ბიუსტჰალტერების ღობე - მოვლენა, რომელსაც ახსნა არა აქვს

იცით თუ არა...

14 იანვარი 15:00, 2017 წელი

სამყაროში არცთუ იშვიათია უცნაური და აუხსნელი მოვლენები. ალბათ, ასეთად უნდა ჩაითვალოს 1999 წელს, ახალ ზელანდიაში მდებარე კარდრონის ველზე გაბმული მავთულხლართის ღობეზე ოთხი ფერადი ბიუსტჰალტერის გამოჩენა.

არავინ იცის, ვინ და რა მიზნით ჩამოკიდა ბიუსტჰალტერები, თუმცა ამ უცნაური მოვლენის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა.

მალე ღობეზე ბიუსტჰალტერების რაოდენობამ მატება დაიწყო.
თებერვლის ერთ სუსხიან დილას, როცა ბიუსტჰალტერების რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა, მშვენიერი სქესის ფერადი აქსესუარები ისევე უცნაურად გაქრა, როგორც გამოჩნდა, რაც ადგილობრივ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

მედიაში ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მავთულხლართის ღობეზე ახალი ბიუსტჰალტერები გამოჩნდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იმატებდა.
2000 წლის ოქტომბერში, როცა ბიუსტჰალტერების რაოდენობამ 200-ს მიაღწია, იგივე განმეორდა - ვიღაცის უჩინარმა ხელმა მავთულხლართის ღობე საფუძვლიანად გაასუფთავა.
მეორე დღეს კი ჭრელაჭრულა ბიუსტჰალტერების ახალი ასხმულები გამოჩნდა. 2006 წელს ბიუსტჰალტერების რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა და კარდრონის ველზე უამრავი ტურისტი მიიზიდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები  ამ თავშესაქცევმა ამბავმა ძალიან გაამხიარულა. ადგილობრივი მწყემსი ჯონ ლი, რომელიც ბიუსტჰალტერების ღობის არაოფიციალურ მცველად იქცა, ამტკიცებს, რომ ღობის სიახლოვეს დატოვებული ჩანაწერების 90% პოზიტიურია და ადგილი, რომელიც მანამდე არავის აინტერესებდა, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მიმზიდველ ადგილად იქცა. თუმცა ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ბიუსტჰალტერების ღობეს მძღოლებისთვის პოტენციურ საფრთხედ განიხილავდნენ და ამტკიცებდნენ, რომ რეგიონში მცხოვრებელი იაპონელი სტუდენტებისა თუ სხვა აზიური და აფრიკული კულტურის წარმომადგენლებისთვის ასეთ „ღირსშესანიშნაობასთან“ ახლოს ცხოვრება შეურაცხმყოფელია.  

2006 წლის 28 აპრილს ადგილობრივმა საბჭომ ბიუსტჰალტერების ღობე სიმახინჯედ და მძღოლებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადა და მისი ლიკვიდაციის განკარგულება გასცა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მყისიერი პროტესტი და მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 7400 ცალი ბიუსტჰალტერისგან შემდგარი ჯაჭვის გაბმა მოჰყვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?