9 მითი ტყუპების შესახებ

იცით თუ არა...

20 იანვარი 15:00, 2017 წელი

საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ოჯახში ტყუპს ელოდება. 

1. მითია, რომ ტყუპები ყოველ მომდევნო თაობაში იბადებიან. მართალია, ტყუპების გაჩენისკენ მიდრეკილება გენეტიკურია, მაგრამ აუცილებელი არაა, რომ ეს მიდრეკილება ყოველ მომდევნო თაობაში გამოვლინდეს. 

2. მითია, რომ ტყუპები აუცილებლად საკეისრო კვეთის შედეგად იბადებიან.
სინამდვილეში ბევრი გინეკოლოგი ტყუპების შემთხვევაში ნაკლებ საკეისრო კვეთას აკეთებს, ვიდრე ერთი ბავშვის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საკეისრო კვეთის ალბათობა იზრდება ტყუპების რაოდენობასთან ერთად, მაგრამ ორი ბავშვის შემთხვევაში, თუ სხვა გართულებები არაა, ქალს თავისუფლად შეუძლია, დამოუკიდებლად იმშობიაროს.

3. მითია, რომ ყველა ტყუპი დღენაკლული იბადება. რა თქმა უნდა, ტყუპების შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის რისკი მაღალია, მაგრამ აუცილებელი არაა, ყველა ტყუპი დროზე ადრე დაიბადოს. ჩვეულებრივ, ფეხმძიმობის ვადა 40 კვირაა, მაგრამ გამოცდილი გინეკოლოგები ამბობენ, რომ ტყუპების შემთხვევაში 37 კვირაც დასაშვებია.

4. მითია, რომ ტყუპებს ერთნაირი გენები და ქრომოსომები აქვთ. ერთი კვერცხუჯრედიდან დაბადებულ ტყუპებს ნამდვილად ერთნაირი გენები და ქრომოსომები აქვთ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, გენეტიკურად იმაზე მეტად არ ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე სხვა და-ძმები. ცნობისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, ტყუპებს განსხვავებული თითის ანაბეჭდები აქვთ.

5. მითია, რომ ტყუპები ხასიათით განსხვავდებიან და თუ ერთი მშვიდია, მეორე აუცილებლად მოუსვენარი იქნება. სინამდვილეში,ხასიათით ტყუპები დანარჩენი და-ძმებისგან არაფრით განსხვავდებიან. უბრალოდ, მათ გამუდმებით ერთმანეთს ადარებენ, ამიტომ ცდილობენ, საკუთარი განსხვავებულობა დაამტკიცონ. ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. ყველაფერი გაცილებით გამარტივდება, თუ არ დავივიწყებთ, რომ  თითოეული მათგანი დამოუკიდებელი პიროვნებაა.

6. მითია, რომ უფროსი ტყუპი ყველაფერში პირველია, უმცროსი კი მაჩანჩალა. ტყუპების ამ ქვეყანაზე მოვლინებას შორის სხვაობა რამდენიმე წუთია. ამ დროში რაიმე მნიშვნელოვანი ვერ მოხდება. მით უმეტეს ისეთი, რაც პიროვნების განვითარებაზე იმოქმედებდა.

7. მითია, რომ ტყუპები „ექსტრასენსები“ არიან და ერთმანეთს შორ მანძილზეც გრძნობენ, რაც მეცნიერულად არ დასტურდება. ტყუპები ერთმანეთის გვერდით დიდ დროს ატარებენ და ბუნებრივია, ზოგჯერ ერთმანეთის აზრების გამოცნობაც შეუძლიათ. ეს უფრო ინტუიციას წააგავს, თუმცა თავად ტყუპები ყველას არწმუნებენ, რომ ეს მითი კი არა, რეალობაა.

8. მითია, რომ სკოლაში მიყვანისას, ტყუპები აუცილებლად უნდა დააცილონ - თუ ტყუპებს ერთმანეთს მანამდე დააცილებენ, სანამ ისინი დამოუკიდებლობას მიეჩვევიან, სწავლაზე კონცენტრირებას ვერ შეძლებენ.

9. მითია, რომ გარეგნული მსგავსების გამო, ტყუპების გარჩევა შეუძლებელია. აბსოლუტურად იდენტურ ტყუპებსაც კი რთულად შესამჩნევი, მაგრამ განსხვავებები აქვთ: ხალი, ყურის ფორმა, ღიმილის მანერა და ა.შ. განსხვავება რომ დაინახოთ, ტყუპები უკეთ უნდა გაიცნოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?