რა ხდება ორგანიზმში ბოლო ღერის მოწევიდან 20 წუთის შემდეგ?

იცით თუ არა...

3 მარტი 15:00, 2017 წელი

სიმსივნურ დაავადებებთან ბრძოლის ამერიკულმა საზოგადოებამ სპეციალური სქემა შეიმუშავა, რომელიც სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს ასახავს.

ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მწეველობის „სტაჟისა“ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანისთვის მონაცემი სხვადასხვა იყოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თქვენი ორგანიზმი სიგარეტისთვის თავის დანებების წამიდან გაჯანსაღებას იწყებს. ასე, მაგალითად:


20 წუთის შემდეგ
უკანასკნელი სიგარეტის მოწევიდან 20 წუთის შემდეგ, ორგანიზმში აღდგენის პროცესი იწყება. წნევა და პულსი ნორმაში დგება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევის პროცესი და კიდურების ტემპერატურა ნორმას უბრუნდება.


8 საათის შემდეგ
ცნობილია, რომ სიგარეტის მოწევა იწვევს სისხლში ჟანგბადის დონის კლებას და აფერხებს ტვინისა და კუნთების ნორმალურ მუშაობას. მოწევის შეწყვეტიდან 8 საათის შემდეგ, სისხლში ნახშირჟანგის დონე იკლებს, ხოლო ჟანგბადის დონე იზრდება. ნაკლებად გამოხატულია მწეველისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (სპეციფიკური სუნი პირის ღრუდან, ხველება, ქოშინი და ა.შ.).


24 საათის შემდეგ
ორგანიზმი პრაქტიკულად ნორმალურ რეჟიმში ბრუნდება. სისხლში ნახშირჟანგის შემცველობა, საბოლოოდ, ნორმას უბრუნდება და გულის შეტევის შანსი მცირდება. მოწევის პერიოდში ორგანიზმში დაგროვილი ლორწო და ტოქსიკური ნივთიერებები ფილტვებიდან ნელ-ნელა გამოდის და სუნთქვა უფრო თავისუფალი ხდება. მოწევის პერიოდში დაზიანებული ნერვული დაბოლოებები ნელ-ნელა აღდგენას იწყებს.


72 საათის შემდეგ
ბრონქები თითქმის სრულიად თავისუფალია და სუნთქვა გაადვილებული. სისხლის შედედების მაჩვენებელი ნორმას უბრუნდება და თრომბების წარმოქმნის რისკი მცირდება.


2-დან 3 კვირამდე
ფილტვების სასიცოცხლო მაჩვენებელი 30%-ით იზრდება.


1-დან 9 თვემდე
ჯანმრთელობა შესამჩნევად გაუმჯობესებულია. ფილტვების ნორმალურად მუშაობასთან ერთად, მცირდება ინფექციური და გრიპოზული დაავადებების რისკი.


1 წლის შემდეგ
ნიკოტინის გარეშე კარდიოლოგიური დაავადებების რისკი, მწეველებთან შედარებით, ორჯერ მცირდება.


5 წლის შემდეგ
მავნე ჩვევაზე უარის თქმის შემდეგ, ყოფილ მწეველს, რომელიც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს მოიხმარდა, ორჯერ უმცირდება ფილტვების, პირის ღრუს, ყელის ან საჭმლის მომნელებელი ორგანოების კიბოთი დაავადების რისკი.


ათი წლის შემდეგ
უკანასკნელი სიგარეტის გადაგდებიდან 10-15 წლის შემდეგ გულის დაავადებათა გაჩენის რისკი არამწეველი ადამიანის მონაცემებს შეესაბამება და ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის ერთადერთი უპირატესობა არ გახლავთ. რაც უფრო ხანგრძლივი და ძლიერი იყო ნიკოტინზე თქვენი დამოკიდებულება, მით მეტი დრო სჭირდება ორგანიზმს სრული რეაბილიტაციისთვის, თუმცა კარგი საქმის დაწყება არასოდეს არის გვიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?