ვინ ხართ ბუდისტების ჰოროსკოპის მიხედვით?!

ჰოროსკოპი

14 ნოემბერი 10:00, 2016 წელი

ტიბეტური ჰოროსკოპი დასავლეთისა და ჩინური ასტროლოგიის შერწყმაა. მისი დახმარებით გაიგებთ, რომელია თქვენთვის ხელსაყრელი რიცხვები, რა თვისებით ხართ გამორჩეული და რაზე უნდა გაამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება ცხოვრებაში.

კაშკაშა ფრანი
დაბადების წლები: 1940, 1952, 1964, 1976, 1988, 2000.
აყვავების ხანა – გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 3, 15, 27;
წინა ცხოვრების პროფესიები – კალათების დამწვნელი, კონტრაბანდისტი, მესაყვირე, ტაძრების ფერმწერი, პოეტი, დესპანი.
ეს ადამიანები ყოველთვის განსხვავებულები არიან, არაფრად უღირთ მრისხანე დრაკონისგან უწყინარ პეპლად გარდასახვა. მათ შეუძლიათ, ამაღლდნენ სამყაროს პრობლემებზე და თავი დააღწიონ ცხოვრებისეულ სიძნელეებს. არიან კომუნიკაბელურები  და ყოველთვის იმყოფებიან მეგობრების ფართო წრეში. ისინი მგრძნობიარეები არიან და მათი წყენინება ძალიან ადვილია. სასურველია, თუ ყურადღებას მიაქცევენ სხვა ადამიანების გრძნობებს, ასეთ შემთხვევაში ცხოვრება მათთვის გაცილებით მსუბუქი გახდება.


კობრა
დაბადების წლები:  1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001
აყვავების ხანა – ზამთარი;
ხელსაყრელი რიცხვები – 1, 13, 25;
წინა ცხოვრების პროფესიები – მეკობრე, მექარავნე, მესაყვირე, მოქანდაკე, ალქიმიკოსი.
შესაძლებელია, ითქვას, რომ კობრები, რასაც კი  შეეხებიან, ყველაფერს ოქროდ აქცევენ. ისინი შესანიშნავი ორატორები არიან, შეუძლიათ, ყველაზე მოსაწყენი ამბავი სასიამოვნოდ მოსასმენ ისტორიად გადააქციონ. ადვილად ძალუძთ, თანამოსაუბრეებში ზღვა ემოციები გამოიწვიონ, თავად კი აუღელვებელნი დარჩნენ, თითქოს არაფერი მომხდარა და მათთვის ყველაფერი სულერთია. სიყვარულში წარმატება მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევთ. ცდილობენ სიკეთე გაუკეთონ სხვებს, ამავდროულად კი თავად, ხშირად რჩებიან მოვლენებს მიღმა, ისე, რომ ვერ ახერხებენ, განახორციელონ ცხოვრებაში საკუთარი ფანტაზიები. სასურველია, თუ გონიერები იქნებიან, საღად იაზროვნებენ, არ მიეცემიან არც დაუსრულებელ სევდას და არც უსაზღვრო სიხარულს. ბედნიერების მიღწევაში მათ სიმშვიდე და უშფოთველობა დაეხმარებათ.


ცეცხლის მცველი
დაბადების წლები:  1942, 1954, 1966, 1978, 1990, 2002
აყვავების ხანა – ზამთარი;
ხელსაყრელი რიცხვები – 4, 16, 28;
წინა ცხოვრების პროფესიები – ექიმბაში, მევახშე, მეომარი, ბებიაქალი, მზარეული.
ცეცხლის მცველები იცავენ საკუთარი ოჯახის კერას და შეაქვთ სინათლე ბნელ და შეშლილ სამყაროში. მათ შესანიშნავი ინტუიცია ეხმარებათ, ერთმანეთს შეუთავსონ გონების ხმა და გულის ძახილი. უამრავი მეგობარი ჰყავთ, თუმცა ხშირად თავს მაინც მარტოსულად გრძნობენ. ყოველთვის ინარჩუნებენ მაღალ სტანდარტებს, ხოლო როცა ეს არ გამოსდით და ვერ ახერხებენ ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლას, ტანჯავთ დანაშაულის გრძნობა. ისინი მიაღწევენ დასახულ მიზნებს, თუ არ დაიმალებიან და არ გარიყავენ თავს საზოგადოებისგან, თუ გაუხსნიან გულს გარესამყაროს.


კამკამა წყარო
დაბადების წლები:  1943, 1955, 1967, 1979, 1991, 2003
აყვავების ხანა – შემოდგომა;
ხელსაყრელი რიცხვები – 5, 17, 29;
წინა ცხოვრების პროფესიები – დიპლომატი, მომღერალი, მეეტლე, მეღვინე, მღვდელი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, ხშირად უწოდებენ კეთილი ამბების მაცნეს, რომელთაც ყოველთვის  მოაქვთ კარგი ამბები მათთვის, ვინც ამას ელოდება. ისინი გულუხვები, ენერგიულები და საზოგადოებისთვის გახსნილები არიან, მათთვის უცხოა სისასტიკე, უსამართლობა და მერკანტილურობა. ხასიათდებიან ემოციურობით, ამიტომ უფრთხილდებიან გრძნობებს, რომელიც პარტნიორებისგან მოდის და არასოდეს ღალატობენ მათ. კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ ინტუიციას დაეყრდნობიან, ეს ინტუიცია დაეხმარებათ იმ საქმისა თუ პროფესიის არჩევაში, რომელიც მათ ნიჭსა და მონაცემებს შეესაბამება.


ნეფრიტის სვეტი
დაბადების წლები:  1944, 1956, 1968, 1980, 1992, 2004
აყვავების ხანა – გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 6, 18, 30;
წინა ცხოვრების პროფესიები – ცხენების გამწვრთნელი, შიკრიკი, იუველირი, მოქანდაკე, მწერალი.
ისინი გაურბიან ხალხმრავლობას, ხოლო დიდ თავყრილობებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს განმარტოებას არჩევენ. ისინი ქედმაღლობით გამოირჩევიან და თვლიან, რომ განსაკუთრებული ადამიანები არიან. ხშირად ახდენენ შთაბეჭდილებებს გავლენითა და არისტოკრატიული მანერებით. ისინი ბავშვობის ასაკიდანვე აქტიურები და ცნობისმოყვარეები არიან, ნებისმიერი გაურკვევლობა და ინფორმაციული ვაკუუმი მათზე ცუდად მოქმედებს. ყოველთვის ცდილობენ, ჭეშმარიტებას მიაკვლიონ, რაც გარშემომყოფთა გადაღლას იწვევს. საყვარელი ადამიანებისთვის მათ ყველაფრის გაკეთება ძალუძთ, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაც კი, თუმცა ეს არ არის ყოველთვის გამართლებული. სასურველია, თუ ისინი ხშირად მიაქცევენ მეტ ყურადღებას სხვა ადამიანებს, იქნებიან საკმაოდ გამჭრიახები და მოქნილები.


ლითონის გონგი
დაბადების წლები:  1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005
აყვავების ხანა – გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 7, 19, 31;
წინა ცხოვრების პროფესიები – არქეოლოგი, ოქრომჭედელი, მებაღე, მეწაღე, ადვოკატი.
ამ ნიშნის ქვეშ მყოფთა ძირითადი თვისებებია – ერთგულება, გულუხვობა და კეთილშობილება. მიდრეკილი არიან თვითმყოფადობისკენ და აღიქვამენ სამყაროს მკაცრი ფატალიზმით. ცხოვრება მათ გამუდმებით უწყობს სიურპრიზებს, ამიტომ მუდამ ცდილობენ შეიზღუდონ ყველაფერი, რამაც შეიძლება მათთვის დამახასიათებელი აღფრთოვანება გამოიწვიოს. ისინი დარწმუნებული არიან წუთიერი ბედნიერების ამაოებაში და ეძებენ სიყვარულს მისი უმაღლესი სულიერი გამოვლინებით. მათთვის სასურველია, თუ მხოლოდ მაღალ იდეალებზე ფიქრს დაივიწყებენ და ნამდვილი, რეალური ცხოვრებისეული მომენტებით დატკბებიან.


ტბის კუ
დაბადების წლები:  1946, 1958, 1970, 1982, 1994, 2006
აყვავების ხანა – შემოდგომა;
ხელსაყრელი რიცხვები – 8, 20, 32;
წინა ცხოვრების პროფესიები – ქვისმჭრელი, მქარგავი, გუშაგი, მებარგული, ოთხთვალას კონსტრუქტორი.
ბედი უღიმით მათ, ვისაც ძალუძთ, შექმნან რეალური წინაპირობა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. ეს კი იმისთვისაა საჭირო, რომ რისკის ფაქტორი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. მათ უყვართ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი ცხოვრების წესის თავად განსაზღვრა. არ ახასიათებთ ინტრიგები და ეშმაკობა. მათი აზრით, სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება სინაზეა, ამიტომ პარტნიორებს შეუძლიათ, დამშვიდდნენ, ისინი მათ არ უღალატებენ. ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა, მოჭარბებული ვნებების გაკონტროლება ვერ შეძლონ, ამიტომ უნდა ეცადონ და ყოველთვის შეინარჩუნონ ზომიერება.


ტყავის სამაჯური
დაბადების წლები:  1947, 1959, 1971, 1983, 1995
აყვავების ხანა – ზამთარი;
ხელსაყრელი რიცხვები – 9, 21, 33;
წინა ცხოვრების პროფესიები – კურტიზანი, მჭედელი, მოქანდაკე, დიპლომატი, ალქიმიკოსი, იარაღით მოვაჭრე.
მათ იზიდავთ ყველაფერი მისტიკური და შეუცნობელი. ჩაკეტილობისა და გულჩათხრობილობის პერიოდებს ხშირად ცვლის  გახსნილობისა და კომუნიკაბელურობის პერიოდები. ისინი ერიდებიან მარტო დარჩენას და ყოველთვის ცდილობენ, შეიძინონ ახალი მეგობრები.
საკუთარ შინაგან კომპლექსებს ისინი მალავენ თავხედური მომხიბვლელობის ნიღბის ქვეშ, არ უყვართ კონფლიქტები და აგრესია, თუმცა საკუთარი თავისა და შეხედულებების დაცვას მშვენივრად ახერხებენ. სიყვარულში ისინი დამოუკიდებლობასა და ღრმა სულიერ დამოკიდებულებას ერთდროულად ელოდებიან, თუმცა ასე არ ხდება, ამიტომ უმჯობესია, თუ გაარკვევენ და გადაწყვეტენ, კონკრეტული მომენტისთვის რა არის მათთვის უფრო საჭირო.


შავი კამეჩი
დაბადების წლები:  1948, 1960, 1972, 1984, 1996
აყვავების ხანა – ზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 10, 22, 34;
წინა ცხოვრების პროფესიები – მეომარი, მოხეტიალე მსახიობი, მთის გზამკვლევი, ქვის მთლელი.
ეს ადამიანები ყოველთვის სწორხაზოვნად მოქმედებენ, არ უყვართ შემოვლითი გზები და სიტუაციებიდან თავის დაძვრენა, ცდილობენ, ყველაფერი მანამდე გაარკვიონ, სანამ სიტუაცია საბოლოოდ აირ-დაირევა. სასიყვარულო ურთიერთობებში უყვართ დომინირება, რაც მათ პარტნიორებს ძალიან მოსწონთ. მათი სისუსტე საკუთარი უვნებლობის უსიტყვო რწმენაშია. ისინი ძალიან ფიცხები არიან, თუმცა ეს მათ მომხიბვლელსაც კი ხდის ხოლმე გარშემომყოფთა თვალში, რადგან ცხოვრებაში სერიოზულობა ყოველთვის საჭირო არ არის.


ახალი მთვარე
დაბადების წლები:  1949, 1961, 1973, 1985, 1997
აყვავების ხანა – გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 11, 23, 35;
წინა ცხოვრების პროფესიები – მეეტლე, ბებიაქალი, ხალიჩების მქსოველი, რელიგიური მოღვაწე, მონადირე.
ეს ადამიანები მეოცნებენი, ფხიზელნი და ძალიან ნაზები არიან, თუმცა ეს სინაზე და სიმშვიდე დიდხანს არ გრძელდება, რადგან ღამეს რიჟრაჟი მოსდევს და დღის შუქზე ისინი წარმოუდგენლად აქტიურები და ვნებიანები ხდებიან. მათი გრძნობები ერთდროულად რომანტიკული და უზრუნველი, თავისუფალი და მათრობელა, ნაღვლიანი და უსაზღვროდ ეჭვიანია. ისინი ცვალებადები არიან, რაც არცთუ ისე ცოტა პრობლემების მიზეზი ხდება. ამიტომ სასურველია, თუ ისინი უკეთესად შეძლებენ საკუთარი ხასიათის ცვლილებებს, რათა ახლობელ ადამიანებს გაუადვილდეთ მათთან ურთიერთობა.


მცხუნვარე მზე
დაბადების წლები:  1950, 1962, 1974, 1986, 1998
აყვავების ხანა – ზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 12, 24, 36;
წინა ცხოვრების პროფესიები – ასტრონომები, ამულეტების გამყიდველები, ხალიჩების მქსოველი, მონადირე, რელიგიური მოღვაწე.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები სიცოცხლისმოყვარულები არიან, ერთადერთი, რისიც მათ ეშინიათ, ეს თავისუფლების დაკარგვაა. მათი ხასიათის გაფუჭება ძალიან ძნელია. ისინი სტაბილურები არიან, ამიტომ მათზე დაყრდნობა და მათი ნდობა თავისუფლად შეიძლება. ნებისმიერ რთულ სიტუაციას, ისინი სწრაფად ასრულებენ საკუთარი თავის სასარგებლოდ. გრძნობებში ისინი ასევე სტაბილურები არიან, ამჟღავნებენ სამაგალითო ერთგულებას. ყოველთვის სწორხაზოვნად მოქმედებენ. ასაკთან ერთად ემატებათ სიმშვიდისა და უზრუნველობის განცდა. სასურველია, თუ საკუთარ თავს ხანდახან მცირედით მაინც გაახარებენ, რათა მათი ცხოვრება ძალიან მოსაწყენი არ გახდეს.


ბერი მაიმუნით
დაბადების წლები:  1951, 1963, 1975, 1987, 1999
აყვავების ხანა – გაზაფხული;
ხელსაყრელი რიცხვები – 11, 23, 35;
წინა ცხოვრების პროფესიები – მებორნე, კომედიანტი, მომღერალი, ყალბი ფულის მჭრელი, მკითხავი.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ხალისიანები და კომუნიკაბელურები არიან, დისკუსიები, კამათი, ურთიერთობების გარკვევა – ყველაფერი ეს მათ ნამდვილ სიხარულს ანიჭებთ. მათი ხასიათის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია. აქვთ ცოცხალი წარმოსახვის უნარი. ხალხს მათში მოსწონს გახსნილობა, სიმსუბუქე და უშუალობა. გრძნობებში ძირითადად ერთგულები არიან, არ შეუძლიათ ფლიდობა, ამიტომ მათ პარტნიორებს არ უნდა ეშინოდეთ. სასურველია, თუ ისინი სხვა ადამიანებს სიფრთხილით მოეკიდებიან, რადგან მათი სიცოცხლისადმი უპირობო ტკბობა, ყველას არ ძალუძს, გაიგოს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?