როგორ იხსნა „ხრუშოვკებმა“ მილიონობით ადამიანი საყოფაცხოვრებო კატასტროფისგან?

იცით თუ არა...

10 მარტი 15:00, 2017 წელი

თბილისში გაჩაღებული სამშენებლო ბუმის მიუხედავად, საბჭოთა ეპოქის სავიზიტო ბარათად ქცეული „ხრუშოვკები“ დღემდე ბევრ უბანში გვხვდება.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, „ხრუშოვკები“ 30 წელზე გათვლილი, დროებითი საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც უფრო მყარად ნაშენები, კომფორტული სახლები ჩაანაცვლებდა.  
ბევრს ჰგონია, რომ „ხრუშოვკის“ სახელწოდება, სკკპ გენერალური მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელს უკავშირდება, რომლის დროსაც ქვეყნის მასშტაბით ოთხ და ხუთსართულიანი სახლების მშენებლობა დაიწყო.

სინამდვილეში, „ხრუშოვკა“ რუსული სიტყვა „трущоба“-დან მომდინარეობს, რაც ქალაქის განაპირას მდებარე, ღარიბი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ უბანს ნიშნავს.

„ხრუშოვკის“ შექმნის იდეა ინჟინერ დიმიტრი ლაგუტენკოს ეკუთვნოდა. ეს იყო მყარი აგურისგან ნაგები შენობა, რომლის კედლის სიგანე - 35 სმ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,48 სმ იყო (პირველსა და ბოლო სართულებზე 20 სმ-ით ნაკლები).

ესთეტიკური თვალსაზრისით, ოთხ და ხუთსართულიანი შენობები საერთო კომუნიკაციების მქონე „კომუნალკებზე“ და პირქუშ „ბარაკებზე“ უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა, თუმცა ესთეტიკურობაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ სახლებმა შეძლო იმ დროს არსებული საყოფაცხოვრებო კრიზისის დაძლევა.

1956 წელს სკკპ ცენტრალურმა კომიტეტმა „საცხოვრებლის განვითარების შესახებ“ დადგენილება მიიღო და მთელი ქვეყნის მასშტაბით „ხრუშოვკების“ მშენებლობა გაჩაღდა.
პირველი სახლი 1958 წელს ქალაქ კიევში აშენდა, უკანასკნელი კი - 1970 წელს მინსკში.
მშენებლობა 12 წელიწადს გაგრძელდა და საბჭოთა კავშირის (მათ შორის საქართველოს) მოსახლეობის 54%-ის დაბინავება მოხერხდა.
1964 წელს ახლად აშენებულ „ხრუშოვკებში“ 54 მილიონი ადამიანი შეასახლეს. ხუთი წლის შემდეგ კი ამ ციფრმა 127 მილიონს მიაღწია.
„ხრუშოვკები“ იმდროინდელი ქალაქური ცხოვრებისთვის იდეალური იყო: ინდივიდუალური ბინები საკუთარი სანიტარიული კვანძით და ცენტრალური გათბობით, „ბარაკებთან“ და „კომუნალკებთან“ შედარებით, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

სახლები ტიპური პროექტებით შენდებოდა და ყოველგვარი არქიტექტურული ზედმეტობისგან თავისუფალი იყო. პროექტის მიხედვით, ბინაში მხოლოდ ერთ ოჯახს უნდა ეცხოვრა.
თითოეულ მოსახლეზე, დაახლოებით, 8 კვადრატული მეტრი იყო გათვალისწინებული. ერთი და იგივე ოთახი დღისით სასადილოდ და სამუშაოდ, ღამით კი საძინებლად გამოიყენებოდა.

პირველ „ხრუშოვკებს“ ფიქალის სახურავები ჰქონდა. მოგვიანებით ის ბიტუმის სახურავებმა ჩაანაცვლა. 50-70-იან წლებში  „ხრუშოვკები“ ისე შენდებოდა, რომ მათ შორის დიდი დაშორება იყო დატოვებული, რადგან, ნორმატივის თანახმად, ბირთვული ომის ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში, დაზიანებულ სახლს მეორე არ უნდა დაეზიანებინა და სამაშველო სამსახურებს მოქალაქეებამდე მისვლა თავისუფლად უნდა მოეხერხებინათ.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო „ხრუშოვკების“ და ტიპური კორპუსების ექსპერიმენტული პროექტის სახლებით ჩანაცვლების პროცესი. მიუხედავად ამისა, 50-60-იან წლებში განხორციელებული საბინაო რეფორმა დღემდე სოციალური საცხოვრისის ყველაზე მასშტაბურ პროექტად რჩება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?