რა უნდა ვისწავლოთ ბედნიერებისთვის – ასტროლოგების რჩევები

ჰოროსკოპი

9 იანვარი 10:00
324

ასტროლოგები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტულ რჩევას აძლევენ...

ვერძმა სიფიცხე, უტაქტობა უნდა მოიშოროს. მეტი დიპლომატია და მოთმინება ისწავლოს.


 


 


კურომ სიჯიუტეს უნდა მოუკლოს. სიახლეების მიმართ შიშის დაძლევაც აუცილებელია მისთვის.


 


ტყუპს ზედაპირულობა და არამდგრადი ხასიათი უფუჭებს საქმეს. მეტი დაკვირვება და სტაბილურობა არ აწყენდათ.


 


 


კირჩხიბს კი დეპრესიულობა, წუწუნის სიყვარული და სიძუნწე აქვს დასაძლევი ხასიათში.


 


 


ლომს ამპარტავნებისკენ მიდრეკილება, ნარცისიზმი და სხვების აზრის უპატივცემულობა უტეხს ხშირად სახელს.


 


 


ქალწულს ზედმეტი კრიტიკულობა, მეწვრილმანეობა და ემოციური სიცივე აზარალებს ხოლმე.


 


 


სასწორისთვის კი უდიდესი ნაკლია მერყეობა. მან უნდა ისწავლოს ყველას მოსმენა და გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღება.


 


 


მორიელს აგრესიულობა, შურისმაძიებლის ბუნება და ბოღმის წლობით გულით ტარების ჩვევა უშლის ხელს ბედნიერებაში.


 


 


მშვილდოსანს - დემაგოგია, უპასუხისმგებლობა და გადამეტებული ოპტიმიზმი.


 


 


თხის რქას მორალისტობას, სნობიზმსა და ემოციურ სიცივეს საყვედურობენ ყველაზე ხშირად.


 


 


მერწყულს კი – გადამეტებულ ექსცენტრიკულობას, დამოუკიდებლობის სიყვარულსა და სხვების აზრის იგნორირებას.


 


 


თევზებს ხასიათში ზედმეტი სენტიმენტალიზმი, მელანქოლია და ხათრიანობა აქვთ დასაბალანსებელი.