ასტროლოგები ამ მხრივ სამ ყველაზე ცვალებად ნიშანს გამოყოფენ:
ტყუპი – თავად ამ ნიშნის დუალობის გამო და დამატებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ტყუპი პლანეტა მერკურის მართვაშია, რომელიც თავის მხრივ, აზროვნება-კომუნიკაციის უნარზე აგებს პასუხს, ტყუპები ყველაზე ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ინდივიდები არიან. მათთვის რუტინა მოსაწყენია, ამიტომ ერთი და იმავე საქმის კეთება ტყუპზე დამღუპველ გავლენას ახდენს და ამის გამო შეიძლება, სერიოზულადაც დაავადდეს. შესაბამისად, ტყუპის დიდი ნაწილი გამუდმებით იცვლის ინტერესთა სფეროს, სამსახურს და იმიჯსაც კი. ასე ისინი კარგად ახერხებენ საკუთარი მაძიებელი ბუნების წარმოჩენას.
მშვილდოსანი – იდეალისტი, უსაშველოდ ოპტიმისტი და კიდევ უფრო უსაშველოდ უპასუხისმგებლო ნიშანია. მართალია, მშვილდოსნებს შორისაც ვხვდებით მოწესრიგებულ და სრულიად გაწონასწორებულ ინდივიდებს, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. ამიტომ ტიპურ მშვილდოსანს ინტერესთა გამუდმებული ცვლა, ახალ-ახალი იდეალების დევნა და თავისუფლების უდიდესი სიყვარული ახასიათებს. იგი ვერ იტანს გრაფიკს, რუტინას და ვიწრო მასშტაბებს. შესაბამისად, ხშირად იცვლის პროფესიულ მიმართულებას, ჰობის და გარემოცვას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებაში ახალ-ახალი შთაბეჭდილებები მიიღოს.
მერწყული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ დანარჩენ ორთან შედარებით, ყველაზე დაუმორჩილებელი და არაპროგნოზირებადი ინდივიდია. მერწყულს თავისუფლება ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს, ამიტომ სამსახური თავისი გრაფიკით, დედლაინებით და ა.შ., მისთვის ხშირად მიუღებელი და მტანჯველი მოვალეობაც კია. მერწყულის პროდუქტიულობა მისი თავისუფლების ხარისხზეა დამოკიდებულია. შესაბამისად, დამქირავებელს უნდა ახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის ადამიანები უმჯობესია ე.წ. „აუთსორსის” ტიპის სამსახურში დააკავოს.