რატომ აბარებენ მილიონობით ახალ მანქანას ჯართში?

იცით თუ არა...

25 მარტი 15:00, 2017 წელი

სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკის დოვლათი პლანეტის მოსახლეობაზე არათანაბრად ნაწილდება - მსოფლიოს ერთ კუთხეში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მეორეში კი უზარმაზარ ავტოსადგომებზე მილიარდობით დოლარის ღირებულების ახალთახალი მანქანები იჟანგება.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ავტომანქანების რაოდენობა (10 მლრდ) ადამიანების რაოდენობას აჭარბებს, რადგან 2009 წლიდან ავტომწარმოებლებმა საჭიროზე მეტი პროდუქციის გამოშვება დაიწყეს.
ამავე მიზეზით, მსოფლიოში გაუსაღებელი მანქანების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.


ეკონომისტები ამტკიცებენ, რომ მოსახლეობას ახალი ავტომობილების შესაძენი თანხა აღარ აქვს და ის დრო, როცა ოჯახი ყოველწლიურად ახალ მანქანას ყიდულობდა, დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა.
ამჟამად, ადამიანები ახალი მანქანის შეძენას ძველის შეკეთებასა და ფაქიზად მოვლას არჩევენ.


გაუსაღებელი მანქანებისთვის ავტოსადგომების მოსაწყობად მწარმოებლებს ყოველწლიურად, ჰექტრობით მიწის ფართობების შეძენა უწევთ, თუმცა უზარმაზარი ზარალის მიუხედავად, „ჩაწოლილი პროდუქციის“ შეღავათიან ფასად გაყიდვა არ სურთ, რადგან გაუსაღებელი მანქანებზე ფასის დაკლებამ შეიძლება ძვირად ღირებული მანქანების გაყიდვა შეამციროს.


ავტომწარმოებლებს არც კონვეიერის გაჩერება შეუძლიათ, რადგან ეს ქარხნების დახურვას და სამსახურიდან ათასობით მუშის გაშვებას გამოიწვევს. ამასთანავე, მანქანათმშენებელი ქარხნების დახურვას „დომინოს პრინციპით“ სხვა ქარხნების დახურვაც მოჰყვება - ფოლადსასხმელი, საბურავების მწარმოებელი და ავტომობილების ნაწილებზე მომუშავე.


ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, მანქანათმშენებელი ქარხნები იძულებული არიან, ყოველკვირეულად ათიათასობით მანქანა გამოუშვან, რომელთა უმეტესობა ავტოსადგომზე დაჟანგვისთვის არის განწირული.


ორწლიანი დგომის შემდეგ ავტომობილის ძრავის ამუშავება მისი დაზიანების გარეშე თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ავტომწარმოებელს ერთადერთი გამოსავალი რჩება - მანქანა ნაწილებად დაშალოს ან დაპრესოს და ჯართში ჩააბაროს.


დიდ ბრიტანეთში, სვინდონის პროვინციაში ავტომობილების სასაფლაოა, სადაც ასიათასობით ავტომანქანა ჯართის ჩამბარებელ პუნქტში თავის რიგს ელის.


რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს მდებარე ასაფრენ ზოლზე ევროპიდან შემოყვანილი ათასობით ავტომობილი დგას და... ისინი არავის სჭირდება!


ყოველდღიურად საფრანგეთიდან ინგლისში ათიათასობით ახალთახალი „სიტროენის“ მარკის ავტომობილი გადაჰყავთ, რადგან საფრანგეთში მათი პარკირებისთვის ადგილი აღარ დარჩა.


მსოფლიოში „მანქანის სასაფლაოების“ რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - მილიონობით ახალი ავტომობილი კონვეიერიდან იმისთვის ჩამოჰყავთ, რომ სამუდამოდ ავტოსადგომზე დააყენონ, სადაც წლების განმავლობაში, მზისა და წვიმის ზემოქმედების შედეგად დაიჟანგება და ფერფლად იქცევა.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?