როგორ მივაღწიოთ წარმატებას კარიერაში - პასუხს თქვენი რიცხვი გეტყვით

ჰოროსკოპი

6 იანვარი 10:00, 2017 წელი

გამოთვალეთ ნუმეროლოგიური კოდი და შეიტყვეთ, რას აფასებენ თქვენში კოლეგები, რა უნდა შეცვალოთ მათთან დამოკიდებულებაში და რა დაგეხმარებათ კარიერაში წარმატების მიღწევაში... 

ნუმეროლოგიური კოდი რომ გამოვთვალოთ, უნდა შევკრიბოთ დაბადების დღის, თვისა და წლის რიცხვები.


დავუშვათ, ადამიანი დაიბადა 1975 წლის 1 ივნისს. გადავიყვანოთ ეს თარიღი ციფრებში: 1+9+7+5 (წელი) 1+6 (რიცხვი და თვე) = 29 = 2+9=11=1+1=2.


ამ ადამიანის დაბადების კოდი, ე. წ. სიცოცხლის ციფრი ყოფილა 2.

ქვემოთ იხილეთ დახასიათება თქვენი ციფრის, ანუ კოდის მიხედვით.


1. ლიდერი
ამბიციური და ქარიზმატული პიროვნება ხართ, სტრატეგიულად აზროვნებთ და არ გეშინიათ გადაწყვეტილებების მიღების. სწორედ ამ თვისებების გამო პრეტენზია უნდა გქონდეთ, ხელმძღვანელის თანამდებობაზე იმუშაოთ. დაეხმარეთ მათ, ვინც ნაკლებად წარმატებულია – ეს გაამყარებს თქვენს რეპუტაციას.
გაითვალისწინეთ: თქვენი ლითონი ოქროა. ამიტომ მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ, განსაკუთრებით – ოქროში ჩასმული ძოწი.


2. კოლექტივის სული და გული
ხასიათის სირბილე, სიკეთე და თანაგრძნობის უნარი – ეს წარმატების ძირითადი ინსტრუმენტებია. როდესაც პერსპექტიულ თანამდებობაზე თანამშრომლის დანიშვნა დასჭირდებათ, სწორედ თქვენზე შეაჩერებენ ყურადღებას, რადგან თქვენი უნარი – დაამყაროთ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა, ძალიან დასაფასებელია. წარმატებას მოგიტანთ ჯგუფური სამუშაო.
გაითვალისწინეთ: თქვენი ლითონი არის ვერცხლი და მისი ტარება წარმატებას მოგიტანთ, თუმცა ძვირფასი ქვები დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ – სასურველია, ატაროთ მთვარის ქვა ან ზურმუხტი.


3. გართობის მოყვარული
სიცოცხლის მოყვარული ხართ და გიყვართ გართობა. თუ თქვენი სამუშაო არ არის დაკავშირებული შოუბიზნესთან, მაშინ თქვენი არასტანდარტული მიდგომა საქმისადმი შესაძლოა, ხელმძღვანელობას არ მოეწონოს. ენერგია მიმართეთ თქვენი კომპანიის კორპორაციული საღამოებისკენ – ასეთ შემთხვევაში ნამდვილად დააფასებენ თქვენს ნიჭს. შეეცადეთ, არაკეთილისმსურველებთანაც კი მოაგვაროთ ურთიერთობა.
გაითვალისწინეთ: ატარეთ ოქროში ჩასმული ტოპაზი – ეს წარმატებას მოგიტანთ.


4. იდეების გენერატორი
თქვენ ბევრი იდეა გიჩნდებათ, თუმცა მხოლოდ უახლოესი გარემოცვა ხედავს, როგორი საინტერესოა ისინი. უკონფლიქტო პიროვნება ხართ, თუმცა სამსახურში მეგობრულ ურთიერთობებს სარგებელი იშვიათად მოაქვს. საერთოდ, მარტო მუშაობისას უფრო პროდუქტიული იქნებით. სამუშაო ადგილის ხშირ ცვლას აზრი არ აქვს, რადგან თქვენი ძალა სწორედ სტაბილურობაშია.
გაითვალისწინეთ: სასურველია, ატაროთ ქრიზოპრაზი, ე. წ. კატის თვალი ან ვეფხვის თვალი.


5. ავანტიურისტი
თქვენთვის იოლია ერთი საქმიდან მეორეზე გადართვა. მეგობრები ვერც კი ასწრებენ თქვენი პროფესიებისა და სამუშაო ადგილების თვლას. კარიერისადმი ასეთი მიდგომა, ცხადია, არ მოგცემთ მოწყენის საშუალებას, მაგრამ საეჭვოა, წარმატებას მიაღწიოთ. ნუ მიუდგებით საქმეს ზედაპირულად. შეეცადეთ, იპოვოთ საკუთარი თავი და დაკავდეთ ერთი საქმით.
გაითვალისწინეთ: ატარეთ ზურმუხტი ან მწვანე ფერის ქვები – ნეფრიტი, აქატი, მალაქიტი ან მწვანე იასპი.


6. შემოქმედებითი პიროვნება
თქვენთვის მნიშვნელოვანია, რა შთაბეჭდილებას ტოვებთ გარშემომყოფებზე. ზოგჯერ შეგიძლიათ, სასურველი რეალობად გაასაღოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამას სხვების აღტაცება მოჰყვება. კოლექტივი აფასებს თქვენს კეთილშობილებასა და ტაქტიანობას. მართალია, არ ოცნებობთ მმართველ თანამდებობაზე, მაგრამ შეგიძლიათ, წარმატებით დაიკავოთ იგი. ყველაზე დიდ წარმატებას ხელოვნების სფეროში მიაღწევთ.
გაითვალისწინეთ: წარმატებას მოგიტანთ მთის ბროლი. 


7. უშტატო თანამშრომელი
მოუსვენარი და შთაგონებული ხართ. სხვების წარმატება გიბიძგებთ ახალი მიღწევებისკენ, მაგრამ, საბედნიეროდ, შეგიძლიათ, ისე ააგოთ ურთიერთობები, რომ კონკურენტები და მოშურნეები არ გაიჩინოთ. გაქვთ უნარი, კარგად გაერკვეთ გარემოებებში და იოლად აუღოთ ალღო ვითარებას. შეგიძლიათ, მოძებნოთ თავისუფალი გრაფიკის სამუშაო, რადგან ოფისში დილიდან საღამომდე ჯდომა თქვენი სტილი არ არის. რადგან იმპულსური ხართ, შორს დაიჭირეთ თავი ხელმძღვანელობისგან.
გაითვალისწინეთ: თქვენთვის სასიკეთო იქნება ვერცხლში ჩასმული ცირკონის ან ციტრინის ტარება.


8. დიპლომატი
არ ხართ კარგი რიგითი თანამშრომელი, მაგრამ კარგი ხელმძღვანელის ბევრი თვისებით გამოირჩევით. განა თქვენი ბრალია, რომ ხელმძღვანელობა ნაკლებად კომპეტენტურია თქვენზე?! თუმცა გყოფნით სიბრძნე და არ წარმოაჩენთ ხოლმე თქვენს უპირატესობას. აკონტროლებთ ემოციებს და ყოველთვის ისე იქცევით, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ, მაგრამ ამას ისე აკეთებთ, ხელმძღვანელობას უჩნდება განცდა, რომ თვითონ გადაწყვიტეს ყველაფერი. ეს სტრატეგია კარიერაში წარმატებას მოგიტანთ.
გაითვალისწინეთ: ატარეთ წითელი ფერის ქვები – ლალი და მარჯანი.


9. საიმედო და შრომისმოყვარე
თქვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფრის არსს ბოლომდე ჩასწვდეთ. ხელმძღვანელობა აფასებს თქვენს საიმედოობასა და შრომისმოყვარეობას. შესაძლოა, ორიგინალური იდეებით არ გამოირჩეოდეთ, მაგრამ შეუპოვრობა და მოთმინება მიზნამდე მიგიყვანთ. ყოველთვის იცავთ თქვენს თვალსაზრისს, რის გამოც თანამშრომლებთან კონფლიქტიც მოგდით. ამასთანავე, გაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც სამუშაოს დაუდევრად და არასრულფასოვნად ასრულებენ. იყავით უფრო დამთმობი და შეიძინეთ სამსახურში მოკავშირეები. მათი დახმარება ხშირად დაგჭირდებათ.
გაითვალისწინეთ: ატარეთ ლურჯი საფირონი, მუქი აქატი ან გამჭვირვალე ტოპაზი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?