როგორ გადაურჩა „გაციმბირებას“ საბჭოთა ფულის ავტორი?!

იცით თუ არა...

7 მაისი 15:00, 2017 წელი

ამ მხატვრის ნამუშევრებს საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე ჯიბით და ჩანთით დაატარებდა, თუმცა ავტორის სახელი თითქმის არავინ იცოდა. საბჭოთა კავშირში გამოშვებული თითქმის ყველა კუპიურა ივანე დუბასოვის დახატული გახლდათ, რომელიც მშვენივრად აცნობიერებდა, რომ საბჭოთა ფულის ხატვა რთული და საპატიო საქმე იყო. ისიც იცოდა, რომ თითოეული ესკიზი უმკაცრეს შემოწმებას გადიოდა, რომელზეც ყველა დეტალს მნიშვნელობას ანიჭებდნენ და მცირეოდენ შეცდომასაც არ პატიობდნენ.

ასე მოხდა 1938 წელსაც, როცა დუბასოვმა კომისიის წინაშე სამმანეთიანის ესკიზი წარადგინა. ფულის ნიშანზე საბჭოთა არმიის ჯარისკაცი იყო გამოსახული. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ჩათვალა, რომ ჯარისკაცი არასწორად იყო ჩაცმული, რადგან ქამარი აირწინაღის ჩანთის მაღლა ეკეთა, წესით კი, პირიქით უნდა ყოფილიყო.
იმ დროს ადამიანები უმცირესი გადაცდომისთვისაც კი სასტიკად ისჯებოდნენ, ამიტომ საბჭოთა ჯარისკაცის „გამასხარავებისთვის“ მხატვარს შესაძლოა, ციმბირში ამოეყო თავი.


 


თავზარდაცემული დუბასოვი მოულოდნელად, თავდაცვის კომისარიატის ექსპერტებმა იხსნეს. მათი დასკვნის თანახმად, ჯარისკაცი წესდების მიხედვით იყო გამოწყობილი და მხატვარს კანონი არ დაურღვევია.


იმავე წელს, ხელისუფლებამ დუბასოვს რეკომენდაცია მისცა, რომ ხუთი მანეთის ესკიზზე ახალგაზრდა ქალი გამოესახა, მაგრამ, როცა მხატვარმა  ესკიზი წარმოადგინა, მასზე გამოსახული იყო ახალგაზრდა დედა ორი შვილით. კომისიამ პროექტი დაიწუნა, რადგან ესკიზი ისეთ განცდას ტოვებდა, თითქოს მარტოხელა დედა, შვილებთან ერთად, ალიმენტის მისაღებად მიდის.


საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ბანკნოტზე საბჭოთა პარაშუტისტი გამოესახათ.
ზემოხსენებული ინციდენტების მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლება ივანე დუბასოვის ნიჭსა და შემოქმედებით უნარებს ძალიან აფასებდა.
სწორედ დუბასოვი გახლდათ 1947 და 1961 წელს გამოცემული ფულის ნიმუშების ავტორი. 1959 წელს, როცა 1961 წლის ფულადი რეფორმისთვის მზადება იწყებოდა, მხატვარი სასწრაფოდ გამოიძახეს შვებულებიდან და ახალი ესკიზების შექმნა დაავალეს.


სამუშაო უმკაცრესად გასაიდუმლოებული იყო. მხატვრის სახლის ფანჯრებთან უშიშროების სამსახურის თანამშრომელთა სადღეღამისო მორიგეობა დაწესდა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და მხატვარმა ესკიზები დათქმულ დროში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარადგინა.


ცნობისთვის, დუბასოვი მხოლოდ საბჭოთა ფულის ავტორი არ ყოფილა. მან ფულის ნიშნების ესკიზები შექმნა სოციალისტური ჩინეთის, მონღოლეთის, ბულგარეთისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისთვის.


ფულადი ნიშნების გარდა, დუბასოვი სახელმწიფო ჯილდოებისა და საფოსტო მარკების ესკიზებსაც ამზადებდა. სწორედ მისი ესკიზით შეიქმნა მედალი „ოქროს ვარსკვლავი“, რომელსაც საბჭოთა კავშირის გმირებს გადასცემდნენ.


1945 წელს მხატვარი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს, რომლის ესკიზის შექმნაშიც თავად მონაწილეობდა. ივანე დუბასოვი მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო გერბის შექმნაშიც. მისი უკანასკნელი ნამუშევარი გახლდათ მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქის ოდინცოვოს გერბის ესკიზი.


ივანე დუბასოვი 1988 წლის 15 მარტს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?