ტრაგიკულად დასრულებული საპირველაპრილო ხუმრობები

იცით თუ არა...

1 აპრილი 15:00, 2017 წელი

ალბათ, ყველაზე კარგი ის ხუმრობაა, რომელიც ცუდი შედეგით არ მთავრდება, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს რუბრიკაში მოხვდნენ, საპირველაპრილო ხუმრობაზე აშკარად სხვა წარმოდგენა ჰქონდათ...

1980 წლის 1-ელ აპრილს ქალაქ ბელოგორსკში მთლიანად დაიწვა ქალაქის სახანძრო ნაწილი.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ცრუ გამოძახებებით შეწუხებულმა მეხანძრეებმა გადაწყვიტეს, ზარებისთვის ყურადღება აღარ მიექციათ და ნარდის თამაში დაიწყეს. მეხანძრეებს ეღიმებოდათ, როცა მათი ნაწილის სიახლოვეს გამვლელი მოქალაქეები ხელით ნაწილში გაჩენილი ხანძრისკენ ანიშნებდნენ.
ამასობაში ცეცხლის ალი გაძლიერდა, თუმცა ქარს ბოლი საპირისპირო მიმართულებით მიჰქონდა, ამიტომ როდესაც მეხანძრეებმა ცეცხლი შენიშნეს და ნარდის თამაშს თავი დაანებეს, ძალიან გვიან იყო.
საბედნიეროდ, ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა სახანძრო ნაწილის შენობა მთლიანად ფერფლად იქცა.
საბოლოოდ, ნაწილის უფროსი და ყველა მეხანძრე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი შემთხვევა 1946 წელს ჰავაიზე მოხდა. მეტეოროლოგებმა 1-ელ აპრილს წყნარ ოკეანეში მატერიკისკენ მოძრავი უზარმაზარი ცუნამი შენიშნეს და მოსახლეობა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, მაგრამ უმეტესობამ ეს გაფრთხილება საპირველაპრილო ხუმრობად მიიჩნია და ყურადღება არ მიაქცია. მხოლოდ მაშინ, როცა მოახლოებული ცუნამი საკუთარი თვალით იხილეს, ჰავაელები ექსტრემალურ ევაკუაციას შეუდგნენ, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. ცუნამის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.

ყველაზე ტრაგიკული საპირველაპრილო ხუმრობა ისრაელის სპეცსამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის. 1986 წლის 1-ელ აპრილს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელმა გადაწყვიტა, მოწინააღმდეგე შიიტების რადიკალური ორგანიზაციის ამალის წევრებს გახუმრებოდა. მან შეადგინა ანგარიში, სადაც შიიტების ლიდერის ნაბი ბერის მკვლელობის შესახებ განაცხადა. ამ დროს ისრაელი და ლიბანი უკვე ომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ლიბანელებმა და პალესტინელებმა საპირველაპრილო ხუმრობა დაიჯერეს და მასობრივი არეულობა მოაწყვეს, რა დროსაც ათობით ადამიანი დაზარალდა.
მიუხედავად იმისა, რომ ხუმარა აგენტი 35 დღით გისოსებს მიღმა მოათავსეს, ბეირუთი ამ საპირველაპრილო ხუმრობას დღემდე საინფორმაციო პროვოკაციად აფასებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?