პიზის კოშკი თავის უნიკალურობას კარგავს?!

იცით თუ არა...

29 აპრილი 15:00, 2017 წელი

იტალიაში თითქმის ყოველ ღირსშესანიშნავ ტაძართან დგას სამრეკლო, მაგრამ მათ შორის ყველაზე ცნობილია პიზას კამპანილე, რომელმაც თავისი ვერტიკალური ღერძიდან გადახრა, პრაქტიკულად, მშენებლობის პროცესშივე (1160-1360 წ) დაიწყო და თითქმის 6 მეტრს მიაღწია. ამ უჩვეულო თავისებურებამ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, თუმცა ბოლო წლებში კოშკმა არათუ დახრა შეაჩერა, გასწორებაც კი დაიწყო.

 

პიზის კოშკის სიმაღლე 100მ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მშენებლობის მიმდინარეობისას საძირკველმა ვერ გაუძლო კოშკის სიმძიმეს და მშენებარე კოშკი სამხრეთისკენ გადაიხარა. ამიტომ კოშკის მშენებლობა 55 მეტრის სიმაღლეზე შეწყდა, თუმცა გადახრის პროცესი გრძელდებოდა.
1350 წელს კოშკი 1,4 მეტრით გადაიხარა, 1817 წელს გადახრის მაჩვენებელმა 3,8 მეტრი შეადგინა, 1993 წელს კი - 5,4 მეტრი.


ბუნებრივია, დახრის კოეფიციენტის მატება შენობის წაქცევის შანსებს ზრდიდა და მთელი მსოფლიოს არქიტექტორები და ინჟინრები თავს იმტვრევდნენ ამაზე ფიქრით, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კოშკმა არათუ დახრა შეაჩერა, არამედ გასწორებაც დაიწყო.


საქმე სასწაულს კი არა, 11-წლიან, მასშტაბურ სარესტავრაციო პროექტს ეხება, რომელიც 90-იან წლებში, კოშკის გადარჩენის მიზნით დაიწყო.


14,5-ტონიანი კოშკის ჩრდილოეთი მხარის საძირკვლიდან გრუნტის ნაწილი ამოიღეს, რამაც კოშკის დახრილობა 4.5 -დან 4.1 მეტრამდე შეამცირა.
სამრეკლოს წრიული კონსტრუქცია ფოლადის ბაგირებით გამაგრდა. მთლიანად, რეკონსტრუქციის ღირებულებამ თითქმის 30 მილიონ ევროს მიაღწია, სამაგიეროდ, თუ რესტავრაციის დაწყებამდე კოშკის დახრილობა წელიწადში 1 მმ-ით იზრდებოდა, სამუშაოების დასრულებისა და ექსკურსიების განახლების შემდეგ (2001-დან 2013 წლების ინტერვალში) კოშკის დახრილობა, ზრდის ნაცვლად, 38 სმ-ით შემცირდა.  


თუ პიზის კოშკმა, ბოლოს და ბოლოს, ჰორიზონტალურის ნაცვლად, ვერტიკალური მდგომარეობის მიღება გადაწყვიტა, სიცოცხლეს რამდენიმე ასწლეულით გაიხანგრძლივებს, თუმცა შესაძლოა, ის უნიკალურობა დაკარგოს, რომელიც მსოფლიო არქიტექტურის ყველა შედევრისგან გამოარჩევდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?