თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს რომელ ნიშანს რით „იყიდი“?

fun time

12:06 შაბ. 28 მაისი, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

14
დაკოპირებულია

„ყველა საქონელს თავისი მუშტარი ჰყავს“ - ეს ფრაზა, ალბათ, გაგიგიათ და ასეც გახლავთ რეალობაში. თუმცა ვინ, როდის, რაზე და რა შემთხვევაში „იყიდება“, ამას კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიური შტრიხები და ცხოვრებისეული იდეოლოგია განაპირობებს, რომელსაც, სხვათა შორის, დიდწილად განსაზღვრავს ზოდიაქოს ნიშანიც.

ასე მაგალითად:

ვერძის გადმობირება შეიძლება, ლიდერობას თუ არ შეეცილებით და თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებთ თქვენს გარემოცვაში.

კურო პირდაპირპროპორციულად იყიდება კომფორტზე, ფულსა და კარგ საკვებზე.

ტყუპის „ყიდვა“ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მეშვეობით გამოგივათ. ხშირად დააინტრიგეთ იგი.

კირჩხიბს მარტივად „იყიდით“, თუკი მისი ოჯახის წევრების და მეგობრების სიმპათიას მოიპოვებთ.

ლომის „ყიდვა“ ცოტა რთული და ძვირი საქმეა, მაგრამ, თუ მას ერთპიროვნულ ძალაუფლებას შესთავაზებს ვინმეს, ალბათ, დაფიქრდება.

ქალწული შეგიძლიათ მოწესრიგებულობით, პატიოსნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით „იყიდოთ“. თუ ამ თვისებებს დაანახვებთ, იგი გვერდიდან აღარ მოგიცილებთ.

სასწორს სითბოთი, გალანტურობითა და ტკბილეულით „იყიდით“.

მორიელს მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგით „იყიდით“, რაც უფრო გვიან გაუხსნით კარტებს და დაინახავს, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ, რეალურად მით მეტად ძვირფასი იქნებით მისთვის.

მშვილდოსნის „ყიდვა“ ოპტიმისტ ადამიანს შეუძლია. იგი არასოდეს გაგცვლით სხვაზე, თუკი მიხვდა, რომ მუდმივად იღიმით, ალალი და კეთილი ხართ.

თხის რქას პრინციპული ხასიათით, მიზანდასახულობით და პროფესიული მიღწევებით „იყიდით“.

მერწყულის „ყიდვა“ თუ გინდათ, უნდა მისცეთ თავისუფლება და უნდა იყოთ კრეატიული ყველაფერში.

თევზებს გულთბილობით, თანაგრძნობითა და მზრუნველობით „იყიდით“.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოქმედებს მარგალიტი ადამიანზე...

მარგალიტის თვისებები

მათ ჭკუაში ვერ აჯობებთ - ყველაზე გო...

ზოდიაქოს ნიშნების
დახასიათება

ასტროლოგებმა 2024 წლის ყველაზე იღბლ...

კურო - 2024 წლის ყველაზე
იღბლიანი ნიშანი

ნუმეროლოგია: გაიგეთ, რისი ნიჭი გაქვ...

ნუმეროლოგია - რისი ნიჭი
გაქვთ

გამოთვალეთ, კვირის რომელ დღეს დაიბა...

გამოთვალეთ, კვირის რომელ
დღეს დაიბადეთ

რას მალავს ზოდიაქოს თითოეული ნიშანი...

რას მალავს ზოდიაქოს
თითოეული ნიშანი
სხვებისგან?

როგორი იქნება 2024 წელი ზოდიაქოს თი...

2024 წლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს
თითოეული ნიშნისთვის

2024 წლის ნუმეროლოგიური პროგნოზი თქ...

2024 წლის ნუმეროლოგიური
პროგნოზი

რისი წელია 2024 - აღმოსავლური ჰოროს...

რისი წელია 2024