იცით თუ არა

ვინ არის ქალი პლაკატზე „დედა სამშობლო გვიხმობს“

fun time

14:00 კვი. 8 აგვისტო, 2021 წელი

დედა სამშობლო გვიხმობს

14
დაკოპირებულია

მეორე მსოფლიო ომის დაწყების პირველივე დღეებში მოსკოვის ცენტრალურ მოედანზე გამოჩნდა პროპაგანდისტული დატვირთვის პოლიტიკური პლაკატი, რომელიც ძალიან მალე მთელმა ქვეყანამ აიტაცა.

პლაკატის „დედა სამშობლო გვიხმობს“ ავტორი ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი ირაკლი მოსეს ძე თოიძე იყო, ხოლო პლაკატზე გამოსახულ „დედა სამშობლოს“ მისი ცოლი თამარ თოიძე განასახიერებდა.

მოგვიანებით მხატვარმა გაიხსენა, რომ პლაკატის შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მასთან სახელოსნოში ცოლი შეიჭრა. „ომი დაიწყო“, - ყვიროდა აღელვებული ქალი და ღია კარში მდგარს ხელი უკან, ქუჩისკენ ჰქონდა გაშვერილი. მისმა გამომეტყველებამ მხატვარი მონუსხა, გაუნძრევლად გაჩერება სთხოვა და პლაკატის პირველი მონახაზი გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ თოიძის ძარღვებში ესპანური, გერმანული, პოლონური და ებრაული სისხლი ჩქეფდა, ალბათ, მასზე კარგად ვერავინ შეძლებდა, გამოეხატა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი ემოცია, რომელიც უკან გაწვდილი ხელით ხალხს სამშობლოს დაცვისკენ მოუწოდებს.

პლაკატის სახელწოდება „დედა სამშობლო“ მხატვარს თავისი საყვარელი პოეტის ანდრეი ბელის ლექსის სტრიქონებმა შთააგონა.

პლაკატს საოცარი ძალა აღმოაჩნდა და აქტუალურობა მთელი ომის მანძილზე შეინარჩუნა. საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად უამრავი საბჭოთა ჯარისკაცი „დედა სამშობლოს“ მცირე ზომის ესკიზს გულის ჯიბით დაატარებდა.

ოთარ თოიძის პლაკატმა სათავე დაუდო ომის თემატიკაზე გამოშვებულ სააგიტაციო-პროპაგანდისტულ ბეჭდვით მასალებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი