ოპიუმით მოგებული ომი - როგორ მოახერხეს ინგლისელებმა თურქების „დაბოლება“?

იცით თუ არა...

22 მარტი 15:00
768

პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა. 1917 წელს დიდი ბრიტანეთის არმია პალესტინაში თურქებს ებრძოდა. ხანგრძლივი და დამქანცველი ბრძოლის მიუხედავად, თურქები თავს კარგად იცავდნენ...

სწორედ ამ დროს გამოცდილ ინგლისელ მზვერავს რიჩარდ მაინერცჰაგენს თავში მტრის სწრაფად და უდანაკარგოდ დამარცხების იდეა მოუვიდა.
გაიგო რა, რომ თურქებს სიგარეტის დეფიციტი ჰქონდათ, მან მზაკვრული გეგმა მოიფიქრა.
გეგმის თანახმად, ბრიტანელებმა 10 000 კოლოფი სიგარეტი იყიდეს, თითოეული კოლოფი შეახვიეს ქაღალდში, რომელშიც მოწინააღმდეგეს დანებებას სთავაზობდნენ და თვითმფრინავიდან მტრის პოზიციებზე ჩაყარეს.

თურქებმა მოულოდნელი საჩუქარი ფრთხილად გახსნეს, სიგარეტი დანიშნულებისამებრ გამოიყენეს, მოწოდებები გადაყარეს და ბრძოლა გააგრძელეს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ინგლისელებმა ტრიუკის გამეორება გადაწყვიტეს, თუმცა ამჯერად თურქებისთვის გაგზავნილ სიგარეტში თუთუნის ნაცვლად, ოპიუმი იყო შეხვეული.
მეორე დღეს, შეტევაზე გადასულ ინგლისელებს თურქებმა, პრაქტიკულად, ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ჯარისკაცების უმეტესობას მიზანში სროლა კი არა, ფეხზე დგომაც არ შეეძლო.
ბრიტანეთის არმიამ ბრძოლაში უდანაკარგოდ გაიმარჯვა.