თვითმფრინავის მგზავრი შხამიანმა მორიელმა დაკბინა

იცით თუ არა...

18 აპრილი 15:00
148

ეს უცნაური შემთხვევა ამერიკის ავიახაზების Boeing 737-ის მიერ განხორციელებულ რეისზე მოხდა. თვითმფრინავი ამერიკული ჰიუსტონიდან კანადის მიმართულებით მიფრინავდა.

დაზარალებულის მეუღლის თქმით, ისინი მშვიდად საუბრობდნენ, როცა მის ქმარს სალონში მოთავსებული ბარგის განყოფილებიდან თავზე უზარმაზარი მორიელი დაეცა.
პანიკაში ჩავარდნილმა მამაკაცმა მორიელი მგზავრებისთვის განკუთვნილ პატარა მაგიდაზე მოისროლა, შემდეგ კი მისი თვითმფრინავის გასასვლელისკენ გადაგდება დააპირა.
სწორედ ამ დროს ქვეწარმავალმა მამაკაცს ხელზე უკბინა.
დაშავებული მგზავრის დასახმარებლად, სტიუარდესებმა მოირბინეს.
ერთ-ერთმა მათგანმა მორიელის ფეხით გასრესა მოახერხა.
მამაკაცს პირველადი დახმარება გაუწიეს, ხოლო აეროპორტში მას მედიკოსების ბრიგადა დახვდა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ საშიში „მგზავრი“ თვითმფრინავში ტეხასიდან კოსტა-რიკაში განხორციელებული რეისის დროს მოხვდა. საბედნიეროდ, მგზავრის გადარჩენა მოხერხდა.