ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ბავშვი მართავდა - ტრაგედია, რომელმაც 75 ადამიანი შეიწირა!

იცით თუ არა...

15 მაისი 15:00, 2017 წელი

თვითმფრინავი „რუსეთის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა და მოსკოვი-ჰონკონგის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის ბორტზე 63 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. შავი ყუთის გახსნამ ცხადყო, რომ კატასტროფის მიზეზი ადამიანური ფაქტორი იყო. უფრო კონკრეტულად კი ტექნიკის ცუდი ცოდნა და ინსტრუქციის უხეში დარღვევა.

1994 წლის 22 მარტს 20 სთ.58 წთ-ზე რუსეთში, კემეროვოს ოლქის მეჟდურეჩენსკას რაიონში აერობუსი A- 310 ჩამოვარდა.
მოგვიანებით, „შავი ყუთის“ გაშიფვრისა და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ თვითმფრინავის აფრენიდან 3 საათისა და 30 წთ-ის შემდეგ ეკიპაჟის მეთაურმა იაროსლავ კუდრინსკიმ პილოტების კაბინაში შვილები - 13 წლის იანა და 15 წლის ელდარი შეიყვანა, სადაც წესდების უხეში დარღვევით ჯერ გოგონას, შემდეგ კი ვაჟს საჰაერო ხომალდის მეთაურის სავარძელში ჩაჯდომისა და თვითმფრინავის მართვის უფლება მისცა.
მათ გარდა, კაბინაში კუდრინსკის ოჯახის მეგობარი, პილოტი მაკაროვი იმყოფებოდა, რომელიც აღნიშნული რეისით მგზავრობდა.
სამწუხაროდ, პილოტების კაბინაში უცხო პირების ყოფნა და ხომალდის მეთაურის სავარძელში ბავშვების აღმოჩენა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს არ გაუპროტესტებიათ.

„შავი ყუთის“ ხმოვანი ფირების გაშიფვრის შედეგად დადგინდა, რომ, სანამ ბავშვებს სავარძელში ჩაჯდომის ნებას მისცემდა, კუდრინსკიმ ავტოპილოტი ჩართო. გოგონას თვითმფრინავის მართვის სურვილი და მცდელობა არ გამოუვლენია და სავარძლიდან მალე წამოდგა, სამაგიეროდ, ხომალდის მეთაურის ვაჟი შტურვალით დაინტერესდა და ხელით მისი ტრიალი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს დაიწყო. რაღაც მომენტში, ბავშვმა შტურვალი ძლიერად მოქაჩა, რაც ავტოპილოტმა პილოტის ბრძანებად მიიჩნია და გაითიშა.
სულ რაღაც ერთ წამში უზარმაზარი თვითმფრინავი ბავშვის მართვაზე გადავიდა, რომელიც მფრინავობას თამაშობდა. ამ დროს ამუშავდა ავტოპილოტის გათიშვის სიგნალიზაცია, მაგრამ A-310-ს ავტოპილოტის გათიშვის ხმოვანი სიგნალი არ გააჩნია, ეკიპაჟის წევრებს კი მოციმციმე ნათურა არ შეუნიშნავთ.
როცა მოზარდმა შტურვალი კიდევ ერთხელ მოატრიალა, აერობუსი 45 გრადუსით გადაიხარა.

გამოცდილმა პილოტებმა პირველ წამებში ვერ გაარკვიეს, რა გახდა თვითმფრინავის „უცნაური ქცევის“ მიზეზი. როცა, ბოლოს და ბოლოს, ავტოპილოტის გათიშვა შენიშნეს, სცადეს საკუთარი ადგილები დაეკავებინათ, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილი აღმოჩნდა.
მეორე პილოტმა ეკიპაჟის მეთაურის არყოფნის დროს, ინსტრუქციის დარღვევით, თავისი სავარძელი ბოლომდე უკან დაწია. ამის გამო, ის საკუთარ ადგილზე დაბრუნებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მარცხენა სავარძელში ისევ რჩებოდა ერთადერთი ადამიანი, რომელსაც თვითმფრინავის მართვა რეალურად შეეძლო - ეკიპაჟის მეთაურის 15 წლის შვილი, რომელიც ცდილობდა, მამის, მეორე პილოტისა და მაკაროვის ურთიერთგამომრიცხავი მითითებები შეესრულებინა.

„შავი ყუთის“ ხმოვანი ფირის გაშიფვრამ ცხადყო, რომ ელდარის მცდელობას, მდგომარეობა გამოესწორებინა, პილოტების ჟარგონების უცოდინრობა უშლიდა ხელს. ამასობაში თვითმფრინავის გადახრის კუთხემ 90 გრადუსს მიაღწია. თვითმფრინავმა სიმაღლისა და სიჩქარის დაკარგვა დაიწყო, თუმცა მეორე პილოტმა თვითმფრინავის ვარდნის აცილება შეძლო. რამდენიმე წამში ეკიპაჟის მეთაურმაც მოახერხა სამუშაო ადგილზე დაბრუნება და ფრენის ნორმალურ რეჟიმში დააბრუნება, მაგრამ სივრცითი მდებარეობის დროულად ამოცნობა ვერ მოასწრო. დაბალ სიმაღლეზე მფრინავი აერობუსი კონცხის თავზე გადაფრენისას, ხის კენწეროებს წამოედო და ტყეში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 75-ვე ადამიანი (63 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი) დაიღუპა.

„Аэрофлот“-სა და „Airbus“-ის  ერთობლივად ჩატარებული გამოძიების თანახმად, გაირკვა, რომ პილოტებს მართვის საკუთარ ხელში აღება რომ ვერ მოეხერხებინათ, უკეთესი იქნებოდა, რადგან ამ შემთხვევაში, ავტომატური მართვის სისტემა ჩაირთვებოდა და ფრენის უსაფრთხოდ დასრულებას შეძლებდა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?