამოსილ ადამიანებთან ურთიერთობა და სხვადასხვა ინსტანციებში გაუთავებელი სირბილი დაგღლით და გადაწყვეტთ, რომ არასამუშაო დღეები მთლიანად დასვენებას დაუთმოთ. წვეულებაზე მარტო წახვალთ, თუმცა, წვეულებიდან ახალ პარტნიორთან ერთად, ხელჩაკიდებული დაბრუნდებით. ეს მცირე ინტრიგა იქნება და არა - სერიოზული რომანი (რაც გჭირდებათ მორალური დაძაბულობის მოსახსნელად).


 


თევზები
ამ კვირაში თევზები საკუთარი თავის მოტყუების მსხვერპლი გახდებიან. შეეცდებით, დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ პროფესიულ საქმიანობაშიც და პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი წესრიგში გაქვთ, თუმცა, ბედისწერა საპირისპიროს დაგიმტკიცებთ. ოპერატიულად მოგიწევთ სამსახურებრივი საკითხის გადაწყვეტა ან სასიყვარულო ურთიერთობაში არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა. მომხდარი ფაქტი სრულიად დაგაკარგვინებთ მორალურ ძალას და დეპრესიაში ჩავარდებით. კარგია, რომ თქვენ გვერდით აღმოჩნდება მგრძნობიარე და ყურადღებიანი ადამიანი, რომლის დახმარებითაც შეძლებთ, დაიბრუნოთ ემოციური ბალანსი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?