მსოფლიოში ერთადერთი ქალი, რომელმაც საკეისრო ოპერაცია თავად გაიკეთა!

იცით თუ არა...

12 იანვარი 15:00
39

ეს ამბავი 2000 წელს, მექსიკაში მოხდა! 

მექსიკელმა გლეხის ქალმა ინეს რამირესმა, რომელსაც სამედიცინო განათლება არასოდეს მიუღია, 2000 წელს საკუთარ თავს საკეისრო ოპერაცია ჩაუტარა და ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა.
როცა ქალაქიდან 80 კილომეტრით დაშორებულ დაბაში მცხოვრებმა ექვსი შვილის დედამ მშობიარობის მოახლოება იგრძნო, მისი ქმარი, მეგობრებთან ერთად, სოფლის დუქანში სვამდა, ბებიაქალი კი მათი სოფლიდან 50 კილომეტრის დაშორებით ცხოვრობდა.
ქალი საშინელ ტკივილებს 12 საათის განმავლობაში უძლებდა, შემდეგ კი ანესთეზიისთვის არაყი დალია, ხის დაბალ სკამზე ჩამოჯდა და... სამზარეულოს ჩვეულებრივი დანა მუცელზე დაისვა...
მბჟუტავი სანთლის შუქზე ქალმა რბილი ქსოვილების გაკვეთა და საშვილოსნომდე ჩასვლა მოახერხა. სანამ გონებას დაკარგავდა, ინესმა ბავშვი მუცლის ღრუდან ამოიყვანა და ჭიპლარი გადაჭრა. როცა ქალი გონზე მოვიდა, უკვე თენდებოდა, ამიტომ ინესმა უფროსი შვილი, 6 წლის ბენიტო  მეზობელ დასახლებაში დახმარებისთვის  გაგზავნა. ექიმბაშმა ჭრილობა ჩვეულებრივი ნემსით და ძაფით გაკერა. შემდეგ დედა-შვილი ცხენით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამჟამად ინესი და მისი შვიდივე შვილი თავს მშვენივრად გრძნობენ.