საკნატუნო ამბები

ქვეყანა, სადაც მდიდრის სასჯელს, ფულის სანაცვლოდ, ღარიბი იხდის

fun time

14:00 ოთხ. 21 ივლისი, 2021 წელი

ციხე ჩინეთში

14
დაკოპირებულია

ეს ხუმრობა არ არის. ზოგიერთი მდიდარი მსჯავრდადებული დუბლიორს ქირაობს, რომელიც მის ნაცვლად იხდის სასჯელს და ეს სასჯელი შეიძლება სიკვდილით დასჯაც კი იყოს(❗), გაჭირვებული ოჯახის უფროსი კი მზადაა, შვილების უზრუნველი მომავლისთვის თავი გაწიროს.

მსჯავრდადებულის ჩანაცვლების პრაქტიკა ჩინეთის კულტურის ნაწილი საუკუნეების მანძილზე იყო. პოლიციის სტატისტიკის თანახმად, ასეთი შემთხვევები მასიური არ არის, თუმცა არც იშვიათობაა.

ჯერ კიდევ 1899 წელს ჩინური სამართლის სფეროში მოღვაწე ერნესტ ალებასტერი წერდა, რომ მოსამართლეები დამნაშავეებს დუბლიორის აყვანას უკრძალავენ, თუმცა ასეთი ფაქტი მაინც ბევრია.

რამდენიმე წლის წინათ პეკინში საშინელი ავტოავარია მოხდა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.
ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე ერთ-ერთი უდიდესი საავადმყოფოს დირექტორი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი თანამშრომლის მამა დაითანხმა, რომ სოლიდური კომპენსაციის სანაცვლოდ, ციხეში მის ნაცვლად ჩამჯდარიყო.

მეორე შემთხვევაში, ადამიანმა, რომელიც მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა და მოტოციკლისტის სიკვდილის მიზეზი გახდა, დუბლიორის დაქირავება 8000 დოლარად შეძლო.

სახლების დემონტაჟზე მომუშავე კომპანიის დირექტორმა სახლის უკანონოდ დანგრევისთვის მისჯილი ვადის მოხდა ერთ-ერთ თანამშრომელს შესთავაზა და ციხეში გატარებული ყოველი დღისთვის 31 დოლარის გადახდაზე შეუთანხმდა.

სულ ახლახან, ჩინური პრესა განიხილავდა რეზონანსულ საქმეს, რომელიც 20 წლის მდიდარ ყმაწვილს ჰუ ბინს ეხებოდა. საკუთარი ავტომობილით მოძრავი ახალგაზრდა ქალაქ ხანჩჟოუში ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და ადგილზე მოკლა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის მისვლის დროს ჰუ ბინი და მისი მეგობრები სიგარეტს ეწეოდნენ და იცინოდნენ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. სასამართლოს წინაშე, რომელმაც ავტოხულიგანს 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ჰუ ბინის ნაცვლად, მისი დუბლიორი გამოცხადდა.

ამ შემთხვევამ ჩინელების პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. დუბლიორის გარდა, მოქალაქეები უჩვეულოდ მსუბუქ სასჯელს აპროტესტებდნენ, რადგან მსგავსი დანაშაულისთვის ჩინეთში სიკვდილით სჯიან.

დუბლიორით სარგებლობის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მკვლელობაში ბრალდებულ ქალ გუ კაილაის ეხება. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელმა უკვე დაიქირავა ქალი, რომელიც სასიკვდილო განაჩენს მის ნაცვლად მიიღებს.

ჩინეთში დამნაშავის დუბლიორით ჩანაცვლების პრაქტიკა, რომელსაც ბიუჯეტში დიდი ფული შეაქვს, იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას სპეციალური სახელი შეურჩიეს. „დინ ძეი“ ჩინურად დანაშაულის შემცვლელს ნიშნავს.

პოლიციის ზოგიერთ თანამშრომელს ასეთ პრაქტიკა საკმაოდ ეფექტურად მიაჩნია. მათი აზრით, დამნაშავის დუბლიორით ჩანაცვლების დროს, ნამდვილი დამნაშავეც ისჯება, რადგან საკუთარი დანაშაულის საბაზრო ღირებულების გადახდა უწევს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“