მალე სახლის დალაგებას გონების ძალით შევძლებთ!

იცით თუ არა...

9 იანვარი 15:00, 2017 წელი

კარგია თუ ცუდი, სადავო საკითხია, მაგრამ დიდი ხანია, კაცობრიობა ადამიანის აზრის წაკითხვაზე ოცნებობს. ამ მიმართულებით, და არამხოლოდ, მსოფლიო მეცნიერებას გამაოგნებელი მიღწევები აქვს.

ჟიულ ვერნის ოცნება მალე ახდება, თანაც დედამიწის გარშემო მოგზაურობისთვის 80 დღე კი არა, 90 წუთიც საკმარისი იქნება. ამერიკისა და ბრაზილიის საჰაერო ძალები მუშაობენ კონსტრუქციის შექმნაზე, რომელიც დედამიწას საათ-ნახევარში შემოუვლის. სავარაუდოდ, ის მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასაც შეძლებს. კოსმოსურ საფრენ აპარატზე მუშაობა, რომელიც ჩვეულებრივი თვითმფრინავივით აფრინდება და დაეშვება, დიდ ბრიტანეთშიც მიმდინარეობს.

პროთეზი, რომელიც ტვინიდან წამოსული სიგნალებით იმართება, უკვე არსებობს. ამჟამად, მხოლოდ სისტემის სრულყოფა დარჩა.

დღეს ყოვლისშემძლე ინფორმაციული სისტემები არსებობს. მხოლოდ ინტერნეტი რად ღირს, თუმცა, მეცნიერება ამაზე გაჩერებას არ აპირებს. წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ ყველაფერზე, რაც თქვენი მხედველობის არეში მოხვდება. მეცნიერებმა ამ ტექნოლოგიის პროტოტიპი უკვე წარმოადგინეს. ის ვებკამერის ჰიბრიდის, პროექტორისა და სმარტფონისგან შედგება. დაახლოებით, 2100 წლისთვის, ან უფრო ადრე,  გაჯეტები უფრო პატარა და მოხერხებული გახდება და მათ გარეშე სახლიდან აღარავინ გამოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ასწლეული ახლახან დაიწყო, მედიცინის სფეროს ბევრი კარგი სიახლე მოუტანა. 2006 წელს ბრიტანელმა მედიკოსებმა შეძლეს ჭიპლარიდან აღებული ღეროვანი უჯრედებისგან პირველი ხელოვნური ღვიძლი „გაეზარდათ“. არის მოსაზრება, რომ იმავეს გაკეთება გულზეც შესაძლებელია. ზრდასრული ადამიანის თვალიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით შესაძლებელი გახდა უსინათლო ადამიანისთვის მხედველობის დაბრუნება და ეს მხოლოდ დასაწყისია.
 
მიმდინარეობს მუშაობა მარცვლოვანი კულტურებისა და სხვა მცენარეების სრულყოფაზე. სელექციონერები ცდილობენ, მოსავლის დანაკარგი მინიმუმამდე შეამცირონ და მნიშვნელოვნად გაზარდონ პროდუქციის შემოსავალი.

მეცნიერები ცდილობენ ქათმის ბუმბულისგან შექმნან პლასტიკატი, რომელიც ბუნებრივ გარემოში დაიშლება და გარემოს არ დააზიანებს. 

გეოინჟინერია ბოლო დროის ერთ-ერთი თანამედროვე მიმდინარეობაა, რომლის განვითარებაზე უამრავი მეცნიერი ზრუნავს. მათ წარმოადგინეს სრულიად განხორციელებადი იდეა. კერძოდ: ატმოსფეროს ზედა ფენაში სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებისგან შექმნილი ღრუბლის „გაშვება“, რომელიც მზის სხივების ნაწილს აირეკლავს და გლობალურ დათბობას ხელს შეუშლის.

ბოლო დროს ხშირია საუბარი დედამიწაზე „პერსონალური მზის“ შექმნაზე. როგორც ამბობენ, მინიატურულ „საწვავის აბში“, რომელიც ენერგიის ეფექტურ წყაროდ იქცევა, კონცენტრირებული იქნება უზარმაზარი ლაზერული დანადგარებიდან წარმოქმნილი სხივები. 

მეცნიერების ვარაუდით, უახლოეს 10 წელიწადში შესაძლებელი იქნება ხელოვნური ტვინის შექმნა. პროფესორი მარკრამი 2005 წლიდან ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ტვინის შექმნას. მეცნიერთა ჯგუფმა უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია. შორს არ არის ის დღე, როცა ხელოვნური ტვინი უკვე რეალობად იქცევა.


კარგია თუ ცუდი, სადავო საკითხია, მაგრამ დიდი ხანია, კაცობრიობა ადამიანის აზრის წაკითხვაზე ოცნებობს. ამ მიმართულებით, მეცნიერებმა გარკვეულ წინსვლას უკვე მიაღწიეს - მათ შეუძლიათ, ნახევარი წუთით ადრე განსაზღვრონ, როდის დაუშვებს ადამიანი შეცდომას. ადამიანმა ისწავლა გონების ძალით რობოტის მართვა და კომპიუტერზე ბეჭდვა. ამჟამად მეცნიერები თავს იმტვრევენ, რომ გონების ძალით შეტყობინების გაგზავნა, სამუშაოს დღიური ნორმის წამებში შესრულება და არეული ოთახის დალაგება შეძლონ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?