12-18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

11 დეკემბერი 19:30, 2016 წელი

კვირის დღეებს სულიერ განვითარებას დაუთმობთ. როგორც კი საკუთარ თავში ღრმად გარკვევის სურვილს იგრძნობთ, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. მოძებნეთ გზები თქვენი შინაგანი სამყაროს გასაანალიზებლად და იმის  გასარკვევად, რა გიშლით ხელს ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში. ნუ იფიქრებთ, რომ, სანამ საკუთარი თავით ხართ დაკავებული, სამსახურებრივ საქმიანობაში კრიზისული მდგომარეობა წარმოგექმნებათ. ეს ნამდვილად არ მოხდება, უფრო მეტიც, თქვენი კარიერა და ფინანსები თქვენი ჩარევის გარეშეც აქტიურად განვითარდება. პირადი ცხოვრება მცირე სირთულეებს გიმზადებთ, თუმცა მისგანაც მალე განთავისუფლდებით.

ვერძი
კვირის განმავლობაში ვერძების სასიყვარულო კავშირი უფრო გამყარდება და გაძლიერდება. თუკი თქვენი ურთიერთობა ბეჭდით დამოწმებული არ არის, დიდი შანსია, რომ სწორედ უახლოეს დღეებში თქვენ და თქვენი რჩეული ქორწინების სახლს ესტუმროთ და საბოლოოდ დაქორწინდეთ. თუკი ჯერჯერობით სასიყვარულო ურთიერთობა არ გაკავშირებთ, ნუ ინერვიულებთ. დასვენების დღეებში თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ნაცნობობა შედგება და ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გადაიზრდება თქვენი ცხოვრების მთავარ რომანში. თქვენს ფინანსებსა და კარიერაში მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება, ამიტომ სასიხარულო ან საგანგაშო მიზეზი, უბრალოდ, არ გექნებათ.


 


კურო
კუროები კვირის განმავლობაში საბოლოოდ წამოაყენებენ წინა პლანზე ცხოვრების მთავარ პრიორიტეტებს. გადაწყვეტთ, რომ თქვენთვის ოჯახზე ძვირფასი არაფერია და მზად ხართ, ახლობელი ადამიანების კეთილდღეობას თქვენი გრანდიოზული კარიერა შესწიროთ. უარს იტყვით საზღვარგარეთ მივლინებაში წასვლაზე და თქვენს ამ საქციელს ოჯახის წევრები დიდად დააფასებენ. თქვენს ოჯახში ჰარმონიული ატმოსფერო დაისადგურებს, რომელსაც წვრილმანი კამათიც კი ვერ დაარღვევს. დასვენების დღეებს, მეორე ნახევართან ერთად, სახლიდან მოშორებით გაატარებთ. ამ პერიოდში თქვენი წყვილი რომელიღაც რთულ საკითხს გადაწყვეტს (გამორიცხული არ არის, ბავშვის დაბადებაზე დაფიქრდეთ).


 


ტყუპები
ამ კვირაში ტყუპებს ერთდროულად რამდენიმე მიზეზი გაუჩნდებათ აღსაფრთოვანებლად. მივლინებაში გამგზავრებას შემოგთავაზებენ და სახლისკენ მიმავალი იფიქრებთ, როგორ ახაროთ ოჯახის წევრებს ეს სენსაციური მოვლენა. გაიგებთ, რომ თქვენი ახლო ნათესავები მალე მშობლები გახდებიან ან უახლოეს დღეებში გესტუმრებათ ადამიანი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და წლებია, არ გინახავთ. მივლინებაში გამგზავრებამდე დარჩენილ დღეებს ამაღლებულ განწყობაზე გაატარებთ. როგორც კი სახლში დაბრუნდებით, თავით ჩაეფლობით სასიამოვნო საოჯახო საქმიანობაში, რაც მოახლოებული დღესასწაულის მომზადებას უკავშირდება.


 


კირჩხიბი
კირჩხიბებო, კვირის მანძილზე წარმოუდგენელ კარიერულ სიმაღლეებს მიაღწევთ და ამ დიდ გამარჯვებას ოჯახში მცირე უკმაყოფილებით დაასრულებთ. სამსახურში მნიშვნელოვნად დიდ დროს გაატარებთ, ვიდრე ჩვეულებრივ, რაც თქვენი ახლობლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. შეეცდებით, აუხსნათ მათ, რომ ასე გამეტებით მხოლოდ მათი კეთილდღეობისთვის შრომობთ, თუმცა, ამ არგუმენტს თქვენი ოჯახის წევრები სრულად უარყოფენ. სამსახურიდან სახლში დაბრუნებული უკმაყოფილო სახეებს დაინახავთ და ეს ფეთქებადი ატმოსფერო თქვენს განწყობაზე ნეგატიურად აისახება.


 


ლომი
საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში სრულ ჰარმონიას მოიპოვებთ. ადამიანი, რომელთანაც რამდენიმე წლის განმავლობაში კონფლიქტი გქონდათ, გულწრფელად მოგიხდით ბოდიშს. რა თქმა უნდა, აპატიებთ და მასთან მეგობრულ ურთიერთობას დაიწყებთ, თუმცა, ცოტაოდენ დისტანციას მაინც დაიჭერთ. კვირის მანძილზე თქვენს კარიერაში მნიშვნელოვანი მოვლენები არ შეინიშნება. ერთ-ერთი თქვენი კოლეგა ავად გახდება და მის ნაცვლად მოვალეობის შესრულება მოგიწევთ. ჩვეულებრივზე უფრო მეტად დაიღლებით, რასაც თქვენი ახლობლები შეამჩნევენ კიდეც. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, სამსახურიდან სახლში დაბრუნებული სიმშვიდითა და სიწყნარით დატკბეთ.


 


ქალწული
ქალწულები კვირის განმავლობაში საკუთარ ფიგურაზე ზრუნვას დაიწყებენ. უარს იტყვით იმ კერძების მიღებაზე, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მომატებას უწყობს ხელს და თქვენს რაციონს გამორჩეულად მსუბუქი პროდუქტებით გაამდიდრებთ. სამსახურის შემდეგ სპორტულ დარბაზს ეწვევით, რათა თქვენი სხეული უფრო მომხიბვლელი და მიმზიდველი გახადოთ. სულ მალე თავდაჯერებული გახდებით და ამასთანავე, თვალებში გამომწვევი ცეცხლი გაგიჩნდებათ, რომელიც საწინააღმდეგო სქესის მქონე პიროვნებას თქვენდამი განსაკუთრებულ ინტერესს გაუჩენს. მასთან დაახლოებას არ იჩქარებთ, რადგან მასში სერიოზულ ზრახვებს ვერ შენიშნავთ (თქვენ საიმედო პარტნიორი გჭირდებათ და არა დაუფიქრებელი ადამიანი).


 


სასწორი
სასწორები ვიღაც ადამიანის პირად საიდუმლოს გაიგებენ. ამ საიდუმლო საუბარში შემთხვევით აღმოჩნდებით და ეს თქვენთვის მძიმე ტვირთი გახდება.  საიდუმლოს ვინმესთვის გაზიარების საშუალება არ მოგეცემათ, ამიტომ სულ უფრო ხშირად მოიწყენთ და ახლობელ ადამიანებში მუდმივად უკმაყოფილო ადამიანის   შთაბეჭდილებას დატოვებთ. შესაძლოა, ამ საიდუმლომ ემოციურად მთლიანად დაგცალოთ და წონასწორობა დაგაკარგვინოთ. გადაწყვეტთ, გამოცდილ ფსიქოლოგს მიმართოთ მორალური ბალანსის დასაბრუნებლად. საბოლოოდ, ამ საკითხს წარმატებით და თან სწრაფად გადაწყვეტთ.


 


მორიელი
მორიელები ოჯახურ გარემოში ხელსაყრელი ფსიქოლოგიური კლიმატით დატკბებიან. თქვენს სახლში საბოლოოდ შეწყდება კამათი ყოფით თემებზე და კვლავ გაიხსენებთ, რას ნიშნავს იდილია. სამსახურშიც პოზიტიური ცვლილებები გელოდებათ. თქვენი დიდი ხნის მეტოქეს სამსახურიდან გააგდებენ და მის ნაცვლად მოვალეობის შესრულებას ის ადამიანი შეუდგება, რომელსაც პირველივე ნახვიდან მეგობარს უწოდებთ. კვირის განმავლობაში ერთადერთი თქვენი პრობლემა არასაკმარისი ფინანსები იქნება (ძვირად შეფასებული ნივთის შეძენის სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა, ოცნების რეალიზებისთვის თქვენი პირადი ბიუჯეტი არასაკმარისი აღმოჩნდება). 


 


მშვილდოსანი
მშვილდოსნები კვირის დღეებს დიდ ინფორმაციულ ნაკადში გაატარებენ, რომელიც თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შეეხება და რაც ყველა მხრიდან შემოგიტევთ.  მუდმივად რაღაცის გაანალიზებაში, განხილვასა და დალაგებაში იქნებით, თუმცა, მანამდე არ დაგავიწყდეთ იმ წყაროს სანდოობის გადამოწმება,  საიდანაც ეს ინფორმაცია მიიღეთ. ზოგადად, ეს კვირა დიდ უსიამოვნებას არ მოგიტანთ არც პირად ცხოვრებაში და არც კარიერაში. ფინანსურ საქმიანობაში კი სტაბილურად მშვიდი მდგომარეობა შენარჩუნდება.


 


თხის რქა
თხის რქებს კვირის მანძილზე ფულის სწორად გადანაწილება გაუჭირდებათ. შეიძენთ ძალიან ძვირად შეფასებულ ნივთს, თუმცა, თქვენი ოჯახი მალე აღიარებს, რომ ამ ნივთში თანხის „გადაყრა“ არ ღირდა. გააცნობიერებთ, რომ ეკონომიურ რეჟიმზე მოგიწევთ გადასვლა, რათა საოჯახო ბიუჯეტში ბალანსი აღადგინოთ. ეს თქვენი ერთადერთი პრობლემა იქნება უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში. თქვენი კარიერა სტაბილურად გაიზრდება. იმუნიტეტი სეზონური გაციებებისგან დაგიცავთ. ხოლო საყვარელი ადამიანი ზრუნვასა და სიყვარულს არ მოგაკლებთ.


 


მერწყული
მერწყულები ამ კვირაში საკუთარ ბუნებრივ შესაძლებლობებს გამოავლენენ. რთულია იმის თქმა, კონკრეტულად რომელ სფეროში გაგეხსნებათ ნიჭი (მთავარია, რომ ეს ნიჭი სასიამოვნოდ გაგაოცებთ თქვენც და თქვენს გარშემომყოფებსაც). გამორიცხული არ არის, რომ ყოველმხრივ მოისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა, რათა მოგვიანებით ის დამატებით შემოსავლის წყაროდ აქციოთ. ახლობელი ადამიანებისთვის  ნომერ პირველი პერსონა გახდებით და ეს ფაქტი ძალიან გაგახარებთ. მართალია, საკუთარ მოლოდინებს არ გაამართლებთ, მაგრამ თქვენი შინაგანი შიშის შესახებ არავის გაუმხელთ.


 


თევზები
თევზებს საკუთარი გარეგნობა ძალიან შეაშფოთებთ.  გადაწყვეტთ, ის ხარვეზები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში გქონდათ, მთლიანად გამოასწოროთ და ამ მიზნის რეალიზებისთვის მთელ თქვენს ძალისხმევას გამოიყენებთ. პარალელურად, პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობის სფეროს მოწესრიგებას შეუდგებით. ურთიერთობას გაწყვეტთ იმ ადამიანთან, რომელმაც წარსულში არაერთხელ მოგატყუათ და თქვენს ყურადღებას ძალიან მოკრძალებულ პიროვნებაზე გადაიტანთ. მის მიმართ გაცილებით მეტ ინტერესს იგრძნობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სულიერი ხასიათის მატარებელი იქნება, სექსუალურობაზე ოდნავი მინიშნების გარეშე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?