მეტეოროლოგ ჯეისონ ჰენსფორდის თქმით, მოხუცმა, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა, რადიოთი მოისმინა გაფრთხილება ტორნადოს მოახლოების შესახებ და საიმედო სამალავის ძებნა დაიწყო. საბოლოოდ, არჩევანი აბაზანაზე შეაჩერა და ტორნადოს მოლოდინში კომფორტულად მოკალათდა.
ტორნადომ მას შემდეგ, რაც სახლს ცალი მხარე მოაგლიჯა, საპირფარეშოს შეუტია, აბაზანა წყალგაყვანილობის მილებიდან მოგლიჯა და, დიასახლისთან ერთად, ტყისკენ წაიღო.
საბოლოოდ, მოხუც ქალბატონს გაუმართლა - აბაზანით ფრენის შემდეგ ის ტყიდან სახლში უვნებლად დაბრუნდა, - ამბობს ჯეისონ ჰენსფორდი, რომელიც მომხდარის შემდეგ ქალს ესაუბრა.