ასე მაგალითად:
ვერძთან
1) ნუ გამოიჩენთ ზედმეტ ინიციატივას;
2) ნუ დაუწყებთ იმის მტკიცებას, რომ რაღაცა მასზე უკეთ გამოგდით;
3) ნურასოდეს ეცდებით მისი ენთუზიაზმის ხელყოფას.
კუროს
1) ნუ დააძალებთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას;
2) ნუ დაურღვევთ ჩვეულ მყუდროებას;
3) ნუ გამოიჩენთ დაუდევრობას ფინანსური საკითხების კუთხით.
ტყუპებს
1) ნუ შეაწყვეტინებთ სიტყვას, როცა ის სახალხოდ „მჭევრმეტყველებს“;
2) ნუ აიძულებთ, ინფორმაციულ ვაკუუმში იყოს;
3) ნუ გახდით მის ცხოვრებას მონოტონურად მოსაწყენს.
კირჩხიბთან
1) ნუ იქნებით არაპროგნოზირებადი;
2) პატივი ეცით მის ოჯახსა და ნათესავებს;
3) დაუმტკიცეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
ლომთან
1) აღიარეთ მისი უპირატესობა ყველაფერში;
2) არასოდეს დაუფიქსიროთ, რომ ის მასის ნაწილია;
3) აღნიშნეთ მისი მიღწევები და ნიჭი.
ქალწულთან
1) იყავით პუნქტუალური;
2) იყავით მოწესრიგებული;
3) იყავით საიმედო.
სასწორთან
1) თავი დაანებეთ უხეშობას;
2) მისი თანდასწრებით არასდროს გამოავლინოთ აგრესია;
3) ეცადეთ, ვიზუალურად სასიამოვნოდ გამოიყურებოდეთ.
მორიელთან
1) იყავით მაქსიმალურად გულწრფელი;
2) იყავით სამართლიანი;
3) აგრძნობინეთ, რომ ძლიერი ხართ, რათა მან თქვენი სისუსტით ბოროტად ვერ ისარგებლოს.
მშვილდოსანთან
1) გამოავლინეთ იუმორის გრძნობა;
2) იყავით მეგობრული;
3) აჩვენეთ, რომ მეშჩანი არ ხართ.
თხის რქას
1) დაანახვეთ, რომ შრომისმოყვარე ხართ;
2) სერიოზულად მიუდექით ცხოვრებისეულ საკითხებს;
3) აჩვენეთ, რომ პრინციპების ერთგულება გახასიათებთ.
მერწყულს
1) არასდროს შეუზღუდოთ თავისუფლება;
2) ნაკლებად შეავიწროეთ ვალდებულებებით;
3) იყავით მაქსიმალურად კრეატიული.
თევზებთან
1) აუცილებელია ე.წ. „სულიერი ძაფების“ გაბმა;
2) აგრძნობინეთ, რომ მისი მონათესავე სული ხართ;
3) ყოველთვის ჰქონდეს იმედი, რომ გვერდში დაუდგებით.