როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები?

ჰოროსკოპი

14 დეკემბერი 10:00, 2016 წელი

ზოგიერთი ქალისთვის თავის მოვლა და ჩაცმა-დახურვის საკითხი ლამის იდეა-ფიქსად ქცეულა, მაშინ როცა სხვები მაკიაჟს მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებენ… როგორც ასტროლოგები ამბობენ, ქალი იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოევლინა ქვეყანად, სპეციფიკურად და განსხვავებულად ავლენს მიდრეკილებას თავის მოვლისკენ…

ასე მაგალითად:
ვერძი ქალები
ექსპერიმენტის მოყვარულები არიან. ისინი ხშირად იცვლიან თმის ფერს და ვარცხნილობას. იმიტომ რომ, ვერძს ანატომიურად თავი შეესაბამება სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით.


რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს, ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სუნს, ამიტომ პირველ რიგში სხეულისა და კანის სიჯანსაღეზე ზრუნავენ. მათ უყვართ სხვადასხვა ტიპის მასაჟები და სპა-პროცედურები.


ტყუპი ქალები იშვიათად გამოირჩევიან საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტი ზრუნვის მოთხოვნილებით. მათ აქვთ განუმეორებელი შარმი, რომლის ხარჯზეც მინიმალური კოსმეტიკაც კი საოცრად ლამაზად აჩენს ქალი ტყუპის ვიზუალს. თუმცა, ისინი დიდი სიამოვნებით უვლიან ხელებსა და ფრჩხილებს. მოსწონთ ფერადი მანიკიური და ფრენჩი.


კირჩხიბი ქალები ხშირად განიცდიან ჭარბი წონის პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ კიბო კუჭით მართული ნიშანია. მათი დიდი ნაწილი ცდილობს იზრუნოს სილამაზეზე პირველ რიგში ჯანსაღი კვების მეშვეობით. ბევრი კირჩხიბი გადამეტებულად უვლის თმას, ხშირად ბებიას რეცეპტებით და არა ძვირად ღირებული შამპუნ-ბალზამებით.


ლომი ქალები ბუნებით პრანჭია ინდივიდები არიან. ამიტომ მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია ვიზუალურ იმიჯზე ზრუნვა. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებით ყველაზე ხშირად ლომები სარგებლობენ. იკეთებენ კანის გადაჭიმვას, ებრძვიან ნაადრევ ნაოჭებს და ცელულიტს.


ქალწული მაქსიმალური სისადავისა და ბუნებრიობის მომხრეა ყველაფერში. მას უყვარს საკუთარ სხეულზე ზრუნვა და საკუთარ რჩევებს ან გამოცდილებას სხვებსაც ახვევს თავს. მიმართავს რა ათასგვარი ტიპის დიეტას, დეტოქსიკაციის მეთოდებს და ა.შ.


სასწორი საოცრად პრანჭიაა. მისთვის ლამაზი სამოსი, აქსესუარები და ზოგადად შოპინგი საუკეთესო თერაპიის კურსს უტოლდება მნიშვნელობით. სასწორი ქალები ძალიან უვლიან თავს, ყოველთვის ლამაზად და მომხიბვლელად გამოიყურებიან ნებისმიერ ასაკში.


მორიელი ხშირ შემთხვევაში ერიდება ზედმეტ გადაპრანჭულობას. ამისთვის მას ხშირად არც დრო აქვს, არც სურვილი. თუმცა მის შემთხვევაში იდეალური გარეგნობის გარანტი სრულფასოვანი და ძალზე აქტიური სექსუალური ცხოვრებაა, რომელზეც ქალი მორიელი არასოდეს ეუბნება თავს უარს.


ქალი მშვილდოსანი ორი ტიპისაა: ერთი, რომელსაც ბიჭური ჩაცმულობითა და მიხრა-მოხრით იცნობთ, მეორე კი საოცრად დახვეწილი და პრანჭია. მშვილდოსანი ქალები ფიზიკური ფორმისა და სილამაზის შენარჩუნებას სპორტული აქტივობით და მუდმივი კარგი განწყობით ახერხებენ.


თხის რქა ქალები როგორც წესი ასაკის მატებასთან ერთად მშვენდებიან და ლამაზდებიან. თხის რქას უყვარს თავის მოვლა. ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მხრივ სახის კანსა და კბილებს აქცევს. რომელიც სხვათ აშორის ორივე სქესის თხის რქებს ერთ-ერთ სუსტ რგოლად აქვთ გამოვლენილი ჯანმრთელობაში.


მერწყული ქალები მსგავსად ტყუპისა, არ აქცევენ დიდ ყურადღებას თავის მოვლას. მათთვის ასევე დამახასიათებლია სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტის სიყვარული როგორც ვარცხნილობის, ისე ზოგადად საკუთარი გარეგნობის მიმართ. ბევრი მერწყული ატარებს ტატუს, იპარსავს თმას და ა.შ.


თევზი ქალები საოცრად ქალურები და ნაზები არიან. ისინი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ თავის მოვლას. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია კოსმეტიკისა და სუნამოს კარგი არჩევანი. ხშირად განსაკუთრებულად უვლიან სახის კანს და ხელებს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?