მსოფლიოში პირველი „გასაბერი ქალი“ ადოლფ ჰიტლერის ბრძანებით შეიქმნა

იცით თუ არა...

10 მაისი 15:00, 2017 წელი

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში პირველი სექსუალური სათამაშოები მე-20 საუკუნის უდიდესმა ტირანმა ადოლფ ჰიტლერმა „არიელი ჯარისკაცების“ ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით შექმნა? „გოგონების“ გარეგნობასთან დაკავშირებით ფიურერმა კონკრეტული ინსტრუქციებიც კი გასცა... 

ამერიკული ჟურნალის „TIME“-ის ცნობით, პროექტი, კოდური სახელწოდებით „ბორგჰილდი“, 1940 წელს დაიწყო, როცა რაიხსფიურერმა ჰაინრიხ ჰიმლერმა ჰიტლერს მოახსენა, რომ ფრანგი მეძავები გერმანელი ჯარისკაცების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან და ავადმყოფობამ იმაზე მეტი ჯარისკაცი შეიწირა, ვიდრე ტყვიამო. ოდესღაც ჰიტლერი თავადაც იტანჯებოდა სიფილისით, ამიტომ მშვენივრად ესმოდა, რა პრობლემებთან იყო დაკავშირებული არმიაში სიფილისიანი ჯარისკაცების მომრავლება.

„მსოფლიო ტურნეს“ დროს, ჯარისკაცები სექსუალურ მოთხოვნილებებს რომ არ შეეწუხებინათ და ვენერიული დაავადებების მქონე მეძავებთან ან ერთმანეთთან სექსუალური კავშირები არ გაებათ, ჰიტლერმა დანიელ დოქტორს ოლენ ჰანუსენს პლასტიკატის ან რეზინის თოჯინების შექმნა დაავალა.
ფიურერმა „გოგონების“ გარეგნობასთან დაკავშირებით, კონკრეტული ინსტრუქციებიც კი გასცა. ბორგჰილდს ნამდვილი არიელის გარეგნობა უნდა ჰქონოდა, ანუ, დაახლოებით, 1.76 მ. სიმაღლის უნდა ყოფილიყო, ქათქათა თეთრი პირისახე, ღია ფერის თმა, ცისფერი თვალები, დიდი მკერდი და ტუჩები უნდა ჰქონოდა.

თავიდან ფიქრობდნენ, რომ ბორგჰილდი უნგრელი მსახიობი ქალის კეტე ფონ ნაგისთვის მიემსგავსებინათ, მაგრამ მსახიობმა გააპროტესტა, ამიტომ გადაწყდა, რომ თოჯინას კონკრეტული ადამიანის სახე არ ექნებოდა.

როცა საცდელი ნიმუშები დამზადდა და წარმოება ამუშავდა, ჰიმლერმა თავისი ჯარისთვის 50 თოჯინა შეუკვეთა, თუმცა 1942 წელს ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობამ პროექტი დახურა. ჯარისკაცებს რეზინის ქალების აქეთ-იქით ტარება ეუხერხულებოდათ, ოფიცრები კი შიშობდნენ, რომ სექსუალური თოჯინების გამო მათი ჯარისკაცები მსოფლიოს დასაცინი გახდებოდნენ. თოჯინების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც, სავარაუდოდ, დრეზდენში მდებარეობდა, მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვის დროს განადგურდა.

ჰიტლერის რეზინის თოჯინების ამბავი გრემ დონალდის წიგნის „მუსოლინის დალაქის“ წყალობით გახდა ცნობილი. დონალდი სახელოვანი თოჯინა ბარბის შექმნის ისტორიას იკვლევდა და აღმოაჩინა, რომ ამერიკელმა მეწარმემ და მისმა ცოლმა, ელიოტ და რუტი ჰანდლერებმა, ლეგენდარული სათამაშო 1956 წელს გერმანიაში მოგზაურობის შემდეგ შექმნეს, სადაც ერთ-ერთ ღამის კლუბში რეზინის სექსუალური თოჯინა შეიძინეს. 

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სექსუალური სათამაშოების შექმნის იდეა ჯარისკაცებზე ზრუნვის კი არა, ჰიტლერის ავადმყოფური გადახრების მანიშნებელია. ცნობილია, რომ ჰიტლერი მშობლებზე თითქმის არასოდეს საუბრობდა, თუმცა სხვებისგან დაწვრილებით მოითხოვდა წარმოშობის დამადასტურებელ ინფორმაციას.

ადოლფის ბებია (მამის დედა) მდიდარი ებრაელის სახლში მოსამსახურედ მუშაობდა. სწორედ სახლის პატრონისა და ადოლფის ბებიის სასიყვარულო ურთიერთობის შედეგად მოევლინა ქვეყანას ადოლფის მამა ალოისი. თავის მხრივ, ჰიტლერის მამა ნათესავ ქალზე კლარა პიოლცელზე დაქორწინდა. ეს მისთვის მესამე ქორწინება იყო. ამ დროისთვის მას უკვე ჰყავდა ვაჟი ალოისი და ქალიშვილი ანგელა (მისი შვილი გელი რაუბალი მოგვიანებით ჰიტლერის საყვარელი გახდა).

ნათესავთან დაქორწინებისთვის ალოისს ვატიკანისგან ნებართვის აღება მოუწია. კლარამ მას ექვსი შვილი გაუჩინა. ადოლფი მათ შორის მესამე იყო. სწორედ მესამე ორსულობაზე ჰიტლერის დედა სერიოზულად განიხილავდა აბორტის გაკეთების საკითხს, მაგრამ ექიმმა მისი გადარწმუნება მოახერხა, რაც მსოფლიოს 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა.

 

 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?