მთვარის საიდუმლო - რატომ შეწყვიტეს ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა მთვარეზე ფრენები?

იცით თუ არა...

8 თებერვალი 15:00, 2017 წელი

1969 წლის 20 ივლისს ამერიკელი ასტრონავტები, ნილ არმსტრონგის მეთაურობით, კოსმოსურ ხომალდ „აპოლო 11“-ით მთვარეზე გაფრინდნენ. არმსტრონგმა, თავის პარტნიორ ედვინ ოლდრინთან ერთად, დედამიწის ერთადერთ თანამგზავრზე, დაახლოებით, ორ საათ-ნახევარი დაჰყო. ენ ქარნანი კი უკანასკნელია, ვინც 1972 წლის დეკემბერში „აპოლო 17“-ით დედამიწისკენ გამოემართა.

არმსტრონგის გაფრენიდან უმოკლეს დროში ამერიკელებმა მთვარეზე გაფრენები შეწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის ქალაქისა და კოსმოდრომის აშენებას ბევრი არაფერი აკლდა.

მას შემდეგ, 45 წლის განმავლობაში, მთვარეზე აღარავინ გაფრენილა, რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, რატომ დაკარგეს ამერიკელმა და საბჭოთა კოსმონავტებმა მთვარის მონახულების სურვილი? რა იმალება ასეთი გადაწყვეტილების უკან - კონკრეტული საფრთხე ხომ არა?

ოფიციალური ვერსიის გარდა, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, არსებობს კიდევ ერთი, არაოფიციალური ვერსია, რომელსაც გულმოდგინედ მალავენ.
მთვარის საიდუმლოს გარშემო არსებულ წყვდიადში სინათლის მცირეოდენი სხივი შეიტანა NASA-ს (აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო) ყოფილი თანამშრომლების - ცნობილი კონსტრუქტორის მორის შატლენის, აკადემიკოს ბერჟესა და პროფესორ ვალეს ნაამბობმა.
შატლენი ავტორია წიგნისა „ჩვენი კოსმოსში მოგზაური წინაპრები“. ბერჟემ და ვალემ კი „საიდუმლოებათა წიგნი“ გამოსცეს.

1963 წელს ამერიკელმა ასტრონავტებმა მთვარეზე მოძრავი გიგანტური მანათობელი ობიექტები შენიშნეს. მათი სიგრძე - დაახლოებით 5 კმ, ხოლო სიგანე 300 მეტრი იყო.
ფლეგსტაფის ობსერვატორიამ ასეთი 31 გიგანტური და უამრავი მომცრო ობიექტი დააფიქსირა.
1968 წელს, „აპოლო 2-ის“ გაფრენამდე, „ნასამ“ მთვარის ანომალიების ცნობარი გამოაქვეყნა, სადაც ნახსენები იყო გიგანტური გუმბათები, კრატერები, კედლები და სხვადასხვა ფერის გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც უეცრად  ჩნდებოდა და უჩინარდებოდა. მთლიანობაში დასახელებული იყო 570 აუხსნელი მოვლენა.

ერთ-ერთმა ყველაზე სანდო ექსპერტმა, NASA-ს ყოფილმა დირექტორმა კრისტოფერ კრაფტმა ჰიუსტონის ფრენების მართვის ცენტრთან „აპოლო 11“-ის მთვარის მისიის ასტრონავტების არმსტრონგისა და ოლდრინის საუბრის ჩანაწერი გაასაჯაროვა:
ასტრონავტები: ეს გიგანტური რაღაცებია... არა, ეს ოპტიკური ილუზია არ არის.
მართვის ცენტრი: რა... რა ჯანდაბა ხდება თქვენთან?
ასტრონავტები: ისინი ზედაპირის ქვეშ არიან.
მართვის ცენტრი: ვინ და სად?
ასტრონავტები: ჩვენ რამდენიმე სტუმარი დავინახეთ. ისინი ცოტა ხნით შეყოვნდნენ და მოწყობილობები შეამოწმეს.
მართვის ცენტრი: თქვენი ბოლო შეტყობინება გაიმეორეთ.
ასტრონავტები: მე ვამბობ, რომ აქ სხვა კოსმოსური ხომალდები იმყოფებიან. ისინი მწყობრად არიან განლაგებული კრატერის მეორე მხარეს.
მართვის ცენტრი: გაიმეორეთ... გაიმეორეთ!
ასტრონავტები: უფლება მოგვეცით, ამ სფეროს ზონდირება მოვახდინოთ... 625-დან 5-მდე... ავტომატური რელე შევაერთე. ხელები ისე მიკანკალებს, რომ არაფრის კეთება არ შემიძლია. ამ წყეულმა კამერებმა რამე რომ გადაიღონ, მერე რა ვქნათ?
მართვის ცენტრი: შეგიძლიათ გამოსახულების გადაღება?
ასტრონავტები: ყველა ფირი გაფუჭებულია, მეტი არ გვაქვს.
მართვის ცენტრი: კონტროლი აღადგინეთ. მათ ხედავთ? ამოუცნობი მფრინავი ობიექტიდან ხმები ისმის?
ასტრონავტები: ისინი აქ დაეშვნენ. ისინი აქ არიან და გვაკვირდებიან.
მართვის ცენტრი: სარკეები... შეგიძლიათ მათი დარეგულირება?
ასტრონავტები: დიახ, ისინი საჭირო ადგილზე არიან, მაგრამ მას, ვინც ეს ხომალდები განალაგა, შეუძლია, ხვალ ისინი მოაშოროს სამუდამოდ.

2006 წელს, მთვარეზე გაფრენიდან 37 წლის შემდეგ, ტელეარხმა „დისქავერიმ“ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „აპოლონ 11“ - გაუმხელელი საიდუმლო“. ფილმში 76 წლის ოლდრინი ჰყვება:
„უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის გამჟღავნება „ნასამ“ აგვიკრძალა. ილუმინატორიდან სფეროსმაგვარ მფრინავ ობიექტს ვხედავდით, მაგრამ ყვირილი არ დაგვიწყია, რადგან ვიცოდით, რომ მილიონობით ადამიანი გვისმენდა“.

მათ შორის, ვინც მთვარეზე სიცოცხლის არსებობაზე საუბრობდა, ამერიკელი ასტრონავტების გარდა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეზიდენტის ყოფილი კონსულტანტი ფარიდა ისკიოვეტი, სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი მარკ ჰებერი, სამხედრო დაზვერვის სერჟანტი ვილარდ ვანაილი და მრავალი სხვა ადამიანი იყო.
ცნობილმა ექსპერტმა ალიტზერ პრაიზმა საჯაროდ განაცხადა მთვარეზე 12 მილის სიგრძის, ხელოვნური წარმოშობის „ხიდის“ არსებობის შესახებ, რომელიც 1950 წელს, გაურკვეველი მიზეზების გამო, ისევე გაუჩინარდა, როგორც გაჩნდა.

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის 1960-იანი წლების კოსმოსური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ორბიტაზე ყოფნის ახალი რეკორდის დამყარებას, საჰაერო ხომალდის პოზიციაზე გასვლისთანავე შეწყდა.
ცალკეული მკვლევარები ამტკიცებენ, რომ საბჭოთა კოსმონავტები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ალყაში მოექცნენ, რომლებმაც უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი ბურთივით აათამაშეს.
პანიკაში ჩავარდნილმა კოსმონავტებმა ფრენების მართვის ცენტრიდან დაუყოვნებლივ უკან დაბრუნების ბრძანება მიიღეს.

მეცნიერები იმასაც ამტკიცებენ, რომ 50-იან წლებში დედამიწაზე გამოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების უმეტესობა მთვარეზე ბრუნდებოდა.
მათი გადაადგილების ტრაექტორიას არიზონისა და ნევადის უდაბნოებში განლაგებული სათვალთვალო კომპლექსების საშუალებით ადევნებდნენ თვალს. სერჟანტმა ვილარდ ვანაილმა სამხედრო დაზვერვაში მუშაობის პერიოდში მთვარის ზედაპირზე მოძრავი ვერცხლისფერი კოსმოსური აპარატის ფოტოების გადაღება შეძლო. ამო-ს ზომების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ ის იყო მზის სისტემებსა თუ გალაქტიკებს შორის ათასობით ადამიანის (თუ არსების) ხანგრძლივი დროით ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი საბაზო ხომალდი.

1985 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა გორდონ კუპერმა განაცხადა, რომ აშშ-ს რადარები ყოველდღე აფიქსირებენ სამხედროებისთვის უცნობ მფრინავ ობიექტებს.

მთვარეზე ფრენების შეწყვეტის არაოფიციალური ვერსიების გარდა, არსებობს ოფიციალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ფრენები სიძვირისა და მიზანშეუწონლობის გამო შეწყდა, რადგან „ნასამ“ 6 ექსპედიციის მანძილზე ყველაფერი გაარკვია, რაც უნდოდა და შეეძლო, ხოლო სამეცნიერო კვლევების ჩატარებისთვის, რაც მიწაზეც შესაძლებელია, მთვარეზე გაფრენა აუცილებელი არ იყო. მით უმეტეს, რომ თითოეული გაფრენა მილიონობით დოლარი ღირს, მთელი პროგრამა კი ათობით მილიონი დოლარი ჯდება.

1973 წელს გადამზიდმა რაკეტამ „სატურნი-5“-მა (რომელსაც „აპოლოს“ ხომალდები გადაჰქონდა) ორბიტაზე კოსმოსური სადგური „Skylab“ გაიყვანა და ორბიტალური სადგურების ეპოქა დაიწყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მალე მთვარეზე გაფრენები ისევ განახლდება, რადგან ახალი მიზანი გაჩნდა: ადრე მიზანი კოსმოსური სხეულის შესწავლა იყო, ახლა კი მისი ათვისება იქნება.

ასე რომ, თუ არაოფიციალური ვერსია სიმართლეს არ შეესაბამება, შესაძლოა, უახლოეს ხანებში მთვარეზე ადამიანი ისევ ვიხილოთ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?