თავაზიანობის საზღაური - როგორ გადაუხადა მოხუცმა სტუმარმა სასტუმროს კლერკს მადლობა?

იცით თუ არა...

6 მარტი 15:00, 2017 წელი

ეს ამბავი მე-20 საუკუნის ფილადელფიაში მოხდა და რაღაცით კონკიას ზღაპარს წააგავს, თუმცა მოქმედი გმირები სრულიად რეალური ადამიანები არიან. ერთ წვიმიან დღეს მოხუცი ცოლ-ქმარი ფილადელფიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში შევიდნენ და თავისუფალი ნომრის მიღების იმედით სარეგისტრაციო მაგიდას მიუახლოვდნენ.

- თავისუფალი ნომერი გაქვთ? - იკითხა მოხუცმა.
სასტუმროს ახალგაზრდა თანამშრომელმა წყვილს გაუღიმა და უთხრა:
- სამწუხაროდ, ყველა ნომერი დაკავებულია, მაგრამ ღამით, წვიმაში ქუჩაში ვერ დაგტოვებთ და ჩემს ოთახს შემოგთავაზებთ. ეს, რა თქმა უნდა, ლუქსი არ არის, მაგრამ მოსვენებას შეძლებთ. 


სასტუმროს კლერკის გულისხმიერებით მოხიბლულ მოხუცებს მისი შეწუხება არ სურდათ, მაგრამ მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ შეთავაზებას დასთანხმდნენ.


დილას მოხუცი მამაკაცი კლერკს სასტუმროს ფოიეში შეხვდა და უთხრა:
- თქვენგან ამერიკის საუკეთესო სასტუმროს მენეჯერი დადგებოდა. იქნებ, ოდესმე ავაშენო ასეთი სასტუმრო თქვენთვის.
გაოცებულმა კლერკმა მოხუცს შეხედა და ორივეს გულიანად გაეცინა.
სანამ სასტუმროს დატოვებდნენ, ცოლ-ქმარი კიდევ დიდხანს ესაუბრა ახალგაზრდას. ეგოისტებითა და არამზადებით სავსე სამყაროში ასეთ თავაზიან და გულისხმიერ ყმაწვილთან შეხვედრა მოხუცებისთვის ძალიან სასიამოვნო იყო.


ორი წელი გავიდა და კლერკს მომხდარი თითქმის დაავიწყდა, როცა მოხუცისგან წერილი მიიღო. ის ორი წლის წინანდელ ამბავს ახსენებდა და ნიუ-იორკში ჩასვლას სთხოვდა. კონვერტში, წერილთან ერთად, თვითმფრინავის ბილეთი იდო.  



ნიუ-იორკში ჩასულ ახალგაზრდას მოხუცი დახვდა, რომელმაც მეხუთე ავენიუზე მიიყვანა და ახალაშენებული, თვალისმომჭრელად ლამაზი შენობა დაანახა:

- აი, სასტუმრო, რომელიც თქვენთვის ავაშენე.
- ალბათ, ხუმრობთ... - გაოცდა კლერკი.
- გარწმუნებთ, ეს ხუმრობა არ არის, - მიიღო პასუხად.


მოხუცი მამაკაცი „ასტორიას“ ქსელის სასტუმროების მეპატრონე და მილიონერი უილიამ ასტორი იყო, თვალისმომჭრელი  შენობა - ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო „ვალდორფ-ასტორია“, ხოლო ახალგაზრდა კლერკი სასტუმროს პირველი მმართველი ჯორჯ ბოლდტი გახლდათ.


 


 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?